ზოდიაქოს ნიშნები რომელთაც ქმრები ტოტალურ კონტროლზე ჰყავთ.

0
198

არსებობს მოსაზრება, რომ ქმარი უნდა აღზარდოთ და მართვის სადავეები ხელში აიღოთ. ქალები ასე ამბობენ: გაანებივრებ და მერე უბედურებას ელოდე. ვინ არიან ქალები, რომელთაც მართვადი კაცები მოსწონთ?

ასეთი ქალები ყველაზე ხშირად შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებს წარმოადგენენ:

1. ლომი

ლომს თუნდაც პური არ აჭამოთ, მაგრამ მბრძანებლობის უფლება მიეცით. მათ დაქვემდებარებაში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს, რომ ლოგინში ყავა ახალ კრუასანებთან ერთად მოართვას.

თუ ლომის მითითებებს შეეწინააღმდეგებით, ის ცოტა ხნით მოითმენს, შემდეგ კი დამყოლ პარტნიორში გაგცვლით. თუ მას „გალიაში“ გამოამწყდევთ, კარგს ვერაფერს მიიღებთ.

2. მორიელი

მორიელი ბუნებით წინამძღოლია. მის მგზნებარე და მეწვრილმანე ბუნებას დამატებული დომინირების სურვილი მორიელის გაგიჟებას იწვევს, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც მას სურს. ან, როგორც მინიმუმ, ფიქრობს, რომ რაღაც რიგზე არაა.

სინამდვილეში, მორიელი უსიტყვო მორჩილებას და დავალებული ამოცანის იდეალურად შესრულებას მოითხოვს. მორიელი შეიძლება ძალიან მკაცრი იყოს და ტკივილი მიაყენოს მათ, ვინც ახლოსაა, თუნდაც უმიზეზოდ.

3. ქალწული

ქალწული სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე უფრო მეტად სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ასევე სხვებსაც ასწავლის. საუკეთესოსკენ სწრაფვა ქალწულს აიძულებს ნაკლი დაინახოს ყველაფერში, რასაც შესწორება სჭირდება.

გარშემო მყოფი ადამიანებისგან ტანსაცმლის სისუფთავის და მეტყველების კონტროლს მოითხოვს. ცხოვრების მიმართ პრაქტიკული ხედვის, მაღალი მომთხოვნელობის და პარტნიორის მუდმივი კრიტიკის გამო ქალწული საქორწილო კავშირების თავიდან აცილებას ხშირად ცდილობს.

4. მშვილდოსანი

ეს ზოდიაქოს ნიშანი ადამიანი წვეულებაა. მისი ხიბლის და მიმზიდველობის გაძლება ყველას არ შეუძლია. რაც უფრო დიდხანს იურთიერთობებთ მშვილდოსანთან, მისი პირდაპირობით მით უფრო იმედგაცრუებული იქნებით.

ის საუბარში თავშეუკავებელია, ზოგჯერ გულწრფელად უხეში. თუმცა, ბოროტი განზრახვა არ აქვს, უბრალოდ ეს ბობოქარი ხასიათის გარეგნული გამოვლენაა. მშვილდოსნის გაკრიტიკება არ სცადოთ – ის გეტყვით ყველაფერს, რასაც თქვენზე ფიქრობს.

თქვენ ასეთ რეიტინგს ეთანხმებით?

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი