ცაცხვის ლიმონათი „ექიმი“ სწორად გახდომას გასწავლით, ნერვებს დაიწყნარებთ და წნევა დარეგულირდება

9666

თითქმის ყველას სურს ცხოვრებაში ერთხელ გემრიელი და სასარგებლო ცაცხვის ჩაის გასინჯვა, მაგრამ ცაცხვის ყვავილები მხოლოდ ნახარშისთვის გამოიყენება.

გამოცდილი დიასახლისები მას სამკურნალო ნაყენებისა და არომატული ცაცხვის ლიმონათის მოსამზადებლად უკვე დიდი ხანია იყენებენ. დღეს „ვივიენი“ ცაცხვის ყვავილის თვისებების შესახებ გიამბობთ.

ცაცხვის ყვავილის თვისებები

ცაცხვის ყვავილები ბევრ ღირებულ კომპონენტს შეიცავს. ესაა ეთერზეთები, ტანინები და ფლავონოიდები, C ვიტამინი, ანტიოქსიდანტები და ამინომჟავები. მათი დახმარებით ცაცხვის ყვავილს ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს.

1. არომატულ ყვავილებში შემავალი ფლავონოიდები სისხლძარღვებს უფრო ელასტიკურს ხდის, რაც მათ ათეროსკლეროზისგან იცავს.

2. ტანინები ანთებით პროცესებს ებრძვიან.

3. ცაცხვის ყვავილში შემავალ გლიკოზიდებს ოფლმდენი მოქმედება აქვს, რაც სასმელს სურდოს დროს შეუცვლელს ხდის.

4. ცაცხვის ყვავილს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს, რაც მას თირკმლის დაავადების დროს ეხმარება, ზოგიერთ შემთხვევაში წონაში დაკლებას ხელს უწყობს.

5. ცაცხვის ყვავილი სისხლის გათხელებას ხელს უწყობს, ძლიერი ანტიოქსიდანტს წარმოადგენს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ცაცხვის ყვავილების ნაყენი ნაღვლისა და კუჭის წვენის სეკრეციას აძლიერებს.

6. ტკბილი სუნი ამშვიდებს, სტრესს ამსუბუქებს და მადას აქვეითებს, რაც თანამედროვე დიეტებში წარმატებით გამოიყენება.

ცაცხვი ერთ-ერთი იშვიათი მცენარეა, რომელიც ქალური ჰორმონის მსგავს ფიტოჰორმონს შეიცავს.

ენდოკრინოლოგები 45 წლის შემდეგ ქალებს, როგორც მინიმუმ, ნახევარი წლის განმავლობაში ცაცხვის ყვავილების ნაყენის კურსის გავლას ურჩევენ. ასე დაბერების პროცესი შეფერხდება, ორგანიზმი გაახალგაზრდავდება და მენოპაუზის უსიამოვნო მოვლენებს თავიდან აიცილებთ.

არომატული ცაცხვის ლიმონათი

ცაცხვის ყვავილების ხავერდოვანი და ბლანტი გემო დესერტებსა და ცივ სასმელებში შესანიშნავად იხსნება.

ცაცხვის ლიმონათი ზაფხულის სიცხის გადატანაში დაგეხმარებათ, ვიტამინების მარაგს შეავსებს, სხეულს ტონუსში მოიყვანს, წყურვილს მოგიკლავთ, დაგამშვიდებთ და თავის ტკივილს მოგაშორებთ.

საინტერესოა, რომ პოლონეთში ცაცხვის ყვავილების ლიმონათი სუპერმარკეტებში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ინგრედიენტები:

  • 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი
  • 1 ლიმონი
  • 2-3 ს/კ თაფლი
  • 3 ლ წყალი
  • პიტნის ფოთლები (სურვილის მიხედვით)

მომზადება:

1. ცაცხვის ყვავილები მოამზადეთ, მტვრიანი ადგილიდან მოშორებით, ჩრდილში გააშრეთ. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მისი გაშრობა რეკომენდებული არაა. ასე ღირებული ეთერზეთები სწრაფად აორთქლდება.

2. სამ ლიტრიან ქილაში 2 მუჭა ცაცხვის ყვავილები და თაფლი მოათავსეთ. ცაცხვის ლიმონათთან კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნა, ბარამბო, ბაზილიკა და სხვა ბალახი.

3. ლიმონი ქერქიანად რგოლებად დაჭერით.

4. ქილაში ჩადეთ და სუფთა, ცივი წყალი დაასხით.

5. აურიეთ. ქილას თავზე ნატურალური ქსოვილი დააფარეთ და 6-8 საათით მზიან ადგილას დადეთ. უფრო ინტენსიური გემოს მისაღებად 24 საათით გააჩერეთ.

6. ლიმონი ამოიღეთ, გაწურეთ. ლიმონათი საწურში გადაწურეთ.

7. გემრიელად დალიეთ!

ცაცხვის ყვავილების ლიმონათს უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ შარდმდენი და ოფლმდენი თვისებების გამო გულის დააავადების მქონე ადამიანებმა და მეძუძურმა დედებმა ფრთხილად უნდა მიიღონ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.