სილამაზის ხრიკები გოგოებისთვის, რომელთა დახმარებით ცხოვრების გამარტივებას შეძლებთ

5725

ამ სილამაზის ხრიკების დახმარებით თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი გახდება.

  1. ხშირად ისე ხდება, რომ ფრჩხილების შეღებვის შემდეგ შეხვედრაზე სწრაფად გაქცევა გვიწევს. ფრჩხილის ლაქი რაც შეიძლება სწრაფად რომ გააშროთ, ფრჩხილები 3 წუთით ცივ წყალში ჩაყავით. ამ დროში ლაქი სრულად გაშრება.
  2. თუ თვალისთვის ძალიან მყარი ფანქარი შეიძინეთ, რამდენიმე წამით ცეცხლის ალი გადაატარეთ. ასე ფანქარი რბილი გახდება. შეგიძლიათ ეს ხრიკი პომადის გატეხვის დროსაც გამოიყენოთ.
  3. ვარცხნილობას თქვენი საყვარელი სუნამო აპკურეთ და თმას მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო არომატი ექნება.
  4. თუ ზეითუნის ზეთს, თაფლს და ყავისფერ შაქარს აურევთ, ტუჩის ნატურალურ პომადას მიიღებთ.
  5. თუ თვალის ბზინვარე ჩრდილები გაქვთ, რომელსაც აღარ იყენებთ, შეგიძლიათ ფრცხილის ბზინვარე ლაქის სახით გამოიყენოთ. ამისთვის ჩრდილები გამჭვირვალე ლაქს დაუმატეთ.
  6. უხილავები თმაზე კარგად დამაგრებული რომ გქონდეთ, თმის ლაქი შეასხით.
  7. კანის დასატენიანებლად შვრიის, მარწყვის და ზეითუნის ზეთის ნიღაბი გამოგადგებათ. შვრიის ფაფა წყალზე მოხარშეთ, აქვე 3-4 კენკრა და 1 კოვზი ზეთი დაუმატეთ. წინასწარ გაწმენდილ სუფთა კანზე 10-15 წუთით წაისვით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.