რა უნდა იცოდეთ პირდაპირი და გამჭრიახი მორიელების შესახებ

2183

ისე მოხდა, რომ ირგვლივ სულ მორიელები მახვევია. ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და უფროსიც კი – ყველა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ. ბევრი მათ იმპულსურ, თავშეუკავებელ ადამიანებად მიიჩნევს, რომელთაც გვერდი უნდა აუაროთ. ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს, მაგრამ მერწმუნეთ ამ ადამიანების შესახებ კიდევ ბევრი რამ არ იცით/ მათ შიგნით მთელი სამყარო აქვთ.

„ვივიენი“ მორიელის მთავარი თვისებების შესახებ 10 ფაქტს გიამბობთ, რაც მათ მიმართ თქვენს ურთიერთობას შეცვლის.

© Depositphotos

მორიელის ხასიათი

1. პირდაპირი და გულწრფელი

დიახ, ისინი ასეთები არიან. მორიელს წინ და უკან სიარული არ უყვარს, მთელ სიმართლეს სახეში პირდაპირ გეტყვით. ეს ცუდი თვისება არაა. ისინი ყოველთვის გულწრფელად და პირდაპირ გიპასუხებენ. მათ ფარისევლებს ვერ უწოდებთ. შესაძლოა, ზოგჯერ უხეშები არიან, მაგრამ სიმართლე ყოველთვის სასიამოვნო არაა.

© Depositphotos

2. ყველაფერი ახსოვს

მორიელის ის მხარე, რომელიც შეუძლებელია არ ახსენოთ. მათ ბოროტად დამახსოვრება უყვართ, თქვენს მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა და წყენა ახსოვთ. ერთ მშვენიერ დღეს სამაგიეროს გადაგიხდით და ყველაფერს შეგახსენებთ. ამას უბრალოდ უნდა შეეგუოთ.

© Depositphotos

3. ყველაფერში მაქსიმალისტია

მორიელს მცირედი არასდროს აკმაყოფილებს, ყოველთვის უფრო მეტისკენ მიისწრაფვის. მათი მაქსიმალიზმი ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. ადამიანებიდან, ცხოვრებიდან და სამსახურიდან საუკეთესოს მიღება სურთ. ამით მიზანდასახულები ჩანან და ეს უფრო დადებითი თვისებაა.

© Depositphotos

4. შესანიშნავი ინტუიცია აქვთ

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გამჭოლი თვალით გიყურებთ. მათ ზებუნებრივი ინტუიცია აქვთ, რაღაც მომენტში მომავლის გამოცნობაც შეუძლიათ. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით, ვერ მიხვდებით, თუ ეს ფაქტი რამდენად მართალია.

© Depositphotos

5. შეუღწევადი და იდუმალი

ერთი შეხედვით მორიელი ხელთ მოუხელთებელი მხიარულების მოყვარულია. თუმცა გარეგნულად ვერასდროს მიხვდებით, თუ მათ სულში რა ხდება. მაშინაც კი, თუ სულში ქარიშხალი ტრიალებს, გარეგნულად არ შეიმჩნევს. მხოლოდ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა იციან, თუ რა ემოციებს მალავენ.

© Depositphotos

6. რისკი კეთილშობილური საქმეა

მათ აქტიური დასვენება მოსწონთ, მზად არიან ახალი მწვერვალები დაიპყრონ ან ტროპიკული ტყე შეისწავლონ. რაც უფრო სახიფათოა, მით უკეთესი. ადრენალინის მოზღვავების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ასე თავს ცოცხლად გრძნობენ.

© Depositphotos

7. კრეატიულები და ნიჭიერები

მორიელებს უჩვეულოდ საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ და ამ სამყაროს სხვებისთვის გაზიარება უყვართ. ხშირად ეს შემოქმედებით ვლინდება. ასევე ძალიან ხშირად რაიმე სახის ნიჭი აქვთ. მათ ძალიან კარგი გემოვნება აქვთ, სამყაროს ყველა ფერში ხედავენ და ამის სიტყვებით ან საღებავებით გამოხატვა უყვართ.

© Depositphotos

8. ვნებიანი და მიმზიდველი

მოსიყვარულე მორიელი ბობოქარი გრძნობებით გაგაოცებთ. მერწმუნეთ, თუ შეუყვარდით, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ: ეჭვიანობა, ვნება, სიყვარული და უხეში ჟესტები. სამაგიეროდ, მათთან არასდროს მოიწყენთ.

© Depositphotos

9. გამჭრიახი და მხიარული

მორიელი კომპანიის სული და გულია. მარაგში რამდენიმე ანეგდოტი ან საინტერესო ისტორია ყოველთვის აქვთ, მათთან არასდროს მოიწყენთ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათ იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვთ.

© Depositphotos

10. მუდმივად ბრძოლაში

მორიელი მთელ ცხოვრებას ბრძოლაში ატარებს: სამყაროსთან, სხვა ხალხთან და საკუთარ თავთანაც კი. ამ ბრძოლაში მათი სული კაჟდება და იდეალისკენ სწრაფვას იწყებს. ისინი ვერ იტანენ, როცა რაღაცაში სრულყოფილები არ არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაამარცხოს და საუკეთესო გახდეს.

© Depositphotos

დამეთანხმეთ, აქ ბევრი ისეთი ფაქტია, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ. ისე ხდება, რომ ზოდიაქოს ნიშნების ირგვლივ სტერეოტიპები იქმნება, რომლისაც ყველას სჯერა. სტერეოტიპებით ადამიანის განსჯა საკმაოდ ზედაპირულია. როცა ადამიანს უკეთ გაიცნობთ, მასში ყველაზე უჩვეულო მხარეს დაინახავთ.