როგორ მოვამზადოთ ვარდის მურაბა, მარტივი სახელმძღვანელო.

1989

რა სასიამოვნოა საჩუქრად წითელი, გაფურჩქნილი ვარდების მიღება, მისი სურნელის შეგრძნება, ხავერდოვანი ფოთლების შეხება და თვალსაჩინო ადგილას დადგმა, რათა ყველას თვალს ესიამოვნოს. სამწუხარო კი ისაა, რომ 1 კვირაში ამ ლამაზი კვირტებისგან მხოლოდ მოგონებებიღა რჩება, ყვავილები კი ნაგვის ურნაში ხვდება.

რეალურად, ვარდისგან გაცილებით დიდი სიამოვნებისა და სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, თუ მისგან მურაბას მოამზადებთ.

ვარდის მურაბა

ვარდი – არამხოლოდ ლამაზი ყვავილია, არამედ ვიტამინებსა და მინერალებსაც შეიცავს: В, С, РР, კაროტინი, იოდი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, სელენი, კალციუმი… ვარდის ზეთი ებრძვის კანის დაბერებას, კლავს ბაქტერიებს და აქვს ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.

თერმული დამუშავების შედეგად, სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი იკარგება, თუმცა ამ ლამაზი ყვავილის მურაბა გასიამოვნებთ ნაზი გემოთა და შესანიშნავი არომატით. ჩვენი რედაქცია სწორედ ვარდის მურაბის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • 500 გ წითელი ვარდის ფურცლები
  • 3 ლ წყალი
  • 3 კგ შაქარი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადება

1. გარეცხეთ და გააშრეთ ვარდის გვირგვინები.

2. მოაჭერით ქვედა ნაწილი და გაჭერით ფოთლები შუაზე.

3. მოათავსეთ ვარდის ფურცლები ღრმა თასში და დაასხით გაფილტრული წყალი, აადუღეთ და გააგრძელეთ ხარშვა 5 წუთით.

4. ამოიღეთ ფურცლები ქაფქირის დახმარებით. არ გადაყაროთ!

5. დაუმატეთ შაქარი ვარდის ნახარშს და ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

6. დაქწურეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ მურაბას.

7. დაუმატეთ ძირითად მასას ლიმონმჟავა და ვარდის ფურცლებიც. კარგად მოურიეთ.

8. აადუღეთ მურაბა და ამის შემდეგ კიდევ 20 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, არ დაგავიწყდეთ მორევაც.

9. ჩაასხით მზა მურაბები გასტერილებულ ქილებში.

გემრიელად მიირთვით!