რით გამოირჩევა მეგობრული ოჯახი?

2452

ოჯახის შექმნა ადამიანს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს შეიძლება სასიამოვნო საზრუნავი, ან გამძლეობის გამოცდა იყოს. ფილმებშიც კი იდეალური ოჯახი არ არსებობს, ერთი პრობლემა მაინც იქმნება. მეორე საკითხია – რა ხდის ოჯახს მეგობრულს?

თქვენი ინტუიცია გამოიყენეთ და დიდხანს არ დაფიქრდეთ. შეეცადეთ განსაზღვროთ, თუ რომელი ოჯახია ყველაზე მეგობრული.

ძალიან მეგობრული ოჯახი

იმის გასაგებად, თუ რომელი ოჯახია მეგობრული, საკმარისია დეტალებს ყურადღებით დააკვირდეთ: ის, თუ როგორ იქცევა ოჯახი პარკში სეირნობის დროს, რაზე საუბრობენ ცოლ-ქმარი, ბავშვთან როგორ იქცევიან. ზოგჯერ, რამდენიმე მეტრი დაშორებიდან ოჯახზე შეხედვა საკმარისია, რომ მარტივად მიხვდეთ, თუ ოჯახის წევრებს რამდენად ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ.

სურათების ქვეშ აღწერა წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ ყველაზე მყარი ოჯახი შეარჩიეთ.

ოჯახი № 1

სურათზე ჩანს, თუ დედას ბავშვის ხელი როგორ ნაზად უჭირავს. ცხადია, რომ მათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ, რასაც მამაკაცზე ვერ ვიტყვით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დედა ბავშვის მამისგან დაცვას ცდილობს და თავადაც ყურადღებას არ აქცევს. შეიძლება, ეს მამაკაცი ოჯახის წევრი საერთოდ არაა.

ოჯახი № 2

ბავშვის უკან მომავალი მშობლები ჩვეულებრივ ოჯახს ჰგავს. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ წინ მხიარულად მორბენალი ბავშვის ფონზე შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, რომ მშობლები ერთმანეთს შორის დისტანციას ინარჩუნებენ. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი აბსოლუტურად ნორმალურია ან ცდილობს, რომ სხვებს თავი ასეთად აჩვენონ.

ოჯახი № 3

როცა ოჯახი ბედნიერია, ამის არ შემჩნევა შეუძლებელია. ეს ოჯახი უბრალოდ ბედნიერებას ასხივებს: მოსიყვარულე მშობლებმა ოჯახური ცხოვრების პერიოდში ერთმანეთის მიმართ სინაზე არ დაკარგეს, ხოლო ბიჭი მათ გვერდით თამამად მიდის და მამის ხელი უჭირავს. აი, ისიც – მეგობრული და ბედნიერი ოჯახი.

იდეალური ოჯახი არ არსებობს, უმეტესობა მათგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სირთულეების გადატანა უწევთ. ძლიერი ოჯახი სწორედ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით განსხვავდება. უფრო ერთიანი და ბედნიერი ოჯახი რომ შექმნათ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.

როგორ გავაძლიეროთ ურთიერთობა ოჯახში

1. ვახშამი ოჯახის წრეში

მშობლები სამსახურში, ბავშვები კი სკოლაში იღლებიან. ცხოვრების დიდ ნაწილს უმეტესობა ჩვენგანი სახლის გარეთ ატარებს: სამსახური, სასწავლებელი, ვარჯიში, წრეები და ა.შ. ოჯახისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ თუნდაც ერთი საათით ოჯახურ ვახშამს დრო დაუთმოთ. ასე ოჯახის თითოეული წევრი საკუთარი ფიქრების გაზიარებას და დღის ამბების მოყოლას შეძლებს.

© Depositphotos

2. სახლის ვალდებულებების გადანაწილება

ნაგვის გადაყრის ან ჭურჭლის გარეცხვის შესახებ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება პარტნიორში ნდობას და სანაცვლოდ ვახშმის ან სადილის მომზადების სურვილს იწვევს. ბევრად უკეთესი იქნება, თუ მოვალეობებს წინასწარ გადაანაწილებთ. ასე უსაქმურობის ნიადაგზე ჩხუბი და კამათი არ მოგიწევთ.

თუ სახლში ბავშვი იზრდება, მას დახმარება უნდა ასწავლოთ. მოვალეობების გადანაწილება დისციპლინას და პასუხისმგებლობის გრძნობას ხელს უწყობს.

© Depositphotos

3. ერთობლივი დასვენება

შეგიძლიათ ბუნებაში გახვიდეთ ან სახლში „მონოპოლია“ ითამაშოთ. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღოს. ეს გულიანად საუბრის, ფიქრების და განცდების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა. ასე მხარდაჭერას, თანაგრძნობას და მოსმენას ვსწავლობთ.

© Depositphotos

4. ოჯახური ტრადიციები და დღესასწაულები

ტრადიციები თითოეული ოჯახის განსაკუთრებულობაა. ტრადიციების დაცვა ოჯახის წევრებში ერთმანეთის პატივისცემას ხელს უწყობს და უფრო აახლოებს.

© Depositphotos

5. ნდობაზე დაფუძნებული საუბარი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახს საკუთარი გრძნობები გაუზიაროთ და ამაზე ილაპარაკოთ. თუ თავს ძალიან ცუდად ან ბედნიერად გრძნობთ, ეს გრძნობა ახლობლებს გაუზიარეთ. მწუხარების წუთებში მარტო არ იქნებით, ხოლო ბედნიერების წუთებში ოჯახის წევრებისთვის განწყობის ამაღლებას თავად შეძლებთ.

© Depositphotos

თითოეული ოჯახი განსაკუთრებულია, ხოლო ოჯახური ჰარმონიის მიღწევა შენით იწყება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.