მომავალი წლის საბედისწერო პროგნოზი: ცვლილებებისთვის მოემზადეთ

0
1200

წინასაახალწლო პერიოდი ბედზე სამკითხაოდ საუკეთესო დროა. თითქოსდა, ჰაერშიც კი ჯადოქრობა ტრიალებს. ამ პერიოდში ყველა სურვილი სრულდება. ამბობენ, რომ ამ დროს მომავალი წლის ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველების მიღებას შეძლებთ.

„ვივიენმა“ თქვენთვის პატარა წინასწარმეტყველება მოამზადა, რომელიც თქვენი ბედის გამოცნობაში დაგეხმარებათ.

საახალწლო წინასწარმეტყველება

ამჯერად რა გვაქვს? მართალია, ფიფქები. თქვენ ერთი ფიფქია უნდა შეარჩიოთ და გაიგებთ, თუ მომავალ წელს რა გელოდებათ. თუ უკვე განსაზღვრეთ, დროა წინასწარმეტყველება გაიგოთ.

1. იდუმალებით მოცული პირველი ფიფქია

პირველი ფიფქია ბედნიერ და სიხარულით სავსე წელს გპირდებათ. უკვე წლის დასაწყისში ბედი გაგიღიმებთ და საქმე წინ წაიწევს. გულწრფელად გეტყვით, ეს წელი საკმაოდ რთული და დაძაბული იყო. თქვენ ცოტა სიხარულს იმსახურებთ. სწორედ, რომ 2020 წელს საკმარის ბედნიერებას მიიღებთ. ამასთან ბევრი სიურპრიზი გელოდებათ.

შესაძლოა, მალე რაიმე ცნობა მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მთავარია – საკუთარი თავის, ძალების და იღბლის ძალის გჯეროდეთ. წელს ბედის ნებიერა იქნებით.

2. მეორე მხიარული ფიფქია

მეორე ფიფქია ბევრ თავგადასავალს გპირდებათ. რუტინა ზოგჯერ იმაზე უფრო დიდხანს იწელება, ვიდრე გსურთ. ყოველდღიური ვალდებულება მხრებზე გაწევთ და სხვა არაფრისთვის ძალა აღარ გრჩებათ. წელს დასვენების, განტვირთვის და რუტინისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გექნებათ.

დასვენება მოსაწყენი არ იქნება. თქვენ რაღაც ექსტრემალური, თავბრუსდამხვევი და შესანიშნავი გელოდებათ. თუ ასეთ მოგზაურობაში წასვლას დიდი ხანია ოცნებობდთ, 2020 წელი საუკეთესო დროა. ნეპალის გამოსაკვლელად გაეშურეთ ან იალბუზი დაიპყარით. თქვენი დიდი ხნის ნანატრი ოცნება აისრულეთ და მომავლისთვის არ გადადოთ.

3. მშვიდი მესამე ფიფქია

ეს ფიფქია თქვენ სრულყოფილ და მშვიდ დასვენებას გპირდებათ. ჩვენი ორგანიზმის რესურსები უსასრულო არაა და ყველაფერს აქვს საზღვარი. ამ ზღვრის დადგენა არ სცადოთ. სჯობს მანამდე დაისვენოთ, სანამ ძალებს საბოლოოდ დაკარგავთ. მომავალ წელს ასეთი შანსი გამოგიჩნდებათ. საკუთარ თავს დრო უნდა დაუთმოთ და ძალები აღიდგინოთ. კარგად გამოძინება არ დაგავიწყდეთ.

საქმის მხრივ 2020 წელს ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ძალები მოიკრიფეთ და პირადი მწვერვალების დაპყრობა დაიწყეთ. განახლებული თავით და კარგი ძილის შემდეგ სამყარო ბევრად უფრო მარტივი იქნება. ყველაფერს მიაღწევთ, საკუთარი თავის გჯეროდეთ.

4. მეოთხე ფიფქია – სულიერება

თუ ეს ფიფქია აირჩიეთ, მომავალ წელს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელოდებათ, რომელიც თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. შესაძლოა, ეს პარტნიორთან საქმიანი შეხვედრა იყოს, ან ერთგული მეგობრის შეძენა. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ იმ ადამიანს იპოვით, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ის შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ.

ეს წელი გაჯერებული იქნება. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი მარტივად ჩაივლის, რადგან რაღაც პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. თუმცა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ, თქვენს გვერდით ხომ საიმედო ადამიანია.

ერთი სიტყვით, კარგი წინასწარმეტყველებაა. თითოეული ფიფქია გპირდებათ, რომ 2020 წელი კარგი იქნება, თქვენ რომელი ფიფქია აირჩიეთ?

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი