5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სხვების აზრი საერთოდ არ აინტერესებთ

2828

ცხოვრება შეიძლება ძალიან სტრესული იყოს და ამ დროს სტრესის დასაბალანსებლად ერთ-ერთი მეთოდი მასზე რეაგირების არ ქონაა. ზოდიაქოს ამ ნიშნებს საკუთარი თავის იდეალურად გაკონტროლება შეუძლიათ. შიგნით რაც არ უნდა ხდებოდეს, გარეგნულად აბსოლუტურად ცივსისხლიანად გამოიყურებიან.

იუმორის კარგი გრძნობა ასევე დაგეხმარებათ. ნებისმიერ სიტუაციაში კომიკური მხარის დანახვა დაძაბულობას განმუხტავს. ადამიანები ხშირად არ ბრაზდებიან და არ სწყინთ სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი კომიკური ელემენტის დანახვა შეუძლიათ.

ცივსისხლიან ადამიანებს საკუთარ თავზე ნეგატიური საუბრების უფრო პოზიტიურად და პროდუქტიულად გადაქცევა შეუძლიათ. უფრო მეტს ფიქრობენ ბედნიერების გამოხატვაზე, ვიდრე საკუთარ თავში თავდაუჯერებლობის გამოვლენაზე.

ეს ადამიანები აწმყოთი ცხოვრებას ცდილობენ და წარსულს არ ებღაუჭებიან. საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და წარუმატებლობას, როგორც გამოუსწორებელ საქმეს, არასდროს განიხილავენ. არ წუხან იმ საკითხებზე, რომელთა გამოსწორებაც არ შეუძლიათ და ასე დარდისგან თავისუფლდებიან.

1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძი არ დარდობს იმ საკითხებზე, რომელთა გამოსწორებაც არ შეუძლია. ფიქრობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რა მოუტანს კარგ ცვლილებებს. ყველა ვერძი უპირატესობას მოქმედებას ანიჭებს და დროს უსარგებლო ჩივილში არ ხარჯავს.

მაშინაც კი, როცა მოულოდნელი სიტუაცია ხდება, ვერძს გზიდან ვერ გადაახვევინებთ. ის დასახული გეგმით მოქმედებს და არანაირ შფოთვას არ გამოხატავს.

2. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

მიზეზი რის გამოც ტყუპები შეიძლება უემოციო იყოს, იმაში მდგომარეობს, რომ თავისი საქმით არის დაკავებული. სხვა ადამიანების დრამებზე გადართვა საკუთარი მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. ტყუპებს სხვა ადამიანების აზრი არ აინტერესებს, რადგან მათ ავტორიტეტად არ მიიჩნევს.

ისინი სპონტანურები და მოქნილები არიან და პრობლემების ქვეშ არ ტყდებიან. დარწმუნებული იყავით, ის გამოსავალს ყოველთვის იპოვის. ინტელექტის და გამჭრიახობის გამო დიდ სიყვარულსა და აღფრთოვანებას იღებენ, ამიტომ ამ საკითხზე ნერვიულობა არ სჭირდებათ.

3. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ის, რაც სასწორს მიმზიდველს ხდის, მისი უზრუნველი აზროვნება და დიპლომატიური ქცევაა. სასწორს შეუძლია იყოს ცივი და საკუთარ თავს ქცევის შეცვლის უფლება მისცეს. მათ არ სურთ შექმნან პრობლემა იქ, სადაც პრობლემა არაა.

თუ რაიმე აწუხებს, საკუთარ თავს ეუბნება, რომ ამაზე მაშინ დაფიქრდება, როცა პრობლემა ნაკლებად ახალი და თავად ნაკლებად ემოციური იქნება. სასწორი, შესაძლოა, სხვებივით ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე არ იყოს, მაგრამ კონტროლს არ კარგავს და ყოველთვის გაწონასწორებულია.

4. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

რა ხდის მერწყულს უზრუნველს? ის სხვა ადამიანის აზრზე დამოკიდებული არაა. მას მხოლოდ საკუთარი თავის სწამს. მისი თვითშეფასება სხვების ფიქრსა და ქცევაზე დამოკიდებული არასდროსაა.

მერწყულს ზოგჯერ არაემოციურობასა და გულცივობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას გრძნობები არ აქვს. უფრო მეტიც, მას სიყვარული და გრძნობების გამოხატვა შეუძლია, როცა ამის სურვილი აქვს.

5. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსნისთვის კრიტიკას მნიშვნელობა არ აქვს და შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნია. საკუთარ თავს და ბევრ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. როცა არაფერი მნიშვნელოვანი არაა, ცხოვრება უფრო მარტივი ხდება.

ის გულუბრყვილო არაა. მან იცის, რომ უსიამოვნებები ხდება, უბრალოდ სურს, რომ ყურადღება კარგზე გაამახვილოს. ცხოვრებაში სასაცილო და პოზიტიური მომენტები მოძებნეთ და თქვენც უზრუნველი იქნებით.

თქვენ ცხოვრებაში ცივსისხლიანი ხართ?