ჯანმრთელობის ძლიერი ელექსირი: ყველაზე სწორი რეცეპტი „ამოსოვის“ პასტის მოსამზადებლად

3168

ოდესღაც, ბებიებისგან ამოსოვის შესახებ ალბათ გსმენიათ! იგივე საშუალება შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ.

ისტორიული ცნობარი

ნიკოლაი ამოსოვი მე-20 საუკუნეში სამედიცინო ინოვატორი, პრაქტიკოსი ქირურგი, ჯანმრთელობის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ფილტვების სამკურნალო მეთოდის შემქმნელი იყო. მან ტუბერკულოზი თავად გადაიტანა და განიკურნა. სწორედ მაშინ, საკუთარ თავზე გამოცადა სასწაულ მოქმედი საშუალება, რომელსაც ხალხში „ამოსოვის პასტას“ უწოდებენ.

ამ საშუალებას ნიკოლაი პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ძალების აღსადგენად უნიშნავდა.

სასარგებლო ინგრედიენტების ნაკრები გულის კუნთებს აძლიერებს, არითმიის დროს გეხმარებათ, სასუნთქი გზების და გულის დაავადების, ასევე ავიტამინოზის რისკს ამცირებს.

მთავარი ისაა, რომ ინგრედიენტები ხელმისაწვდომია. ეს რეცეპტი დაიმახსოვრეთ, რომ იმუნიტეტი და ენერგია გაზარდოთ.

რეცეპტი „ამოსოვის პასტა“

ასეთი „წამალი“ შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 კგ გარგარის ჩირი
  • 0,5 კგ შავქლიავი
  • ამდენივე ქიშმიში
  • ლეღვი
  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1 საშუალო ზომის ლიმონი კანიანად

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ან ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ!
  2. ძლიერი ელექსირი მზადაა!
  3. შემდეგ ქილებში გადაანაწილეთ და თავზე მჭიდროდ დაახურეთ, გრილ ადგილას შეინახეთ. ზაფხულში ნარევი სჯობს მაცივარში შეინახოთ.

გამოყენება:

დღეში 1 ს/კ ნარევი, ჭამამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.