სერიოზული დაავადებების დროს არაქისი მოგევლინებათ მაშველად, მიწის თხილის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები.

4884
Photo by Tom Hermans on Unsplash & wikipedia.org

ყველასთვის საყვარელი მიწისთხილი სამკურნალო მიზნით გამოიყენება. ნედლი ან ოდნავ შემწვარი სახით რეკომენდებულია ჰემოფილიის დროს სისხლდენის შესაჩერებლად.არაქისი ექსუდაციური დიათეზის მქონე ბავშვებისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით ეფექტურია ჰემორაგიული დიათეზის დროს – სისხლის დაავადებები, რომლის დროსაც მისი შედედების მკვეთრად შემცირება და მრავალჯერადი სისხლჩაქცევა აღინიშნება.მასში 35 %-ზე მეტი ცილა და დაახლოებით 50% ცხიმი შედის, ქოლესტერინი საერთოდ არ გვხვდება.არაქისის ცილებს ამინომჟავების ოპტიმალური თანაფარდობა ახასიათებთ, ამიტომ ორგანიზმი კარგად ითვისებს. მასში მდებარე ცხიმებს მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება გააჩნია და წყლულოვანი დაავადების და გასტრიტის დროს სასარგებლოა. არაქისის გამოყენება მეხსიერებას და ყურადღებას, სმენას აუმჯობესებს, პოტენციას ზრდის, ნერვული სისტემის, გულის, ღვიძლის და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციებს არეგულირებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ფოლიუმის მჟავა უჯრედების განახლებას ხელს უწყობს.

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ არაქისი ძალიან ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს – ნივთიერებას, რომელიც უჯრედებს მავნე თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, ანუ დაბერებას აფერხებს.არაქისში მაქსიმალური ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია პოლიფენოლს – ნაერთს, რომელიც ქიმიური შემადგენლობით წითელი ღვინის ანტიოქსიდანტურ კომპონენტს ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ეს კომპონენტები გულის, იშემიური დაავადების, სისხლძარღვების, ათეროსკლეროზის, ადრეული დაბერების, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკაში გვეხმარება.

სხვათაშორის, შემწვარ არაქისში 25%-ით უფრო მეტი პოლიფენოლია, ვიდრე ნედლში. არაქისის ანტიოქსიდანტური მოქმედების სხვა პროდუქტებთან შედარებისას გაირკვა, რომ ის მაყვლის და მარწყვის რიგშია და მხოლოდ ბროწეულს ჩამორჩება, რომელიც ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას შეიცავს.

  • გაზრდილი ნერვული დაძაბულობის დროს არაქისს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, უძილობის, ძალების დაკარგვის დროს დაგეხმარებათ, ასევე ადამიანის სასქესო პოტენციას ზრდის.
  • არაქისის ზეთი ჩირქოვანი და რთულად შესახორცებელი ჭრილობის დროს ხშირად გამოიყენება.
  • თითოეულმა ადამიანმა თავისი სამკურნალო საშუალება, თავისი დოზა უნდა იპოვოს და არ უნდა იმკურნალოს ისე, როგორც ოფიციალური მედიცინა გვირჩევს – ყველაფერი 1 მედიკამენტით. მაგალითად, არაქისის დახმარებით შეგიძლიათ სისხლში შაქრის დონე დაარეგულიროთ. 0,5 ჭიქა ნედლ არაქისს ძმარი დაასხით, 1 კვირა დააყენეთ და 1 კაკალი დილა-საღამოს შეჭამეთ. შაქარი ნორმას დაუბრუნდება. დიაბეტის დროს უფრო მეტი არაქისის ჭამა არ შეიძლება, ამას საპირისპირო ეფექტი ექნება!
  • თუ ჯანსაღი ადამიანი ერთის ნაცვლად 10 არაქისს შეჭამს, ასე ჰიპერტონიის დროს წნევის დარეგულირებას შეძლებს. სამკურნალოდ ნედლი კაკალი აიღეთ, რომელსაც დაზიანებული ფენა არ აქვს. ცელოფანში არ შეფუთოთ, სჯობს კანგაცლილი გამოიყენოთ.
  • ეს რეცეპტი მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის დროს დაგეხმარებათ. მდუღარე წყლით სავსე ქვაბში 50 გრ არაქისი, უნაბის (ჩინური ფინიკი) ახალი კენკრა და შაქარი ჩაყარეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთით ხარშეთ. ნახარში გააგრილეთ და ძილის წინ მოხარშული არაქისი და უნაბის კენკრა შეჭამეთ, ნახარში დააყოლეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
  • ჰემოფილიის დროს (დაავადება, რომელსაც სისხლის შედედების მკვეთრი შემცირება ახასიათებს) არაქისი დაგეხმარებათ. 150-250 გრ ახალი არაქისი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, მიღებული მასა 3 თანაბარ ნაწილად გაყავით. დღეში 3-ჯერ თითო პორცია შეჭამეთ. ჭამის წინ მიიღეთ. სისხლის შედედების გასაუმჯობესებლად ყოველდღე ჭამამდე 1 საათით ადრე 50-200 გრ ნედლი ნაყოფი შეჭამეთ ან დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ 1 ს/კ სააფთიაქო არაქისის ზეთი დალიეთ. თუ ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს, მის სამკურნალოდ არაქისი შეიძინეთ, გაასუფთავეთ და ბავშვს ნედლი არაქისი დღეში 1-3-ჯერ მიეცით, ნახევარი ლიტრი ქილა უნდა შეჭამოს.

უკუჩვენება

  • არაქისი ჰერპესის დროს უკუჩვენებულია.
  • არაქისით გატაცება თრომბოზის და თრომბოფლებიტების დროს არ ღირს.
  • არაქისი მდიდარია პურინებით. თირკმლებსა და შარდის ბუშტში ქვიშის, ასევე შარდში კრისტალური კალციუმის ოქსალატის მაღალი რისკის დროს ფრთხილად უნდა იყოს.
  • დაობებული კაკალი ძალიან სახიფათოა – მისმა გამოყენებამ მკურნალობა შეიძლება ნულზე დაიყვანოს და კიდევ უფრო მეტი სისხლდენა გამოიწვიოს.