პანაცეა თუ პრობლემა? როგორ ვნებს სმუზი ჯანმრთელობას

896

წვენი, პიურე და სმუზი

ამ ყველაფერს ჩვენ ბოსტნეულის, ხილის, კენკრისა და მწვანილისგან ვიღებთ. ზოგიერთი ადამიანი ვერ ხედავს განსხვავებას წვენს, პიურესა და სმუზის შორის, თუმცა, განსხვავება ნამდვილად არსებობს, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. პიურე მიიღება მხოლოდ პროდუქტის თერმული დამუშავებისა და პიურირების შემდეგ, მიღებულ კერძს კი ვერ დალევთ. წვენი და სმუზი ცივი სახით მიიღება, თუმცა ნებისმიერი წვენი, მათ შორის, ხილის ნაჭრებიანიც კი, საკმაოდ ხელია იმისათვის, რომ საწრუპავი მილით დალიოთ.

სმუზი პიურესა და წვენს შორისაა მოქცეული. ეს რაღაც საშუალო კონსისტენციისა და სისქის სასმელია: საკმაოდ სქელი, წვენთან შედარებით, თუმცა, პიურესგან განსხვავებით, მისი დალევა შესაძლებელია. სწორედ ეს გახდა მისი პოპულარობის სათავეც – როგორც არ უნდა მოინდომოთ, პიურეს ვერ დალევთ ბოთლიდან, სპორტ-დარბაზში ყოფნისას.

ამასთან, სმუზი უფრო ნოყიერია, ვიდრე წვენი, იმიტომაც, რომ მას დანამატების გამოყენებით ამზადებენ, იქნება ეს თხილი, მარცვლები, რძე, ნაღები, ყინული, თაფლი, შაქარი, ნაყინი თუ სანელებლები. პიურესა და წვენებში ასეთი დანამატები იშვიათია: პიურეს ისინი ძალიან ათხელებს, წვენებში კი ფსკერზე ილექება.

აქვე იმალება პირველი საშიშროება: საქმე ისაა, რომ ყველა ხილი და ბოსტნეულიც კი, შეიცავს შაქარს. თავის მხრივ, ეს შაქარი მნიშვნელოვნად არ აზიანებს კბილებს(თითქმის შეუძლებელია იმდენი ხილის ჭამა ერთ ჯერზე, რომ კბილები სერიოზულად დაზიანდეს). თუმცა, სმუზიში შაქრის, თაფლისა და ნაყინის დამატებით, მკვეთრად ართულებთ სიტუაციას.

შაქარს ნეიტრალური pH ბალანსი აქვს, თუმცა იგი კბილებს ათვისების თავისებურებისა და იმ პროდუქტის ხარჯზე აზიანებს, რომლებიც მისი მონელებისას გამოიყოფა. ჩვენი ორგანიზმი შაქარს მხოლოდ კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების დახმარებით ითვისებს. სწორედ კბილებია კალციუმის პირველი წყარო, რომელიც შაქარს გზად ხვდება. იგი, ასევე, შესანიშნავი საკვებია პირის ღრუში დასახლებული ბაქტერიებისთვის. ბაქტერიები, რომლებსაც შაქარი თავიანთი საცხოვრებლისკენ(ლოყები) მიაქვთ, გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც ემალს აზიანებს და იწვევს კარიესს. ამასთან, სმუზიში შაქრის მოცულობა უფრო მეტია, რადგან წვენებსა და პიურეს მას იშვიათად უმატებენ.

როგორ დავიცვათ კბილები სმუზისგან?

სმუზიდან ხილის მჟავების ამოღება შეუძლებელია. ამიტომ, უმჯობესია, ეს სასმელი ზომიერად მოიხმაროთ: იგი ტკბილეულია, თუმცა არ ანაცვლებს ხილს, ბოსტნეულსა და კენკრას. ბავშვებს საერთოდ არ მისცეთ სმუზი, ან მიეცით კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ. ზრდასრულებს უფრო ხშირად შეუძლიათ სმუზის მირთმევა, თუმცა არა ყოველდღე და მითუმეტეს დღეში რამდენჯერმე.

სასმელი მიირთვით დღის პირველ ნახევარში, არ დალიოთ საღამოს, კბილების ბოლოჯერ გახეხვის შემდეგ. არ მოუწყოთ კბილებს შოკური თერაპია – უარი თქვით ყინულის დამატებასა და სმუზის მეტისმეტად გაციებაზე. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: არ დაუმატოთ სასმელს დამატკბობელი – შაქარი, თაფლი, ნაყინი, ზეფირი ან მარციპანი. ასე სასმელს კბილების ვნების გარეშე მიიღებთ.