უსაფუარო ცომის რეცეპტი პიცისთვის

0
460

როცა სტუმრები სადაცაა მოვლენ, თუმცა სამზარეულო ცარიელია, უსაფუარო პიცის ცომის მომზადება გიხსნით. მისი მომზადება ძალიან მარტივია, განსაკუთრებით, თუ ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია გაქვთ.

ამის შემდეგ, უბრალოდ დაალაგეთ ზემოდან ძეხვი, სოკო, პომიდორი, ყველი ან სხვა პროდუქტი, რომლებსაც მაცივარში იპოვით, და შედგით ღუმელში.

უსაფუვრო ცომი პიცისთვის

ამ ცომში არ შედის გამაფხვიერებელი სოდის ან საფუვრის სახით, ამიტომაც, იგი თხელი და საკმაოდ მჭიდრო გამოდის, ლავაშის მსგავსად. თუმცა, პიცას ასეთი ცომი ძალიან უხდება, რადგან თხელი ქერქი ხელს არ შეგიძლით შიგთავსით ტკბობაში.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. გაცერით ფქვილი ღრმა თასში.

2. თანდათან დაუმატეთ წყალი. ჩაასხით ცოტაოდენი სითხე და სცადეთ მოზელა, თუ დაგჭირდათ, კიდევ დაუმატეთ.

3. დაუმატეთ მარილი და ზეთი. უმჯობესი იქნება, თუ ზეითუნის ზეთს აირჩევთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მზესუმზირისაც გამოდგება. მოზილეთ ცომი.

4. მოახვიეთ ცომს საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 20-30 წუთით. ამ დროში იგი უფრო ელასტიური გახდება, მარტივად გაბრტყელდება და არ დაიხევა.

5. ნახევარ საათში შეგიძლიათ გააბრტყელოთ.

6. მითითებული ინგრედიენტებისგან 2-3 მმ სისქის ცომს მიიღებთ ერთი საცხობი ფორმისთვის.

7. სწრაფი, უსაფუვრო ცომი პიცისთვის მზადაა. აცხვეთ ღუმელში 7-10 წუთით, 200 გრადუსზე. ამ ცომით პიცის მომზადება ტაფაზეც შეიძლება.

გემრიელად მიირთვით!

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი