ალოეს წვენი – სწრაფი წმენდა შლაკებისგან: 7 კგ-მდე ნარჩენი მხოლოდ 10 დღეში გამოვა

6968

სიცოცხლის მანძილზე, საშუალოსტატისტიკური ადამიანის ორგანიზმი 100 ტონა საკვებსა და 40 000 ლ სითხეს ამუშავებს. ამ ყველაფრის გადამუშავებისას, იგი საკვებს მკვებავ და ნარჩენ ნაწილებად ყოფს. უკანასკნელი მიემართება მსხვილ ნაწლავში, რომლის მისიაც ორგანიზმის გადამუშავებული “ნაგვისგან” გათავისუფლებაა. თუმცა, მოხმარებულ მძიმე საკვებში ქარსებული მავნე დანამატები მსხვილ ნაწლავს ამ მისიას ურთულებს, შედეგად კი შლაკები გროვდება.

ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნებისმიერი მივა შემდეგ დასკვნამდე: რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თანაც ახლავე. იმისათვის, რომ ნარჩენები სისხლს არ წამლავდეს და ჯანმრთელობას არ ვნებდეს, ჩართეთ რაციონში ალოეს განსაკუთრებული სასმელი. მას აქვს ძალიან მსუბუქი, კუჭისამშლელი ეფექტი და მისი მიღების შემდეგ ეს პირველი შედეგი იქნება. მართალია, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აბის მიღება, თუმცა, იგი ვერ გაუმკლავდება მრავალ სხვა თანმხლებ პრობლემას.

ალოე ვერა და B12

მცენარის ფოთლები დიდი რაოდენობით ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, თუმცა, B12 მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სამკურნალო და საკვებ მცენარეებს შორის, იგი ძალიან იშვიათად გვხვდება. ჩვენი წინაპრები ალოეს გამომშრალ წვენს – საბურს იყენებდნენ, როგორც შესანიშნავი კუჭისამშლელი საშუალება.

ალოეს ფოთლების ნაყენი, შერეული ღვინოსთან და თაფლთან, ეხმარებოდა მათ დისპეპსიის, კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს. ჯანმრთელი ადამიანებიც კი რეგულარულად იღებდნენ 1 ჩ.კ. ალოეს წვენს ჭამამდე 30 წუთით ადრე, იმუნიტეტისა და ორგანიზმის რეზისტენტულობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. თუ ჩვენს წინაპრებს ყველაფერი გამოსდიოდათ, თქვენც გამოგივათ.

დეტოქსიკაცია ალოეს დახმარებით

გამჭვირვალე გელი – ამ მცენარის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. არ გამოიყენოთ ფოთლის ზედაპირი არც კოსმეტიკური, არც გაწმენდის მიზნებით: იგი მწარეა, იწვევს გაღიზიანებას, სპაზმებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გამოყენებამდე აუცილებლად გაიწმიდეთ კანი. ასეთი გელით დამზადებული ნაყენი აუმჯობესებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას.

  • აუმჯობესებს მკვებავი ნივთიერებების ათვისებას;
  • არეგულირებს განავალს;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
  • გვეხმარება გახდომაში;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას;
  • გვავსებს ენერგიით.

აგრეთვე, სრული კურსი 10 დღეში გამოიტანს ქვიშას ორგანიზმიდან და ხელს შეუშლის თირკმლებში კენჭების გაჩენას. საითაც არ უნდა გაიხედოთ, მხოლოდ სარგებელს დაინახავთ, თანაც ძალიან იაფად. მხოლოდ ერთი კითხვა: როგორ მოვამზადოთ ასეთი მეგასასარგებლო საშუალება?

მხოლოდ 3 ინგრედიენტი

გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ: ლიმონი, ალოეს 10 ფოთოლი და თაფლი. ალოე არბილებს ლიმონმჟავას მოქმედებას. თუ მაინც შიშობთ, რომ სასმელი გულძმარვას გამოიწვევს, დაუმატეთ რამდენიმე ს.კ. წყალი.

მომზადება

  1. გააცალეთ ალოეს გელს ლორწო. უნდა დაგრჩეთ მხოლოდ გამჭვირვალე რბილობი. ათქვიფეთ გელი ბლენდერში.
  2. დაუმატეთ მას 1 ლიმონის წვენი და 1 ს.კ. თხევადი თაფლი.
  3. დაყავით ეს მასა 2 ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები: ეცადეთ, სასმელი საღამოს 7 საათამდე მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უძილობას გამოიწვევს. ექიმები, ასევე, არ გვირჩევენ ამ საშუალების მიღებას, თუ ღვიძლის დაავადება, ჰიპერტონია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ძალიან მწვავე გაღიზიანება გაქვთ.

ყოველთვის შეგიძლიათ, მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ამისთვის, გარდა 10-დღიანი გამწმენდი კურსისა, ალოეს წვენი სახის კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.