როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ფენოვანი კერძი ღუმელში

0
1686

ჩვენმა რედაქციამ ვერ შეზლო ამ რეცეპტის უყურადღებოდ დატოვება და ახლა მას თავის საყვარელ მკითხველებს უზიარებს. ესაა კომბოსტოს ფენოვანი კერძი, რომელიც ღუმელში ცხვება და სრულყოფილად ჩაანაცვლებს ვახშამს.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტო ფარშით

ინგრედიენტები

  • 1 კგ კომბოსტო
  • 800 გ ხორცის ფარში
  • 500 გ კარტოფილი
  • 3 თავი ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 120 მლ რძე
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება

1. პირველ რიგში, მიხედეთ კომბოსტოს. გააცალეთ ზედა ფურცლები, დადგით წყალი ასადუღებლად დიდ ქვაბში. მოათავსეთ ადუღებულ წყალში კომბოსტო მთლიანად და დაელოდეთ, სანამ ფოთლები ღეროს გაშორდება. ხარშეთ გამოყოფილი ფოთლები კიდევ 2 წუთით, ამოიღეთ და დაწურეთ.

2. შემდეგ მოაჭერით კომბოსტოს ფურცლებს მყარი ნაწილები. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, შეწვით გამჭვირვალე ფერამდე.

3. შემდეგ დაუმატეთ ხახვს ფარში და შეწვით ნელ ცეცხლზე.

4. გათალეთ და დახეხეთ კარტოფილი მსხვილად. დაუმატეთ ნახევრადმზა ფარშს, მოაყარეთ მარილი და პილპილი – შიგთავსი მზადაა, უბრალოდ კარგად მოურიეთ.

5. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და რძე.

6. კომბოსტოს ფოთლები დაალაგეთ საცხობ ფორმაში ისე, რომ ფსკერი მთლიანად დაიფაროს, ხოლო ზემოდან გადაანაწილეთ ნახევარი შიგთავსი და მოასხით ათქვეფილი კვერცხისა და რძის მასა. მეორე ფენა იმავე თანმიმდევრობით გააკეთეთ და დააფარეთ ისევ კომბოსტოს ფურცლები.

სულ ბოლოს, გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, წაუსვით კერძს არაჟანი და შედგით საცხობად 40 წუთით.

გამომცხვარი კომბოსტო ფარშით – ეს უბრალოდ დაუჯერებელი გემრიელობაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. კერძი იდეალურია ოჯახური და მეგობრული ვახშმისთვის, როცა სუფრა დიდი კამპანიისთვისაა გასაწყობი.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი