საუკეთესო ფერი თქვენი ინტერიერისთვის, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
375

მე არასდროს მომწონდა მწვანე კედლები. მახსოვს, როგორ არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს ქიმიის გაკვეთილზე: შხამიანი ფერი საშინელ განწყობაზე მაყენებდა და გაკვეთილის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ მინდოდა! როგორც აღმოჩნდა, ეს უბრალოდ ბავშვური ახირება არ იყო. ოთახის ფერთა გამა ცვლის მის ატმოსფეროს, ადამიანის განწყობას…

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი განსაკუთრებულია. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ სახლში ინტერიერის ფერი საგრძნობ გავლენას ახდენს სამყაროს აღქმასა და შეგრძნებაზე. ფერები გულდასმით უნდა შეარჩიოთ. სპეციალურად თქვენთვის, წარმოგიდგენთ ინტერიერის ფერთა გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაბადების თარიღის მიხედვითაა შერჩეული.

ზოდიაქოს ნიშნების ფერები

1. ვერძი – ვარდისფერი

ბევრი თვლის, რომ ვარდისფერი ინფანტილური, არასერიოზული ფერია. თუმცა, ვარსკლავები მის განუმეორებლობაზე მეტყველებს! სითბო, სიმყუდროვე, სიმკვეთრე – ეს ყველაფერი ვარდისფერ ტონებზეა ნათქვამი.

დინამიკური, კონტაქტური ვერძებისთვის ეს ფერი იქნება ხსნა ცხოვრების უფერულობისგან, ათბობს და მხარს უჭერს მათ. ასევე, ვერძებს ესიამოვნებათ ნარინჯისფერ და ოქროსფერ ოთახებში ყოფნაც.

2. კურო – შავი

კუროების სიჯიუტე – საყვარელი სასაუბრო თემაა. რეალურად, ამ მამაც და მტკიცე ნიშანს თავისი მკვეთრი ცხოვრებისეული პოზიცია აქვს, რომელსაც ბოლომდე მიაწვება.

შავი ინტერიერი იდეალურია კუროს საცხოვრებლისთვის. ამ ფუფუნების უფლება თავს მისაღებ ოთახში მაინც უნდა მისცეს. ყავისფერი და ხორცისფერი დაეხმარება ფეთქებადი ხასიათის დაბალანსებაში.

3. ტყუპები – ყვითელი

კედლების ფერი ინტერიერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყუპებისთვის! ცვალებადი, მიმზიდველი ადამიანები სიმშვიდეს არ ცნობენ. მზიანი ფერები აქტიური და ენერგიული ტყუპებისთვის იდეალურია. დასაშვებია, აგრეთვე, ცისფერი, ლურჯი ელფერები. ტყუპები ასეთ სახლში თავს ყოველთვის კომფორტულად იგრძნობენ.

4. კირჩხიბი – ღია ლურჯი

კირჩხიბი სამართლიანად ითვლება მოსაწყენ სახლის ადამიანად, ლურჯი ტონების დამამშვიდებელი გამა მათთვის სწორედ რომ იდეალურია. ლურჯის, ნაზი იისფრის მიმზიდველი ელფერები სწორედ ისაა, რასაც კირჩხიბის სული ითხოვს.

5. ლომი – იისფერი

თითქოს, ლომს შეუძლია ნებისმიერის შთაგონება, თავისი სიცოცხლისადმი სიყვარულისა და მეფური განწყობის სხვებისთვის გადადება. იისფერი დაეხმარება მას სახლში ამაღლებული ატმოსფეროს შექმნაში, რაც ასე ძალიან სჭირდება ამ ნიშანს.

6. ქალწული – კრემისფერი

ნაღებისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი ელფერები ქალწულს თავს უსაფრთხოდ, თავის სამყაროში აგრძნობინებს, სადაც ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. ქალწულს ყველა ღია ფერი განუკურნავს სულს, აჩუქებს მას სიმშვიდეს, აავსებს ძალებით.

7. სასწორი – მწვანე

მწვანე ფერი ჰარმონიის სიმბოლოა. იგი სასწორს ძალიან სჭირდება ხოლმე. ზურმუხტის ელფერები, ახალგაზრდა ბალახის ფერები, წვნიანი, სველი მწვანილის ფერი… ამ ფერის ავეჯი და კედლები სასწორის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

8. მორიელი – წითელი

მორიელი განვითარებული ინტუიციის მქონე, მგრძნობიარე და ვნებიანი ნიშანია. იგი თავს შესანიშნავად გრძნობს წითელ და ალუბლისფერ ინტერიერებში. მორიელებისთვის კეთილდშობილ ატმოსფეროს ნარინჯისფერი და შავიც შექმნის.

9. მშვილდოსანი – შოკოლადისფერი

ეს ფერი მშვილდოსანს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. შოკოლადისფერ-ყავისფერი ელფერები ფილოსოფიურად განაწყობს ადამიანს, მშვილდოსნებს კი ეს ხშირად ესაჭიროებათ. ასევე, ამ დაუოკებელ მეოცნებეებს მოუხდებათ ლურჯი და მწვანე ფერები იმ ოთახში, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ატარებენ.

10. თხისრქა – ნაცრისფერი

ნეიტრალური ელფერები თხისრქას ეხმარება გაძლიერებაში, თავის ხელში აყვანასა და დისციპლინირებაში! დასაშვებია, ასევე, ცისფერიც. თხისრქას უყვარს ყველაფერი კეთილშობილი, ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ინტერიერის დეკორატიული ელემენტებისა და ავეჯის შერჩევის დროს.

11. მერწყული – ნარინჯისფერი

ციტრუსის ფერი ხაზს უსვამს მერწყულის პიროვნების ორიგინალურობას და ქმნის დღესასწაულის შეგრძნებას! ნარინჯისფერი გამა ასტიმულირებს შრომისმოყვარეობასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს, ასევე, ეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაშიც. იდეალურია!

12. თევზები – ლურჯი

მგრძობიარე თევზებისთვის ლურჯი, ცისფერი, იისფერი ფერები საუკეთესო მონაპოვარია. თევზის საცხოვრებელი ჰარმონიული და შთამაგონებელი იქნება, თუ მას წყლისა და კოსმოსის ტონებში გააფორმებს. ფაქიზი ბუნება გარშემო სილამაზეს ითხოვს.

მოუყევით მეგობრებს იმის შესახებ, თუ რა ფერები მოუხდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ბევრი არც დაფიქრდება ასეთ წვრილმანებზე, თუმცა ამაოდ! ნუ გაუშვებთ ხელიდან პირადი ბედნიერების მიღწევის შანსს.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი