სიმპტომები და პრობლემები: რას ნიშნავს დარღვევა მენსტრუაციის დროს

2029

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა არის სიტუაცია, რომელსაც ნებისმიერი ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება. რაზე საუბრობს მსგავსი დარღვევა და რომელი ანალიზები გამოავლენს სერიოზულ დარღვევას, ამის შესახებ ლაბორატორია „გემოტესტის“ ექიმი გინეკოლოგი, ოლგა გერასიმოვი ისაუბრებს.

თვიურის არ არსებობა

სიტუაცია, როცა ქალს მენსტრუაცია საერთოდ არ აქვს, ამას ამენორეა ეწოდება. ის შეიძლება იყოს პირველადი – როცა გოგონას პირველი თვიური 15-16 წლის ასაკში არ დაეწყო, ან მეორადი – როცა ციკლის დაწყების შემდეგ თვიური 6 თვით და უფრო მეტი ხნით შეწყდა. ამენორეა დამოუკიდებელი დაავადება არაა, მაგრამ ორგანიზმში სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს: ჰორმონალური, გენეტიკური ან ანატომიური.

როგორ შევამოწმოთ:

  • გაიკეთეთ ანალიზები ესტრადიოლზე, პროლაქტინზე, ფოლიკულ-მასტიმულირებელ და ლუტეინიზირებულ ჰორმონებზე;
  • ანალიზები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე (TSH, T3, T4);
  • მენჯის ღრუში არსებული ორგანოების ექოსკოპია;
  • კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური ოპტიკური სისტემის დახმარებით);
  • კარიოტიპული ანალიზი (ქრომოსომების შესწავლა);

თვიურის დაგვიანება

რამდენიმე დღით ადრე ან გვიან თვიურის დაწყება ნორმალურ მენსტრუაციულ ციკლად ითვლება, ამიტომ დაგვიანებაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა თვიურის დაწყება ერთ კვირაზე მეტხანს გვიანდება. ასეთი დარღვევის მიზეზი ხშირად შარდსასქესო სისტემის ინფექციაა.

სხვა შესაძლო ფაქტორია – ჰორმონალური ფონის დარღვევა: ქალური სასქესო ჰორმონების, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების თანაფარდობა. გარდა ამისა, ორგანიზმში თვიურის გაქრობა შეიძლება შაქრიანი დიაბეტის განვითარებაზე საპასუხო რეაქცია იყოს.

როგორ შევამოწმოთ:

  • სასქესო გზებით გადაცემულ ინფექციებზე ანალიზი (ვირუსი, ქლამიდი, მიკოპლაზმა, პათოგენური კოკი);
  • ანალიზები ესტრადიოლზე, პროლაქტინზე, ფოლიკულ-მასტიმულირებელ და ლუტეინიზირებულ ჰორმონებზე;
  • ანალიზები ჰორმონებზე TSH, T3, T4;
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინის და გლუკოზის დონის შესწავლა;

ძალიან ცოტა სისხლი

მწირი თვიური, რომელიც რამდენიმე კვირის ან ნახევარ წლიანი დაგვიანებით მოდის, საფრთხის შემცველია: ასეთ მდგომარეობას ჰიპომენსტრუაციული სინდრომი ეწოდება და ის შეიძლება ენდოკრინულ დაავადებებზე, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებზე, კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებზე საუბრობდეს.

როგორ შევამოწმოთ:

  • ექოსკოპია მენჯის ღრუს ორგანოებზე;
  • ანალიზები ესტრადიოლზე, პროლაქტინსა და ტესტოტერონზე;
  • ანალიზები ჰორმონებზე TSH, T3, T4;
  • კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური ოპტიკური სისტემის დახმარებით);
  • ციტოლოგიური გამოკვლევა (საშვილოსნოს ყელის უჯრედების მიკროსკოპული გამოკვლევა);

ძალიან ბევრი სისხლი

უხვი თვიური, რომლის დროსაც 80 მლ-ზე მეტი სისხლი გამოიყოფა – ამ რაოდენობის გამოთვლა რთულია, მაგრამ სჯობს გინეკოლოგს ეწვიოთ, თუ სისხლის რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ჰიგიენის საშუალებები მის შეწოვას ვერ ახერხებენ, ან თვიური მოულოდნელად უფრო ინტენსიური გახდა. ასეთი ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ფონი, საშვილოსნოში ანთებითი პროცესები ან საკვერცხეების დისფუნქცია.

როგორ შევამოწმოთ:

  • ანალიზები ესტრადიოლზე, პროლაქტინზე, ფოლიკულ-მასტიმულირებელ ჰორმონზე;
  • ექოსკოპია მენჯის ღრუს ორგანოებზე;
  • კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური ოპტიკური სისტემის დახმარებით);

სისხლი თვიურის დასრულების შემდეგ;

თუ მენსტრუაციულ ციკლს შორის სისხლიანი გამონადენი გაქვთ, საშვილოსნოს გარე ორსულობა და სიმსივნის განვითარება აუცილებლად უნდა გამორიცხოთ. რა თქმა უნდა, სასქესო გზებით გადაცემულ ინფექციებზე გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ.

როგორ შევამოწმოთ:

  • ანალიზები სგგი-ზე (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები);
  • ექოსკოპია მენჯის ღრუს ორგანოებზე;
  • კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური ოპტიკური სისტემის დახმარებით);
  • ციტოლოგიური გამოკვლევა (საშვილოსნოს ყელის უჯრედების მიკროსკოპული გამოკვლევა);

სისხლი სექსის დროს

სისხლიანი გამონადენი სექსის დროს მენსტრუაციულ ციკლთან კავშირში არაა – ის ანთებით პროცესებზე საუბრობს. ამის გამოწვევა სასქესო გზებით გადაცემულ ინფექციებს შეუძლიათ.

როგორ შევამოწმოთ:

  • ანალიზები სგგი-ზე (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები);

შეუჩერებელი სისხლი

თუ თვიური 3-5 დღეზე მეტხანს გრძელდება, არსებობს ალბათობა, რომ ჰორმონალური ფონი დარღვეულია. თუ ხანგრძლივ თვიურს ტკივილი ან სისუსტე ახლავს, შეიძლება მიზეზი სისხლის შედედების სისტემის პრობლემასა და სიმსივნის განვითარებასთან კავშირში იყოს.

როგორ შევამოწმოთ:

  • ანალიზები ესტრადიოლზე, პროლაქტინზე, ფოლიკულ-მასტიმულირებელ და ლუტეინიზირებულ ჰორმონებზე;
  • სისხლის ხარისხის და რაოდენობის მაჩვენებლის (სისხლის საერთო ანალიზი), თრომბოციტების რაოდენობის და სისხლის შედედების დონის გამოკვლევა;
  • კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური ოპტიკური სისტემის დახმარებით);
  • ციტოლოგიური გამოკვლევა (საშვილოსნოს ყელის უჯრედების მიკროსკოპული გამოკვლევა);

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.