აირჩიეთ ფოტოზე მტრედი და მიიღეთ განსაკუთრებული შეტყობინება

2649

აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ფოტოდან ერთი მტრედი და წაიკითეთ შეტყობინება, რომელიც თქვენთვისაა განკუთვნილი. არჩევისას მიენდეთ ინტუიციას.

რომელი მტრედი აირჩიეთ?

1. ძალა

თქვენ ძლიერი, ბედნიერი და მიზანმიმართული ადამიანი ხართ. ჩვენ ყველა, პერიოდულად, ვაწყდებით სირთულეებს, რომლებიც საკუთარ თავში ეჭვს გვაპარებს, არც თქვენ ხართ გამონაკლისი. თუმცა, რთულ მომენტშიც კი არავის აძლევთ საშუალებას, თავს მოგახვიოთ თავიანთი შეხედულებები და ჩაშალონ თქვენი გეგმები. თქვენში ცხოვრობს ძალა, რომელიც მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

2. მოთმინება

თქვენი ძალა – გარშემო სამყაროს მიმართ სიყვარულია. ძალიან მგრძნობიარე და კეთილი ხართ სხვების მიმართ, რაც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ელოდებით. იყავით თანმიმდევრული და აუცილებლად მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. არ დანებდეთ და არ დააჩქაროთ მოვლენები. ყველაფერი საჭირო დროს მოხდება. ნუ დაკარგავთ იმედს, არ შეწყვიტოთ საკუთარი ოცნებისთვის ბრძოლა.

3. იმედი

ბუნებით, თქვენ გულუხვი და კეთილი ადამიანი ხართ, სხვებს მუდმივად ეხმარებოდით. დრო მოვიდა, საპასუხო საჩუქრები მიიღოთ. სამყარო მზადაა თქვენთვის იმის მოსაცემად, რასაც ითხოვთ. თუ იმედი დაკარგეთ, იცოდეთ, რომ თქვენ მიერ დასახული ყველა გეგმა განხორციელდება.