10 წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებული მიჯაჭვულობით გამოირჩევიან.

5397
(ფოტო: sb.by)

იდეალური წყვილის პოვნა მარტივი საქმე არაა. თითქოს და, ზუსტად ის ადამიანი იპოვეთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით, მაგრამ არა, სამწუხაროდ, პრობლემაა, ძირეული შეხედულებების შეუსაბამობა.

წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავთ. საბედნიეროდ, ასტროლოგებს შეუძლიათ მინიშნება მოგცეთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება გქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა.

წყვილები ზოდიაქოს მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებული მიზიდულობით და ლტოლვით გამოირჩევიან.

1. ლომი და სასწორი

ეს წყვილი გარშემომყოფების აღფრთოვანებას ყოველთვის იწვევს. ისინი სიყვარულში თავსებადები არიან და ერთმანეთის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილება შეუძლიათ. სასწორი ორჭოფია, ლომი, ბუნებრივია, პარტნიორის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

სასწორს მოქნილობა და დიპლომატია ეხმარება, რომ ჯიუტ ლომს შეეწყოს. ინტიმური მხარე ჰარმონიულია. მათ შორის სიყვარული შეიძლება თბილ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

2. სასწორი და ტყუპები

ორივე ჰაერის სტიქიის ნიშანია, ამიტომ მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივეს უშრეტი ენერგია და შემოქმედებითი ბუნება აქვთ, მუდმივად რაღაცით დაკავებულნი არიან და ცხოვრება უყვართ.

ხასიათში ბევრი ბალანსია, ამიტომ სიყვარულში ბევრ სიამოვნებას იღებენ. უმიზეზო ეჭვიანობის სცენების მოწყობა ან უაზროდ პრეტენზიების გამოთქმა არ ახასიათებთ.

3. მერწყული და ვერძი

ამ ზოდიაქოს ნიშნებს კარგი შანსი აქვთ. სასიყვარულო კავშირიდან ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობა გამოვა. ზოგჯერ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. მათი გრძნობა ძლიერია და ახალი შეგრძნების და რისკის მიღებას ცდილობენ.

ვერძს მერწყულის არაპროგნოზირებადობა არ ახასიათებს  სტრეოტიპებს და ტრადიციებს ვერ იტანენ. სექსუალურ სფეროში წესებს არ იცავენ. საკუთარ ემოციებს და გრძნობებს არ მალავენ.

4. კირჩხიბი და ვერძი

ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როცა ურთიერთსაპირისპირო ნიშნები ერთმანეთს იზიდავენ. მათ განსხვავებული მსოფლმხედველობა, პრიორიტეტები, არსებობის ტემპი და ხასიათი აქვთ.

ხშირი ჩხუბის და უთანხმოების მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში მყარ და წარმატებულ კავშირს ქმნიან. სწორი მიდგომით და ურთიერთგაგებით ისინი დამრიგებლები გახდებიან და პარტნიორის სუსტ მხარეებს დამალავენ.

5. კირჩხიბი და თევზი

კირჩხიბიც და თევზიც წყლის სტიქიას მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნიშნები მონათესავე სულებს ინტუიციით ხვდებიან. ურთიერთობის პირველივე წუთებში სულიერ სიახლოვეს ამყარებენ.

საერთო სტიქია ეხმარებათ, რომ ერთმანეთს კარგად გაუგონ, საერთო მსოფლმხედველობა და ტემპერამენტი ჰქონდეთ. ორივეს ფილოსოფიური აზროვნება, სიკეთე და დახმარებისთვის მზადყოფნა ახასიათებთ.

6. მშვილდოსანი და ლომი

ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება და ამიტომ მათი ურთიერთობა ბობოქარი გრძნობებით, ვნებებით და საინტერესო მოვლენებით არის სავსე. მდუღარე სისხლი მათ ძლიერ, მყარ კავშირს უწინასწარმეტყველებს.

ლომის და მშვილდოსნის თავსებადობა მაღალ დონეზეა, რადგან ცხოვრებაზე ხედვა, ენერგიის დონე ერთნაირი აქვთ და ერთმანეთს კარგად უგებენ.

7. ვერძი და თევზები

ვერძი თავდაჯერებული და ენერგიულია, თევზი კი საკმაოდ სუსტი და ადვილად მართვადი. ვერძს ლიდერობა სურს, თევზს კი სჭირდება ვინმე, ვისი მხარდაჭერის იმედი ექნება.

მათ ერთად საინტერესო და სასიამოვნო დროის გატარება შეუძლიათ. წარმატებული სასიყვარულო კავშირის და ქორწილის შანსი ძალიან მაღალია, თუ ხასიათის განსხვავებულობის გადალახვას შეძლებენ.

8. მერწყული და ტყუპები

ტყუპები მერწყულთან წყვილში პრაქტიკულად იდეალური, ჰარმონიული კავშირია. მათ შორის სრული ურთიერთგაგება სუფევს. ამ ორ ნიშანს ბევრი საერთო აქვთ, ისინი, როგორც ორი მაგნიტი, ერთმანეთს იზიდავენ.

თავისუფლებისკენ სწრაფვა, ნებისმიერ ცვლილებასთან მზადყოფნა და არაპროგნოზირებადობა მათ აერთიანებთ. იდეალური თავსებადობა დადებით ემოციებზე, გართობასა და ხუმრობაზე არის დაფუძნებული.

9. კურო და თხის რქა

კურო-თხის რქის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტაბილური კავშირია. ასტროლოგიაში თხის რქა ყველაზე ძლიერ და მდგრად ნიშნად ითვლება. უფრო რბილი კუროსთვის მფარველი, მოკავშირე და უფროსი მეგობარია.

კურო თხის რქას სამყაროში სილამაზის აღქმას ასწავლის, სილამაზეს და კომფორტს აყვარებს. თხის რქა, თავის მხრივ, პარტნიორის ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ დისციპლინას და წესრიგს მოიტანს.

10. ლომი და მორიელი

ლომის და მორიელის თავსებადობა ცხოვრებისეული პოზიციების დაკავების ერთნაირ სურვილზეა დაფუძნებული: კარიერაში წარმატების მიღწევა, საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მოპოვება და ფინანსური უზრუნველყოფა.

პარტნიორები სტრესულ სიტუაციებში ერთმანეთის შეუცვლელები არიან. მორიელი ყოველთვის ცივ გონებას ინარჩუნებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას წამებში ახერხებს. ლომი, თავის მხრივ, ნებისმიერ მომენტში ნახტომისთვის მზად არის.

თქვენ პარტნიორის არჩევის დროს ასტროლოგიურ თავსებადობას ყურადღებას აქცევთ?