გრადუირებული კარე – გარეგნობის შეცვლის შესანიშნავი მეთოდი! 20 მოდური ვარიანტი

39844

ადრე თუ გვიან ყველას გარეგნობის კარდინალურად შეცვლა, თამამი და უჩვეულო სტილის მორგება სურს. ამ ამოცანას კი ყველაზე უკეთ ვარცხნილობის შეცვლა გაუმკლავდება. ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება კი გრადუირებული კარეა. ეს ვარცხნილობა საშუალო და მოკლე სიგრძის თმას უხდება, ამასთან ძალიან მოდურად და უჩვეულოდ გამოიყურება.

გრადუირებული კარე საშუალო სიგრძის თმისთვის

20 თამამი გადაწყვეტილება

1. რა არის გრადუირებული კარე?

პირველ რიგში, გავარკვიოთ თუ რა არის გრადუირებული კარე. ამ ვარცხნილობას შეიძლება ორი საბაზისო ვარცხნილობის, კასკადის და კლასიკური კარეს, მიქსი ვუწოდოთ. ვარცხნილობა ჩვეულებრივი კარესგან კიბის ფორმის გადაჭრილი ხაზით განსხვავდება. გრადუირებული კარე როგორც გამოხატული, ასევე ნაკლებად შესამჩნევი შეიძლება იყოს.

კლასიკური კარეს მკაცრი ფორმა ყველა გოგოს არ უხდება, მაგრამ გრადუირებული კარე ექსპერიმენტების საშუალებას გაძლევთ. ვარცხნილობა თითქმის ყველას უხდება, მთავარია – სწორი ფორმა და დავარცხნის სტილი შეარჩიოთ..

2. გრადუირებული კარე დაგრძელებით

ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ვარიანტი საშუალო სიგრძის თმისთვის.

დაგრძელების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთაგან შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც თქვენი სახის ნაკვთებს და თმის ტიპს ხაზს გაუსვამს. შეგიძლიათ კეფა უფრო გააშიშვილოთ, ხოლო ხვეულები დააგრძელოთ. ვარცხნილობა როგორც სწორ, ასევე ტალღოვან თმას მოუხდება.

3. მოკლე გრადუირებული კარე

გრადუირებული კარე საშუალო სიგრძის თმას შესანიშნავად უხდება, მაგრამ მოკლე თმაზე ნაკლებად მოდური და თამამი არაა. მთავარია აქცენტის სწორად გაკეთება იცოდეთ.

მოკლე გრადუირებული კარე კეფას ბოლომდე აშიშვლებს, ხოლო გვერდითა ხვეულები შეგიძლიათ დაგრძელებული დატოვოთ. მათი ოპტიმალური სიგრძე ყვრიმალის ძვალამდე.

გარეგნობა ვარცხნილობის გამოსახულებას ქმნის, რომელიც კისრის ხაზზე აქცენტს აკეთებს და სახის ოვალს გამოხატულს ხდის.

4. გრადუირებული კარეს დავარცხნა

ამ ვარცხნილობის კიდევ ერთი უდაოდ დადებითი მხარე – დავარცხნის სიმარტივე. ვარცხნილობა ლამაზი რომ იყო, ცოტა სტაილინგი, ასევე პლოიკა დაგჭირდებათ, რომელთა დახმარებით თმა სწორი და გლუვი გახდება.

ასევე სავარცხელი ჯაგრისი ნატურალური კბილებით დაგჭირდებათ, რომელიც თმას ბრწყინვალებას შემატებს.

ამ ვარცხნილობაზე ექსპერიმენტების გაკეთება შეგიძლიათ და ეს მარტივია მაშინაც კი, თუ პროფესიონალი არ ხართ. მაგალითად, საღამოს სტილისთვის შეგიძლიათ ელეგანტური ხვეულები შეარჩიოთ ან თმა დატალღოთ. ამ ვარცხნილობით ყოველთვის შეუდარებელი იქნებით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.