ფენოვანი ცომი: რეცეპტი ნებისმიერი შემთხვევისთვის

1428

ბევრი დიასახლისი ერიდება ფენოვანი ცომის მომზადებას, რადგან თვლიან, რომ ეს ხანგრძლივი და მოსაბეზრებელი საქმეა. რა თქმა უნდა: უნდა მოზილოთ, გააბრტყელო, შემდეგ დაალაგოთ ფენებად… თუმცა, ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება უფრო მარტივად, სულ 10 წუთში. გჯერათ? მაშინ ახლავე ნახეთ რეცეპტი.

Vivien.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ფენოვანი ცომის მარტივ რეცეპტს.

ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები

  • 200 გ მარგარინი
  • 1 კვერცხი
  • 100 მლ არაჟანი
  • 350 გ ფქვილი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. შეაზილეთ ფქვილი მარგარინს, სანამ მცირე მარცვლებს არ მიიღებთ.

2. დაუმატეთ ამ მასას კვერცხის გულიც.

3. სულ ბოლოს დაუმატეთ არაჟანი. თუ არაჟანი არ გაქვთ, შეგიძლიათ კეფირის გამოყენებაც.

4. ახლა მოზილეთ ცომი. უნდა გამოვიდეს ელასტიური და რბილი მასა. თუ იგი ძალიან სქელია, დაუმატეთ არაჟანი, ხოლო თუ ხელებზე გეწებებათ, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. შედგით ცომი მაცივარში.

5. მაშ ასე, ცომი მზადაა. ახლა ისღა დაგრჩენიათ, მისგან მოამზადოთ სასურველი კერძი. მე, მაგალითად, მიყვარს ფენოვანი ხაჭაპურების მომზადება.

ასეთი ხრაშუნა კერძი მომენტალურად იჭმება, რადგან იგი ძალიან გემრიელი გამოდის.  შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსის გამოყენება, სრულიად განსხვავებული კერძების მოსამზადებლად.