9 საზაფხულო აქტივობა, რომლებიც უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ

0
779

ზაფხული სიმსუბუქის დროა. ახალი ბოსტნეული და ხილი ჯანსაღი რაციონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, თბილი ამინდი სიამოვნებისკენ გიზიდავთ, ხოლო მრავალრიცხოვანი საზაფხულო თამაშები და აქტივობები სხეულის ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. „ვივიენმა“ თქვენთვის რამდენიმე საზაფხულო აქტიური სპორტის სახეობა შეარჩია, რომლებიც წონის შემცირებაში დაგეხმარებიან. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ!

სანაპიროზე სირბილი ან სეირნობა

ქვიშიანი სანაპირო დილა-საღამოს სეირნობისთვის შესანიშნავი ადგილია. ერთი და იმავე სიჩქარით მყარ ზედაპირზე სირბილი ორჯერ უფრო ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ქვიშა: 1 საათით მყარ ზედაპირზე სირბილით 328 კალორიას დაწვავთ, ხოლო ქვიშაზე 590-ს.

ნიჩბოსნობა

ნავი ან კანოე იქირავეთ და ტბის, მდინარის ან ზღვის ზედაპირიდან ჩვეული ადგილების სილამაზით დატკბით. ძალიან ეფექტურია: 1 საათით აუჩქარებელი ნიჩბოსნობა 286 კალორიას დაწვას და ზურგის, წელის, ხელის და დუნდულების კუნთებს შესანიშნავად დატვირთვას.

ველოსიპედის ტარება

ზაფხულში ველოსიპედით სეირნობაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? შესანიშნავი განწყობა, ურთიერთობა – და შესანიშნავი ვარჯიში, რომლის დროსაც საათში 554 კალორია იწვება.

ფრისბის (მფრინავი დისკი) გაშვება

თქვენი ძაღლი, ბავშვი და თავად თქვენ აღფრთოვანებული იქნებით – თქვენი სხეულის ყველა კუნთი ინტენსიურად გავარჯიშდება. საათში 540 კალორიას დაწვავთ – შესანიშნავი შედეგია!

წყალქვეშა ცურაობა აკვალანგით

დაივინგი გიყვართ? შესანიშნავი არჩევანია! დასვენების ეს სახეობა საათში 470 კალორიის დაწვის საშუალებას გაძლევთ – არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის, არამედ სხეულის აუცილებელი ტემპერატურის მხარდაჭერის ხარჯზე.

ცხენით სეირნობა

ძლიერი სტრესის მოსახსნელად ცხოველებთან ურთიერთობაზე უკეთესი არაფერია. მთელი სამკურნალო მიმართულებაც კი არსებობს – იპოთერაპია, რომელიც პაციენტებს სეირნობის დროს კურნავს. მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი ნორმაშია, ცხენით სეირნობა სასარგებლო იქნება. ასე საათში 200 კალორიის დაწვას შეძლებთ.

ცურვა

ყველაზე საზაფხულო და ამასთან სასარგებლო სპორტის სახეობა. ცურვა ნერვულ სისტემას აძლიერებს, ხერხემლის განტვირთვას ახდენს, სისხლს ჟანგბადს აწვდის, გულის კუნთებს აძლიერებს. ასე საათში 380 კალორიის დაწვას შეძლებთ. თუ ვარჯიშის დროს ცურვის სტილს ხშირად შეცვლით, უფრო კარგ შედეგს მიიღებთ.

ლაშქრობა

რა თქმა უნდა, ყველაფერი ლანდშაფტზე, ზურგჩანთის სიმძიმეზე და მოძრაობის სიჩქარეზეა დამოკიდებული, მაგრამ საშუალოდ ტურისტი სეირნობისას ყოველ საათში 370 კალორიას წვავს. ამასთან დუნდულების და ფეხების, ასევე მუცლის პრესის და გულის კუნთების შესანიშნავ ვარჯიშს იღებს. ერთი დიდი სარგებელი!

სკეიტბორდი და როლიკები

იცით როგორ ისარგებლოთ სკეიტრბორდით და როლიკებით? თბილ ამინდში სიამოვნების მისაღებად  გამოიყენეთ, თან ყოველ საათში 300-ზე მეტი კალორია დაწვით. სიხარული ბევრად უფრო მეტი იქნება!

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი