თმის საღებავის 7 სახიფათო გვერდითი ეფექტი, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

3524

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თმას სხვადასხვა ფერში იღებავს, რომ მოდის უკანასკნელ ტენდენციებს არ ჩამორჩნენ. ახლა, თმას შეღებვის ექსპერიმენტს მამაკაცებიც მიმართავენ.

ჩვეულებრივ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ უფრო მიმზიდველად და თანამედროვედ გამოიყურებოდნენ. ქალების უმეტესობა თვლის, რომ თმა თითქმის მთელ მათ გარეგნობას განსაზღვრავს.

მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ საღებავს ბევრი გვერდითი ეფექტი გააჩნია.

თმის შეღებვით გამოწვეული დაზიანების ნიშნები და სიმპტომები იმწამსვე არ ჩნდება. პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს.

აი, თმის საღებავის გვერდითი ეფექტები:

1. ალერგია

თქვენი კანი შეიძლება წინააღმდეგი იყოს. საღებავმა პერიოდულად შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

ფაქტიურად, მთავარი დამნაშავე არის ნივთიერება, რომელიც ცნობილია როგორც პარაფენილენდიამინი.

ყველაზე უფრო გავრცელებული ნიშნები: თავის კანის ქავილი, სიწითლე, შეშუპება, მცირე რაოდენობით ქერტლი, თვალის ირგვლივ და ქუთუთოს შეშუპება, ასევე თვალის ირგვლივ, ცხვირის და ყვრიმალის კანის ქავილი.

2. თმის მტვრევა

თუ თმას საკმაოდ დიდი ხანია იღებავთ, მზად იყავით რომ ის დაზიანდება ნივთიერებისგან, რომელსაც უამრავი საღებავი შეიცავს.

ეს ქიმიური ნივთიერება თმიდან ტენს აქრობს, ანუ მას მშრალს და მტვრევადს ხდის.

შედეგად თმა ბზინვარებას და ძალას კარგავს. გარდა ამისა, ბოლოს გრძელ ხვეულებთან გამომშვიდობება მოგიწევთ, რადგან პრობლემის გადაჭრის ყველაზე ცნობილი მეთოდია ვარცხნილობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

3. გაღიზიანება

ბევრი ადამიანი არ უფიქრდება, მაგრამ თმის საღებავი კანის რეაქციას და გაღიზიანებას იწვევს. ზოგიერთი ნიშანია: წვის, სიწითლის და კანის აქერცვლის შეგრძნება, ასევე ქავილი და დისკომფორტი.

თმის შეღებვამდე როგორც მინიმუმ 48 საათით ადრე ტესტი უნდა ჩაიტაროთ. ძალიან მცირე რაოდენობით საღებავი ხელზე წაისვით და დარწმუნდით, რომ არანაირი ალერგიული რეაქცია და გაღიზიანება არ გექნებათ.

ნებისმიერ მცირე რეაქციაზეც კი თმის საღებავის გამოყენება შეწყვიტეთ. დერმატოლოგს მიმართეთ, თუ ქავილი და სიწითლე არ გაქრება.

4. სიმსივნე

ბევრი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ პარაფენილენდიამინი ადამიანს დნმ-ის უჯრედულ დონეზე აზიანებს და სიმსივნეს იწვევს.

მცირე რაოდენობით პარაფენილენდიამინი თმის საღებავების უმეტესობაშია აღმოჩენილი. სინამდვილეში, ეს მკვლევარებს შორის ზოგიერთი უთანხმოების მიზეზი გახდა.

მიუხედავად ამისა, ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოება მტკიცედ დარწმუნებულია, რომ დასკვნების გამოტანამდე კვლევების გაგრძელება საჭიროა.

რეზორცინი კიდევ ერთი ცნობილი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც შეგიძლიათ თმის საღებავში იპოვოთ. ის ცნობილია როგორც „ენდოკრინის დამანგრეველი“ და შეიძლება მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს.

4. გამონაყარი

ცნობილია, რომ ბევრ ადამიანს, რომელთაც თმის საღებავზე ალერგია აქვთ, თავის კანის გამონაყარი აწუხებთ.

გამონაყარი საღებავის წასმის და მისი გავრცელების არეალში ჩნდება. მსგავსი პრობლემის შემთხვევაში დერმატოლოგს დაუყონებლივ მიმართეთ, რომ შემდგომი გართულება თავიდან აიცილოთ.

6. ასთმა

ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ პარიკმახერებს, რომლებიც კლიენტებს თმას ხშირად უღებავენ, ასთმა აწუხებს.

ეს პარაფენილენდიამინის უწყვეტი ზემოქმედების შედეგია, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ თმის საღებავში და ასევე პერსულფატში, რომელიც ზოგიერთ მათეთრებელში გამოიყენება.

7. ფარული ხარჯები

ზოგიერთ თმის საღებავს ნამდვილად შეუძლია, რომ ცარიელი საფულეთი დაგტოვოთ.

ამის თავიდან ასაცილებლად სტილისტს რჩევა ჰკითხეთ ღირს თუ არა პროდუქტი ამ ფასად. თმის საღებავის შეძენის დროს გონივრულად და ფრთხილად იმოქმედეთ. მას ბევრი გვერდითი ეფექტი გააჩნია, ამიტომ ყურადღების გამოჩენა ზედმეტი არ იქნება.

ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე იზრუნეთ, რომ მოდური „ლუქის“ გამო ზედმეტად დიდი ფასი არ გადაიხადოთ.

თქვენ ხშირად იღებავთ თმას? რაიმე პრობლემა ან გართულება გქონდათ?