რა მოვუხერხოთ გაცვეთილ ბოკლებსა და ფუჟერებს

2069

ცნობილია, რომ ახალ წელს ისე გაატარებ, როგორც შეხვდები, ამიტომ, სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ამასთან, ბევრს სწამს, რომ ლამაზად გაფორმებული კერძი არ შეიძლება არ იყოს გემრიელი, ხოლო, თუ საერთოდ მთელი სახლი შეესაბამება სადღესასწაულო ატმოსფეროს, მაშინ საქმე ნამდვილად კარგად მიდის.

ცოტა ხნის წინ ერთი გასაოცარი ხრიკი ვისწავლი, რომლის გამეორება თქვენც მოგინდებათ. ეს იდეა კარგია იმით, რომ მისი განხორციელება 5 წუთში შეიძლება, მასალის სახით კი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღვინისა თუ შამპანურის ჭიქა გამოგადგებათ, რომლებმაც თავიანთი დრო მოჭამეს და გადასაყრელად გენანებათ.

საახალწლო სუფრის დეკორაცია

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა 19 გასაოცარი იდეა საახალწლო დეკორისთვის, რომლებსაც მარტივად გაიმეორებთ სულ რამდენიმე წუთში.

1. ნებისმიერ სახლში იპოვით ძველ, გარეგნულად დაზიანებულ ფუჟერსა და ბოკლებს. სწორედ ისინია იდეალური ბაზა სადღესასწაულო სუფრის მომავალი დეკორაციისთვის.

ამისთვის, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ ჭურჭელი, შემდეგ უბრალოდ გადააბრუნეთ ჭიქები. მათში მოათავსეთ ნებისმიერი დეკორაცია, მაგალითად, ნაძვისხის სათამაშოები ან ტკბილეული, ორცხობილა, თხილი, ლამაზი ცოცხალი ან ხელოვნური წიწვები და კენკრა. რა თქმა უნდა, სანთელიც არ დაგავიწყდეთ.

2.

3. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ხანდახან, საკმარისია უბრალოდ შუშის ლარნაკი და ათობით პატარა ნაძვისხის სათამაშო.

4.

5. თუ მზა საახალწლო სანთლების შეძენას ვერ ახერხებთ ინტერიერის მოსართავად, ჩვეულებრივი სანთლების ქცევაც შეგიძლიათ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად.

6.

7. შეღებეთ ძველი ჭიქები მკვეთრი ფერის საღებავებით და აქციეთ ისინი თოვლის კაცად ან ბაბუად. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ასეთი უჩვეულო და მხიარული დეკორაციები ძალიან მოეწონებათ.

8.

9. შუშის ბოკლების მორთვა შეიძლება მძივებითა და ლამაზი ძაფებით, ხელოვნური ყვავილებითა და გირჩებით, ბრჭყვიალებით ან ფიფქებით.

ნუ შეუშინდებით არასტანდარტული მასალების გამოყენებას. დეკორისთვის იდეალურია წუნდებული მძივები, დაზიანებული ბიჟუტერია თუ სხვა წვრილმანები, რომლებსაც ყველა სახლში იპოვით.

10.

11. ცეცხლისა და წყლის კომბინაცია – ეს ადრენალინი, ვნება და ბრძოლაა. თუმცა, თუ ცეცხლი და წყალი სუფრაზე თავსდება, ისინი რომანტიკისა და დღესასწაულის ატმოსფეროს ქმნიან. უბრალოდ აიღეთ ლამაზი, საშუალოდ ღრმა ლარნაკი ან თეფში, მოათავსეთ მასში სანთელი და დაუმატეთ რამდენიმე ყვავილის ფურცელი/ფოთოლი.

კიდევ ერთი ორიგინალური ხრიკი: გამჭვირვალე ლარნაკის ფსკერზე შუშის კენჭები მოათავსეთ – ცეცხლის ფერებს ისინი მრავალფერად გარდასახავს.

12.

13. რამდენიმე ასეთი სანთლის მოთავსება კი შუშის თაროზეც შეგიძლიათ – ძალიან ლამაზად გამოიყურება!

14.

15. საინტერესო ეფექტს მიიღებთ, თუ ბოკლის ფეხს ბრჭყვიალებით მორთავთ. ნაძვისხის ბურთების, ბოკლის ბრჭყვიალა ფეხისა და სანთლის შუქის შერწყმა სახლში ჯადოსნურ ატმოსფეროს შექმნის.

16.

17. ეს იდეაც მარტივია განსახორციელებლად, თანაც შესანიშნავად გამოიყურება. ამისთვის მხოლოდ ცარიელი შუშის ბოთლი და პატარა შუქდიოდური გირლანდი დაგჭირდებათ.

18.

19. საახალწლო სასანთლეები ძველ, დრომოჭმულ ჭურჭელს კიდევ ერთ სიცოცხლეს მიანიჭებს.

ნანატრი დღესასწაულისთვის მზადების პროცესი – განსაკუთრებული პერიოდია, რომელიც ზეიმის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ასევე, ასხამს მომავალი წლისთვის კეთილდღეობისა და ბარაქის საფუძველს. აუცილებლად გამოიყენეთ ეს მკვეთრი რჩევები სადღესასწაულო სუფრის დეკორაციისთვის და 2019 წლის სიმბოლო – მეტალის ვერცხლისფერი ვირთხა – მთელი წლის განმავლობაში არ დაივიწყებს ამას.