შინაურული ტარტის რეცეპტი უმი კენკრით

3993
(ფოტო: Depositphotos)

ამქვეყნად არაფერს შეუძლია ადამიანის ემოციური ტონუსისა და განწყობის ამაღლება უფრო მეტად, ვიდრე სახლში მომზადებულ ნამცხვარს.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ყველაზე გემრიელი კენკრის ტარტის რეცეპტს. რაც მთავარია, ამ ნამცხვარს დიდი დრო არ სჭირდება – 20 წუთში იგი მზადაა!

 ფხვიერი პეროგი კენკრით

ინგრედიენტები

  • 400 გ კენკრა
  • 500 გ ფქვილი
  • 75 გ მარგარინი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 300 გ შაქარი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 300 გ არაჟანი (15-20% ცხიმიანობით)
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კენკრა და დატოვეთ საწრეტში წყლის დაწრეტამდე.

(ფოტო: Depositphotos)

2. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაუმატეთ 200 გ შაქარი.

(ფოტო: Depositphotos)

3. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და 1 კვერცხის გული, მოზილეთ ცომი ხელებით.

(ფოტო: Depositphotos)

4. შემდეგ შეუდექით შიგთავსის მომზადებას. შეურიეთ 1 ს.კ. ფქვილი, დარჩენილი შაქარი, კვერცხი და ვანილი.

(ფოტო: Depositphotos)

5. ჩართეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შეუდექით ცომის გაბრტყელებას. იგი ფორმაზე ოდნავ უფრო დიდი უნდა გამოვიდეს, გვერდებზეც რომ ამოიყვანოთ.

(ფოტო: Depositphotos)

6. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, შემდეგ ფრთხილად გადაიტანეთ ცომი ფორმაში.

(ფოტო: Depositphotos)

7. გააკეთეთ რამდენიმე ჭრილი ცომში ჩანგლით და შედგით ცომი ღუმელში 7-10 წუთით.

(ფოტო: Depositphotos)

8. ამის შემდეგ, გამოიღეთ ფირფიტა ღუმელიდან და დაადეთ კენკრა. შემდეგ დაასხით მომზადებული შიგთავსი და შედგით გამოსაცხობად კიდევ 10 წუთით. ბოლოს გამოიღეთ კენკრის პეროგი, დაელოდეთ გაგრილებად და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

(ფოტო: Depositphotos)

უბრალოდ შეხედეთ ამ სილამაზეს! მართლაც მადისაღმძვრელად გამოიყურება, არა? გემრიელად მიირთვით.