ნიღაბი დიდებული გამაახალგაზრდავებელი (დამჭიმი) ეფექტით.

8075

1. დიდებული გამაახალგაზრდავებელ(გადამჭიმ) ეფექტს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სალონურ პროცედურებს შეგიძლიათ მიაღწიოთ მომენტალური მოქმედების მქონე ნიღაბით 1 ჩაის კოვზი კრახმალის და ერთი მწიკვი ბანანის რბილობის გამოყენებით. ინგრედიენტები უნდა გადაურიოთ, წაისვათ სახეზე და დეკოლტეს არეზე 20-25 წუთით. დაელოდოთ ნიღაბის გაშრობას და ცამოიბანოთ.

2. სახის კანის გასაახალგაზრდავებლად, ტონიზირებისთვის გამოგადგებათ ნიღაბი 1 ლიმონის წვენით, 1 ჩაის კოვზი თაფლით და 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხით. ჩაატარეთ იგივე პროცედურები და გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით. ვარიანტი თიხის გამოყენებით კიდევ უფრო მიმზიდველი მეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თიხას არა მხოლოდ დამჭიმი ეფექტი არამედ ანტიბაქტერიალური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. სიწითლეები და მცირე დეფექტები თქვენს კანზე მარტივად გაქრება.

3. მესამე ნიღაბის დასამზადებლად, რომელიც დაღლილობის კვალის მოხსნაში დაგეხმარებათ, დაგჭირდება 1 კვერცხის ცილა (ის შესანიშნავად ჭიმავს კანს, ავიწროებს ფორებს), თითო ჩაის კოვზი საბავშვო ტალკი,ლიმონის წვენი და დავუმატოთ რამოდენიმე წვეთი პიტნის(მენთოლის) ზეთი.

უმჯობესი იქნება თუ ამ ნიღბებს მორიგეობით გამოიყენებთ 3-4 დღის ინტერვალით.