12 მოკლე ვარცხნილობა, რომლის გამეორებას ამ ზაფხულს ისურვებთ. ზრდასრულ ქალებს გამოადგებათ

3121

ზაფხული საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მოკლე ვარცხნილობა გაიკეთოთ. თუ რაღაც ახლის გამოცდაზე დიდი ხანია ოცნებობთ, დრო მოვიდა. შიშველი ყელი, რომელსაც ზაფხულის მსუბუქი ნიავი ელამუნება, მოკლე ხვეულები – ეს ისაა, რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოთ. ცხოვრებაში ექსპერიმენტებისთვის ადგილი უნდა დატოვოთ.

კრეატიული მოკლე ვარცხნილობის შთაგონებისთივის „ვივიენმა“ თქვენთვის ყველაზე თამამი ვარიანტები შეაგროვა. ვარსკვლავების მაგალითზე გაჩვენებთ

2019 წლის ყველაზე ლამაზი მოკლე ვარცხნილობები

ვინ ერკვევა მოდის ტენდენციებში ყველაზე უკეთ და ზოგჯერ ქმნის კიდეც? რა თქმა უნდა, ვარსკვლავები. თანამედროვეობის ყველაზე ლამაზმა და მიმზიდველმა ქალებმა მოდური ვარცხნილობის შესახებ ნამდვილად იციან. ამ სეზონზე მათ მოკლე ვარცხნილობა შეიყვარეს. გრძელი თმის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებმაც კი მასთან გამომშვიდობება გადაწყვიტეს. ნახეთ. ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორი მოკლე ვარცხნილობა აირჩიეს.

1. სკარლეტ იოჰანსონი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ცოტა ხნის წინ გრძელ თმას გამოემშვიდობა და უფრო მოდური და თამამი ვარცხნილობა პიქსი აირჩია. აღსანიშნავია, რომ მას ძალიან უხდება. პიქსი – ახალგაზრდა გოგოებისა და ზრდასრული ქალებისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

2. ენ ჰეთევეი

ცნობილ მსახიობს ფანების გაოცება და იმიჯის შეცვლა უყვარს. ენის როგორც გრძელ, ასევე მაქსიმალურად მოკლე თმაშიც ვხედავთ. არ ვიცი ეს როგორ მუშაობს, მაგრამ მას ნებისმიერი ვარცხნილობა უხდება. ექსპერიმენტების თქვენც არ შეგეშინდეთ!

3. ქეით ჰადსონი

ეფექტურმა და უჩვეულოდ ლამაზმა ქეით ჰადსონმა გრძელ თმასთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. არა კარდინალურად, მაგრამ შედეგი შესამჩნევია. მსუბუქი ტალღოვანი ბობი მსახიობს უხდება და უფრო ახალგაზრდულს აჩენს. აღსანიშნავია, რომ ვარცხნილობა მაქსიმალურად ბუნებრივია. ყველა სტილისტი ირწმუნება, რომ ბუნებრიობა ახლა მოდაშია.

 

4. კარა დელევინი

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ეპატაჟური მოდელი და მსახიობი – კარა დელევინი. ერთხელ ფანების გაოცება გადაწყვიტა და საყვარელი თმის მოჭრას დათანხმდა. მან კარდინალური ცვლილება აირჩია და უპირატესობა მოკლე ვარცხნილობას მიანიჭა. ძალიან ელეგანტურია, არა?

5. ემილია კლარკი

დრაკონების დედოფლის გრძელი თმით ხილვას მიჩვეული ვართ. თუმცა სერიალი დასრულდა და დროა ჩვეული სტილი დატოვოს. სწორედ ასე იფიქრა ემილიამ და ვარცხნილობა შეიცვალა. „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა საკითხს შეუპოვრობით მიუდგა და მოკლე ვარცხნილობა აირჩია, რაც ძალიან უხდება.

6. რიანა

მომხიბლავი მომღერალი თაყვანისმცემლების მზერას ყოველთვის იზიდავს. ის თავისი გარდაქმნებით და სტილის ცვლილებებით ცნობილია. რიანა გრძელი თმის ფანია, მაგრამ ამჯერად ცელქი კარე აირჩია. უნივერსალური ვარცხნილობაა!

7. კრისტენ სტიუარტი

ყველასთვის საყვარელმა ბელამ ფანები იმიჯის მკვეთრი ცვლილებით გააოგნა.  მოკრძალებული, გრძელთმიანი გოგოდან კრისტენი თამამ მეამბოხედ გარდაიქმნა. მოულოდნელი და ეფექტური!

8. ემა უოტსონი

იგივე რამ მოხდა საყვარელ გოგონა ჰერმიონას შემთხვევაში. რაღაც მომენტში ემამ გრძელი ხვეულების მოჭრა გადაწყვიტა და თამამი მოკლე ვარცხნილობა აირჩია. მისი ცნობა შეუძლებელია.

9.ნატალი პორტმანი

იმიჯის გასაახლებლად თმის ბოლომდე შეჭრა საჭირო სულაც არ არის. შეგიძლიათ თანამედროვე ბობი გაიკეთოთ, რომელიც თითქმის ყველას უხდება. სწორედ ეს მომხიბლავმა ნატალი პორტმანმა დაგვიმტკიცა.

10. სარა პოლსონი

ბობი – უდაოდ ყველაზე მოდური ვარცხნილობაა ბოლო წლებში. სარა პოლსონმა მისი ცდა გადაწყვიტა. შეუდარებელი გამოვიდა, თქვენც სცადეთ.

11. შარლიზ თერონი

ეჭვგარეშეა, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი და ჩემი საყვარელი მსახიობია. შარლიზ თერონი საზოგადოების გაოცებას და მათი მზერის მიპყრობას ყოველთვის ახერხებდა. მსახიობმა მოკლე ბობი აირჩია, რაც კიდევ ერთხელ საუბრობს იმაზე, თუ ეს ვარცხნილობა ყველას რამდენად შეუყვარდა.

12. ლანა კონდორი

საყვარელი და მიმზიდველი მსახიობი ლანა კონდორი მოკლე ვარცხნილობას საერთოდ არ ცვლის. მოდური კარე მისი უცვლელი თანამგზავრია. რა საჭიროა რაიმეს შეცვლა, თუ ისედაც საოცრად გამოიყურება?

თქვენ რომელი ვარცხნილობა მოგეწონათ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.