რა უნდა იცოდეთ, თუ მერწყული შეგიყვარდათ

0
447

მერწყულის შეყვარება იგივეა, რაც გიყვარდეთ ის, ვინც ისეთივე ცვალებადია, როგორიც მისი მმართველი წყლის სტიქია.

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ, თუ მერწყული შეგიყვარდათ.

1. მერწყულს ღრმა გრძნობები და ემოციები გააჩნია

მერწყული ძალიან უემოციო ჩანს, თუმცა, მას გულწრფელად უყვარს ახლობლები. არასდროს იტრაბახებს თავისი გრძნობებით.

2. მერწყულის სიყვარული მხოლოდ იდეალისტს თუ შეუძლია

მერწყულს მაღალი სტანდარტები აქვს და, თუ თქვენ აგირჩიათ, ესე იგი მის იდეალს შეესაბამებით. მან ხომ ზუსტად იცის, რაც უნდა.

3. მერწყულს თავისებური უნიკალური სტილი აქვს

მას სურს, ერთადერთი ადამიანი იყოს დედამიწაზე, რომელიც იმას აკეთებს, რაც თქვენ მოგწონთ. აგრძნობინეთ მას თავი უნიკალურად და იგი თქვენთან სიცოცხლის ბოლომდე იქნება.

4. მერწყულს თავისუფლება და ერთგულება სურს

იგი აფასებს თვითგამოხატვას, თუმცა თქვენგან ერთგულებას ელოდება.

5. მერწყულს თქვენი შეცნობა სურს

თუ მისთვის რაღაც ახალის სწავლებას და ინტერესის შენარჩუნებას შეძლებთ, თქვენთან ყოფნა არასდროს მობეზრდებათ.

6. ეცადეთ, ურთიერთობა საინტერესო გახადოთ

მერწყულს უყვარს გამოცდები და ვერ იტანს რუტინას.

7. მას უჭირს ურთიერთობაში ყოფნა

რამდენადაც იგი უემოციოა, მერწყულს უჭირს იმის გამოხატვა, თუ რა უნდათ თქვენგან. ნუთუ მათი აზრების წაკითხვა ასეთი რთულია?

8. მერწყულს გონიერი ადამიანები უყვარს

პარტნიორში ეს ნიშანი ტვინს მიიჩნევს ყველაზე სექსუალურად. აჩვენეთ მას მთელი თქვენი ინტელექტი.

9. იყავით ამოუცნობი და იდუმალი, თავდაჯერებული და ცოტათი ხელმიუწვდომელი’

მერწყულის სიყვარული ნიშნავს იმის გაგებას, რომ ვერასდროს შეძლებთ თქვენს საყვარელ ადამიანზე სრულად დაუფლებას. ეცადეთ, გახდეთ იდუმალი და ცოტა ჩაკეტილიც კი. ეს თქვენს პარტნიორს გამოიწვევს.

10. არ შეუზღუდოთ თავისუფლება

თქვენ მას მისცემთ მოქმედების თავისუფლებას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერწყული ამ უკანასკნელით ისარგებლებს. მან უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ არ ზღუდავთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი