ძალიან მარტივი და, ამავდროულად, გენიალური რჩევები სახლის დასალაგებლად

0
3152

1. აბაზანის ძველი ფარდა ახალივით გახდება, თუ გაყვითლებულ და დაბინძურებულ ადგილებს გაწმენდთ წყლისა და წყალბადის ზეჟანგის(1:1) ხსნარით. კბილის ჯაგრისები მიკრობებისგან რომ გაწმინდოთ, ჩაალბეთ 1 საათით ძმარში. შემდეგ კარგად გაავლეთ გამდინარე წყლით. ტანის ჯაგრისები ჩაალბეთ 1 საათით მდუღარე წყლისა და ძმრის(1:1) ხსნარში. შემდეგ კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით და გააშრეთ.

2. აბაზანაში გაჩენილი ნადები, ყვითელი ლაქები და ნაცრისფერი ზედაპირი კარგად იწმინდება წყალბადის ზეჟანგით. მოასხით იგი პულვეზატორის გამოყენებით, გააჩერეთ 30 წუთით და შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ თბილი წყლით. ასევე, აბაზანა მარტივად გაიწმინდება, თუ მას სოდას მოაყრით და რამდენიმე წუთში ძმარს მოასხამთ. ამის შემდეგ, ოდნავ გახეხეთ ზედაპირი ჯაგრისით და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

3. ბინძური უნიტაზი სისუფთავისგან რომ ბრწყინავდეს, გამოიყენეთ მის გასაწმენდად მდოგვის ფხვნილი, ლიმონმჟავა და სიმინდის სახამებელი თანაბარი რაოდენობით.

4. ფილებს შორის ჭრილების გაწმენდა ჩვეულებრივი პარაფინის სანთლითაა შესაძლებელი – ასე მოიშორებთ ობს, მუქ ნადებსა და ბინძურ ნალექს. ამისთვის, სანთლის ბლაგვი მხარე რამდენჯერმე გაატარეთ ჭრილში.

5. კაფელის ფილების გასაწმენდად აიღეთ 15 გ ლიმონმჟავა და გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. მიღებული ხსნარით ჩამორეცხეთ კაფელი და გადაავლეთ სუფთა წყალი. ძალიან ბინძური კედლების შემთხვევაში, შეაშხეფეთ ძმარი, გააჩერეთ 10 წუთით და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. შემდეგ გაწმინდეთ მიკრობოჭკოვანი ხელსახოცით.

6. სარეცხი მანქანა 4 თვეში ერთხელ უნდა გაწმინდოთ. ნადებისა და წყლის ქვის მოსაშორებლად, ფხვნილის დანაყოფში ჩაყარეთ 60 გ ლიმონმჟავა და ჩართეთ მანქანა რეცხვის სრულ ციკლზე, მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურით.

7. გაზქურის იდეალურად გაწმენდაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი საშლელი. ამ საშუალებით პროფესიონალური კლინინგური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ. გაქონილ ქურას მოაწესრიგებთ ლიმონის წვენითა და ლიმონის ნაჭრით. დაწურეთ წვენი, გაწმინდეთ ქურა ლიმონით და გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ გაწმინდეთ ნამიანი ქსოვილით.

8. ღუმელი ცხიმისა და ნამწვრებისგან რომ გაწმინდოთ, ღუმელი გაათბეთ 150 გრადუსზე და გამორთეთ. ქვედა თაროზე მოათავსეთ 1 ლ ცხელი წყალი, ხოლო ზედაზე – 1 ჭიქა ნიშადურის სპირტი. დახურეთ ღუმელის კარი და გააჩერეთ დილამდე. დილით ნიშადურის ჭურჭელს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნებისმიერი სარეცხი საშუალება და 0.5 ჭიქა თბილი წყალი. გაწმინდეთ ღუმელი ღრუბლით.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი