სწრაფი ტესტი სურათზე: გაიგეთ, რა გელოდებათ ძალიან ახლო მომავალში

3444

თუ ხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც გსურთ, თუ დიდი ხნის მტანჯველ საკითხზე დაუყონებლივ პასუხის მიღებას გრძნობთ, თქვენ ეს ტესტი უნდა გაიაროთ, რომელიც თქვენი ქვეცნობიერიდან ამოიღებს იმას, რისი მოსმენაც ახლა ძალიან გჭირდებათ.

ჩვეულებრივ, ნებისმიერი ტესტის შესრულებამდე რეკომენდებულია მოდუნდეთ და თავიდან ფიქრები მოიშოროთ. შემდეგ წარმოიდგინეთ ის, რაზეც ძლიერ ოცნებობთ და ჭკვიანი ფრინველის სურათს შეხედეთ, რომელიც სწორი პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ.

არჩევანი სწრაფად გააკეთეთ, სურათებზე დიდხანს არ დაფიქრდეთ. უბრალოდ ქვეცნობიერს ენდეთ, რომელიც თქვენთვის ყველაფერს თავად გააკეთებს, ამის შემდეგ განმარტება წაიკითხეთ.

ჭკვიანი ფრინველების გაშიფვრა

სურათი 1

თუ ყველაზე პირველი ბუ აირჩიეთ, ის რაღაც ნეგატიურ გამოვლენას, ბოროტებას და წყენას ნიშნავს. ეს არც თუ ისე დადებითი რამაა. ახლა თქვენს ცხოვრებაში აღმასვლის ეტაპია. თუმცა ამ ეტაპს ისე აღიქვამთ, რომ ეგოიზმის და სიამაყის გამოვლენა დაიწყეთ. სჯობს, ეს თვისებები დაუყონებლივ მოიშოროთ. ასევე ალკოჰოლური სასმელებით, თუნდაც მცირე რაოდენობით, გატაცება არ ღირს.

სურათი 2

თუ არჩევანი მეორე სურათზე გააკეთეთ, თქვენ ძალიან გიჭირთ შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: მიყვარხარ, მაპატიე და დახმარებას გთხოვ. სამივე სიტყვა თქვენში გაუგებარ სირცხვილის გრძნობას იწვევს და ამ სიტყვების წარმოთქმის გრცხვენიათ და გეშინიათ. სინამდვილეში, დროა თქვენს გულს მოისმინოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელი ადამიანების, ახლობლების და მეგობრების დაკარგვა გემუქრებათ.

სურათი 3

თუ ჭკვიანი ფრინველის მესამე სურათი აირჩიეთ, თქვენ უნდა ეცადოთ არ გაუშვათ ცხოვრებიდან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა შესაძლებლობა, სიტყვა და დრო. თქვენი საქმეები მომავლისთვის არ გადადოთ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ. ყოველთვის თვალყური ადევნეთ იმას, თუ რას ამბობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საყვარელ ადამიანს გული იმდენად ატკინოთ, რომ უბრალოდ დაკარგოთ.

სურათი 4

თუ ასეთი სურათი შეარჩიეთ, თქვენ ახლა ყველაზე მეტად შეგეფერებათ ასეთი ტერმინები: სიმშვიდე, გულწრფელობა და იმედი. და მათი დაკარგვა არ შეიძლება! ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდის და თავშეკავების შენარჩუნება უნდა ისწავლოთ. ემოციები გააკონტროლეთ. ახლა მხოლოდ იმედი გადაგარჩენთ. საკუთარი პრინციპები დაიცავით და ყველა დასახული მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ.

სურათი 5

თქვენთვის ახლა ყველაზე ძვირფასია ნდობა, სიყვარული და რწმენა. თქვენ შეიძლება საყვარელი ადამიანის სიყვარული, ასევე მეგობრების და კოლეგების ნდობა დაკარგოთ. ყველაფერი ეს კი შეიძლება საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების ურწმუნოებით მოხდეს.

სურათი 6

თუ არჩევანი ბოლო სურათზე გააკეთეთ, ახლა თქვენთვის ყველაზე არასაიმედო თანამგზავრია ძალაუფლება, ქონება და იღბალი. მხოლოდ იღბლის იმედზე არ უნდა იყოთ, რადგან ბედმა ზურგი შეგაქციათ და ახლა თქვენი დახმარების სურვილი არ აქვს. ყველაფერი იმიტომ, რომ სხვებს საშინლად ექცევით. მათთან თქვენი დამოკიდებულება შეცვალეთ. პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად თავის შეგრძნებას მოეშვით. არ დაგავიწყდეთ, რომ ფულმა არ უნდა შეგცვალოთ. ყველაფერი ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

დასკვნა:

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ტესტები და მკითხაობა ზუსტად არ უნდა აღიქვათ, რადგან მათ შეიძლება ცხოვრებაში მიმართულება მოგცემთ, დანარჩენი კი თავად უნდა გააკეთოთ.

გისურვებთ, რომ თქვენი სურვილები ახდეს, ხოლო ცხოვრებაში კეთილი და ბედნიერი ხალხი შეგხვდეთ, ზუსტად ისეთები, როგორიც თქვენ ხართ. ჩვენ ხომ სწორედ ისეთ ადამიანებს ვიზიდავთ, როგორიც თავად ვართ.