აი, როგორ უნდა გაწელოთ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ და ფეხის კანს გიხეხავთ

0
628

ჩვენ, ქალებს, ფეხსაცმელები ძალიან გვიყვარს. განსაკუთრებით, ფასდაკლებებზე შეძენა გვიყვარს. ვგიჟდებით. ზოგჯერ შეიძლება ისეთი ფეხსაცმელი მოგვეწონოს, რომელიც კომფორტული არაა, მაგრამ მაინც ვყიდულობთ.

საშუალოდ ერთ ქალს 26 (!) წყვილი ფეხსაცმელი აქვს. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რეალურად რამდენ ფეხსაცმელს იყენებთ?

ბევრი ფეხსაცმელი უბრალოდ კარადაში გვიდევს და მტვრიანდება, რადგან მათი ტარება არც ისე კომფორტული აღმოჩნდა, როგორც გვეგონა. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ? უნდა გადააგდოთ?

არა! „ვივიენი“ გაგაცნობთ მარტივ მეთოდს, თუ როგორ გაწელოთ ფეხსაცმელი ისე, რომ ფეხზე იდეალურად მოგერგოთ.

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 პაკეტი წყლის გასაყინად
  • წყალი
  • საყინულე

აი, როგორ უნდა მოიქცეთ:

  1. პაკეტები წყლით ნახევრად აავსეთ და ფეხსაცმელში რაც შეიძლება ღრმად ჩადეთ.
  2. ახლა ფეხსაცმელი საყინულეში შედგით და წყლის გაყინვას დაელოდეთ.
  3. საყინულიდან გამოიღეთ და ყინულს 20 წუთით გალღობის დრო მიეცით. ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმელი გაიწელება და აღარ მოგიჭერთ!

უფრო დეტალურად შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ:

ფეხსაცმლის გასაწელად სხვა მეთოდების შესახებ იცით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი