ვინ და რატომ უნდა მიირთვას სელის თესლი

1
828

სელის თესლს შეუძლია რადიაციისგან დაგვიცავს.

რით არის სასარგებლო სელის თესლი

ეს წვრილი მუქი ყავისფერი თესლი დიეტური კვების ერთ-ერთი ნაწილია. ის დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს – უჯრედისებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს.

აი, 8 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ 1 ს/კ (10 გრ) სელის თესლი ყოველდღიურად.

1. თქვენ გულის ჯანმრთელობას გააძლიერებთ

1 ჩ/კ (2,5 გრ) სელის თესლი 700 გრამამდე ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, კერძოდ ალფა-ლინოლენურ მჟავას შეიცავს. ეს სელის თესლს ომეგა 3-ის შემცველობით ყველა მცენარეულ პროდუქტებს შორის რეკორდსმენს ხდის.

კვლევებმა აჩვენა, რომ ალფა-ლინოლენური მჟავის რეგულარული გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე ინსულტის კარგ პროფილაქტიკას წარმოადგენს.

2. “ცუდი“ ქოლესტერინის დონის შეამცირებთ

იმავე ალფა-ლინოლენური მჟავის და უჯრედისის კომბინაციით ქოლესტერინის დონეს შეამცირებთ. უფრო ზუსტად „ცუდ“ ქოლესტერინს, რომელიც სისხლძარღვების შიდა ზედაპირზე ილექება და სისხლის მიმოქცევას აფერხებს.

3. არტერიულ წნევას შეამცირებთ

ერთ-ერთ კვლევაში პაციენტებს, რომლებსაც ჰიპერტონია აწუხებდათ, 6 თვის განმავლობაში ყოველდღე 3 ს/კ დაფქულ სელის თესლს აძლევდნენ. შედეგი: პროგრამაში მონაწილეებს წნევა 7-10 პუნქტით შეუმცირდათ.

4. სისხლში შაქრის დონეს შეამცირებთ

სელის თესლში შემავალი უჯრედისი სისხლში შაქრის გამოყოფას ამცირებს. ასე გლუკოზის დონე მცირდება. ეს კვლევებმა დაადასტურა.

მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები ყოველდღე 1-2 ს/კ სელის დაფქულ თესლს იღებდნენ. 1 თვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სისხლში შაქრის დონე 8-20 %-ით შემცირდა.

5. მენსტრუაციის დროს მკერდის ტკივილს მოიშორებთ

მასტალგიის მოსაშორებლად, რომელიც მენსტრუაციის ციკლის დაწყებას უკავშირდება, საკმარისია სელის თესლი მქონე ფუნთუშა ყოველდღე, 3 თვის განმავლობაში მიირთვათ, ან ყოველდღე 2-3 ს/კ სელის ფხვნილი 2 თვის განმავლობაში მიიღოთ.

6. წონის გაკონტროლება გაგიადვილდებათ

სელის თესლში შემავალი საკვები ბოჭკოები მადას აქვეითებს.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა: თუ დილით „სელის სასმელს“ (თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ დაფქული სელის თესლი) დალევთ, შიმშილის გრძნობას და დღის განმავლობაში მიღებული კალორიების საერთო რაოდენობას შეამცირებთ.

7. სიმსივნის რისკს შეამცირებთ

არსებობს მონაცემები, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა ონკოლოგიური უჯრედების ზრდას აფერხებს. სელის თესლი სხვა ძლიერ სიმსივნის საწინააღმდეგო ელემენტს, ლიგნანებსაც შეიცავს.

ასე მცენარეულ ანტიოქსიდანტურ ნაერთს ეწოდება. მას ანტიანგიოგენური ეფექტი აქვს – სიმსივნეს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის, ანუ განვითარების და კვების საშუალებას არ აძლევს.

სელის თესლი 800-ჯერ უფრო მეტ ლიგნანს შეიცავს, ვიდრე სხვა პროდუქტი.

სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები ექსპერიმენტებითაც დამტკიცებულია. ერთ-ერთ კვლევაში დაადგინეს, რომ სელის თესლის მოხმარება სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიური ცვლილებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ხოლო სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროდუქტი პროსტატის სიმსივნეს ებრძვის.

8. რადიაციისგან დაცვის დონეს ზრდის

ლიგნანების ეს თვისება ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზეა შემოწმებული, თუმცა შედეგები გამაოგნებელია. ლაბორატორიული ცხოველები, რომლებიც ყოველდღე სელის თესლს მოიხმარდნენ, რადიაციის მიმართ უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ. ისინი უფრო მეტად გამძლეები იყვნენ, ვიდრე ის თაგვები, რომლებიც სელის თესლს არ მოიხმარდნენ. დამატებით ანთება ნაკლებად ემართებოდათ.

ეს პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისება არაა. არსებობს მოსაზრება, რომ სელი ასთმას ამსუბუქებს და შინაგან ანთებას ებრძვის. დღეს სელის თესლის შესასწავლად აქტიური კვლევები მიმდინარეობს.

რით და ვისთვის შეიძლება იყოს სელის თესლი საზიანო

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, თუ სელის თესლი დღიური რაციონის 12%-ს შეადგენს, ეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არაა.

თუ მას ჭარბად მიიღებთ, მოსალოდნელია გვერდითი ეფექტები:

  • მუცლის შებერილობა, აირების დაგროვება;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ყაბზობა ან დიარეა;

ზოგიერთი ადამიანისთვის სელის თესლის მიღებისას ფრთხილად უნდა იყოს. ესენია:

  • ორსული და მეძუძურე ქალები. თესლში შემავალი ფიტოესტროგენების ორსულობასა და ძუძუთი კვებაზე გავლენა ბოლომდე შესწავლილი არაა.
  • ნაწლავის გაუმტარობის პრობლემის მქონე ადამიანები;
  • მათ, ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აქვთ ან ვინც, სისხლის გამათხელებელ მედიკამენტს სვამს. თეორიაში სელის თესლის მიღება შეიძლება, მაგრამ მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.
  • ჰიპოტონიკები. სელის თესლში შემავალი ნივთიერება წნევას დამატებით ამცირებს.

როგორ მივიღოთ სელის თესლი

რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი არსებობს.

  • თესლი დაქუცმაცებული სახით მიირთვით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადაუმუშავებელი მოხვდება.
  • შემწვარი თესლი გამოიყენეთ. არსებობს მონაცემები, რომ ნედლი ან მოუმწიფებელი თესლი შეიძლება ტოქსიკური იყოს.
  • შესაძლებლობის მიხედვით წყალი, კომპოტი, წვენი ან სხვა სითხე დაამატეთ. ასე მუცლის შებერილობის და ყაბზობის ალბათობა შემცირდება.

აი, სელის თესლის ყოველდღიურ რაციონში გამოყენების რამდენიმე მეთოდი:

  • სელის თესლი ყავის საფქვავში დაფქვით და 1-2 ჩ/კ ყოველდღე მიირთვით. დღის მონაკვეთზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სჯობს საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვათ.
  • 1-2 ჩ/კ თბილ წყალში გახსენით და მიღებული სელის კოქტეილი დალიეთ.
  • სელის ფხვნილი ნებისმიერ იოგურტს ან სმუზს გასასქელებლად დაუმატეთ.
  • შეგიძლიათ კოტლეტის ფარშს, ან პურის ცომს დაფქული თესლი დაუმატოთ.
Loading...

1 ცომენტარი

  1. სელის თესლი კარგია,გააჩნია სელის სახეობას;ზოგიერთი ფერის სელის თესლის მიღება იწვევს იმპოტენციასო,ერთერთ სამედიცინო გადაცემაში მოვისმინე;შეასწორეთ ეს პოსტი

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი