18 პროდუქტი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აკრძალული

1763

ჩვენ ხშირად მიმვირთმევთ იმ საკვებ პროდუქტს, რომელიც სხვა ქვეყნებში აკრძალულია და, პირიქით. ზოგიერთი ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მავნე და საშიშიც კია. ზოგიერთი მათგანის წარმოება საფრთხის ქვეშ აყენებს ცხოველების პოპულაციას. სხვა აკრძალული პროდუქტი კი უბრალოდ უცნაურია. საინტერესოა, რომელი პროდუქტია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აკრძალული და რატომ.

ჩვენ შევაგროვეთ აკრძალული პროდუქტის ყველაზე საინტერესო ვარიანტები, მათ შორის ისინიც, რომელიც თქვენ, დიდი ალბათობით, არაერთხელ გიჭამიათ.

18. ჰაგისი

ჰაგისი (ინგლ. Haggis) – ნაციონალური შოტლანდიური კერძი ცხვრის შინაგანი ორგანოებისგან(გული, ღვიძლი და ფილტვები), დაბეგვილი ხახვთან, სალასთან, სანელებლებთან და მარილთან ერთად და მოხარშული ცხვრის კუჭში.

აშშ-ში ეს კერძი ჯერ კიდევ 1971 წელს აკრძალეს. სწორედ მაშინ, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აკრძალა საკვებად ცხვრის ფილტვების, ჰაგისის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტის გამოყენება. ბევრ ქვეყანაში ჰაგისი ფილტვების ნაცვლად, ენით მზადდება.

17. ცხენის ხორცი

აშშ-ში ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება არაა აკრძალული, თუმცა, ხელისუფლებამ აკრძალა ცხენების მოკვლა. სმიტსონის ინსტიტუტის სპეციალისტების თქმით, ანტიბიოტიკები და წამლები, რომლებსაც ცხენებს აძლევენ, მათ საკვებად გამოუსადეგარს ხდის.

16. ქაშაყი ფერმებიდან

ფერმის ქაშაყი ჯანსაღ საკვებად ჟღერს. ბოლოს და ბოლოს, ზღვის პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ისე არაა, როგორც გვეჩვენება. მაგალითად, ავსტრიამ და ახალმა ზელანდიამ აკრძალა ქაშაყის ეს სახეობა, ცნობილი, როგორც “ატლანტური ქაშაყი”.

ეს იმიტომ, რომ თევზის რაციონში, ძირითადად, გამოიყენებენ ტოქსინებს, ანტიბიოტიკებსა და, ასევე, წვრილ თევზებს, რომლებიც, შესაძლოა, დაინფიცირებულები იყვნენ. შესაბამისად, ქაშაყში გროვდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მხედველობის დაზიანებასა და კიბოს იწვევს.

15. ფუგუ

ფუგუ იაპონური დელიკატესია, რომელიც აშშ-ში, პრაქტიკულად, აკრძალულია. “ფუგუ იმდენად შხამიანია, რომ მისი მომზადებისას დაშვებული სულ მცირე შეცდომაც კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს”. ამ თევზის ნაწლავები, საკვერცხეები და ღვიძლი შეიცავს შხამს, სახელად ტეტროდოქსინი. ეს ქიმიური ნივთიერება 1200-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ციანიდი.

აშშ-ში ფუგუ ტექნიკურად არაა აკრძალული, თუმცა მზარეულებს 2-3 წლის განმავლობაში ტრენინგებს უტარებენ, რის შემდეგაც ფუგუს მოსამზადებელ ლიცენზიას იღებენ.

14. გენმოდიფიცირებული პაპაი

გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები ძალიან სადავო თემაა. თუმცა, პაპაის გენური ინჟინერია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ეს პროდუქტი აკრძალული საკვების სიაშია. აშშ-ში, კერძოდ, ჰავაიში მოყვანილი პაპაის 60%-მდე გენმოდიფიცირებულია, რათა მან მრგვალი ლაქის ვირუსთან გამკლავება შეძლოს.

ევროკავშირმა გენმოდიფიცირებული კულტურების იმპორტი 20 წლით აკრძალა. თუმცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ეს აკრძალვა არღვევს ვაჭრობის წესებს. ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის იაპონია და სამხრეთი კორეა, არ ენდობიან ჰავაის ორგანულ პაპაისაც კი.

13. აკი

იამაიკაში, ტრადიციულად, ამ ხილს ხარშავენ და დამარილებულ ვირთევზასთან ერთად ამზადებენ. აკი უსაფრთხოა, თუ იგი სწორად დამწიფდა. მკვახე ხილი კი დიდი რაოდენობით А და В ჰიპოგლიცინს შეიცავს. ეს შხამიანი ნაერთები იწვევს ღებინებას, რომელიც, ყველაზე მძიმე ფორმაში, გამოიწვევს კომას ან გარდაცვალებას.

შედეგად, FDA-მ 2000 წელს აკრძალა ამ პროდუქტის წარმოება და გაყიდვა.

12. კასუ მარცუ

ოდესმე გიჭამიათ ბუზის ლარვებით სავსე ყველი? აშშ-ში მას ნამდვილად ვერ იპოვით. სარდინული ყველი casu marzu იქ აკრძალულია. მწარმოებლები ამ ყველს ამზადებენ ყველ პეკორინოში ბუზის ლარვების შეყვანით. ლარვები “აჩქარებს ფერმენტაციას”. ზოგიერთი მომხმარებელი ყველიდან ლარვებს ჭამის წინ იღებს, სხვები კი მათთან ერთად მიირთმევს. ლარვებს, შეწუხების შემთხვევაში, შეუძლიათ 15 სმ-მდე მანძილზე ხტომა. ამ მიზეზით, კასუ მარცუს მომხმარებლებს ურჩევენ, ჭამამდე თვალები დაიცვან.

11. ბელუგას ხიზილალა

მდიდარმა ფენამ დიდი ხნის წინ შეაფასა ხიზილალა და თევზის კონსერვები. თუმცა, თუ იშვიათ დელიკატესზე ვისაუბრებთ, ესაა ბელუგას ხიზილალა, რომელიც კასპიის ზღვაში მოიპოვება. აშშ-ს თევზეულისა და ველური ბუნების სამსახურმა აკრძალა ბელუგას ხიზილალას იმპორტი, რადგან ეს თევზი “გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან” გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კანონის მიხედვით. ბელუგას რაოდენობა 90%-მდე შემცირდა.

10. ზვიგენის ფარფლები

რამდენადაც ზვიგენის უამრავი სახეობა გადაშენების პირას იმყოფება, აშშ-ს ზოგიერთ შტატში აკრძალულია ზვიგენის ფარფლების მოხმარება. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, ადამიანები ზვიგენის ფარფლებს აზიური სუპის მოსამზადებლად იყენებენ. შედეგად, ადამიანები ყოველწლიურად 100 მილიონამდე ზვიგენს ხოცავენ. სამწუხაროდ, გაძლიერებული თევზჭერაც ამცირებს ოკეანეებში ზვიგენების პოპულაციას.

9. ფუა-გრა

ფუა-გრა ნიშნავს იმ იხვის ან ბატის “ცხიმიან ღვიძლს”, რომელსაც გაძლიერებულად აჭმევენ კილოგრამობით ხორბალს, რაც მათ ღვიძლს ბერავს. გასაკვირი არაა, რომ ეს ცხოველთა დამცველებს სადიზმად მიაჩნიათ. PETA აცხადებს, რომ იმ ფრინველებში, რომლებსაც შეგნებულად კვებავენ ფუა-გრის მისაღებად, სიკვდილიანობა ოცჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. გარდა ამისა, ფუა-გრას მხოლოდ მამრი ფრინველებისგან ამზადებენ, ამიტომ მდედრ წიწილებს კატის საკვებად ამუშავებენ. შესაბამისას, კალიფორნიამ აკრძალა ფუა-გრა, თუმცა ფედერალურმა სასამართლომ აკრძალვა გააუქმა.

8. უმი რძე

რატომ მოხვდა “ჯანსაღი პროდუქტი” – არაპასტერიზებული რძე – აკრძალულ საკვებთა სიაში? ეს იმიტომ, რომ უმი რძე შეიძლება შეიცავდეს მავნე ბაქტერიებსა და სხვა მიკრობებს, რომლებსაც ფატალური შედეგის გამოწვევაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კვებიღი მოწამლვა საკმაოდ ხშირია პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, უმი რძე ერთ-ერთი ყველაზე სარისკოა მათ შორის. მას შეუძლია დიარეის, კუჭის სპაზმებისა და ღებინების გამოწვევა. იშვიათ შემთხვევებში, იგი იწვევს თირკმლების უკმარისობას, პარალიზებასა და სიკვდილს.

7. შოკოლადის კვერცხი Kinder Surprise

აკრძალული პროდუქტების სიაში ყველაზე უცნაურია ის, რომ აშშ-ში აკრძალულია შოკოლადის კვერცხი Kinder Surprise. ამ ტკბილეულში მცირე ზომის სათამაშოა, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის კაფსულაში. თუმცა, როგორც Der Spiegel-ი ირწმუნება, 1938 წლიდან, აშშ-ში აკრძალულია საკვებად უვარგისი პროდუქტის მოთავსება საკვებში.

პატარა ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ შიგნით რაღაც არის, ამიტომ ეს სათამაშო მათ დახრჩობას გამოიწვევს. ყოველ წელს, აშშ-ში ათი ათასობით ქინდერს პოულობენ ტურისტთა და ადგილობრივთა ბარგში საბაჟოებზე. შოკოლადის თაყვანისმცემლებმა სახელმწიფოს პოზიციის შეცვლა სთხოვეს, თუმცა წარუმატებლად.

6. ხელოვნური საკვები საღებავები

ბევრი პროდუქტი შეიცავს ხელოვნურ საკვებ საღებავებს. თუმცა, სპუნის უნივერსიტეტის თქმით, ავსტრიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის ხელიფულებებმა აკრძალეს ეს საღებავები. მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს ქიმიური ნივთიერებები, დამზადებული ნავთობზე, საკვებ საღებავებში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის, თავის ტვინის სიმსივნესა და ჰიპერაქტივობას.

5. პური კალიუმის ბრომატის შემცველობით

ამ სიაში შემდეგი პურია. პურის უამრავი მწარმოებელი იყენებს დამამჟავებელს სახელად კალიუმის ბრომატი, პურის ცომის გასათეთრებლად და მისი ელასტიურობის ასამაღლებლად. ეს ნივთიერება იძლევა რბილ, ფუმფულა პურს. თუმცა, მას შეუძლია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლების  კიბოს გამოწვევა, თუ დიდი რაოდენობით მოიხმართ.

4. ბრომირებული მცენარეული ზეთი

ბრომირებული მცენარეული ზეთი, შემოკლებით ბმზ, უსიამოვნოდ ჟღერს და ასეცაა. მაიოს კლინიკა აცხადებს, რომ ეს დანამატი ხელს უშლის გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებში ციტრუსის არომატიზატორების განცალკევებას. ეს სადავო ინგრედიენტი აკრძალულია ევროპასა და აზიაში, თუმცა არა აშშ-ში. ბმზ შეიცავს ბრომს, მას კი ორგანიზმში დაგროვების თვისება აქვს.

3. ხორცი რაქტოპამინით

საკვები დანამატი რაქტოპამინი აჩქარებს წონაში მატებას, ან ხელს უწყობს ცხოველების გახდომას, რაც დოზირებაზეა დამოკიდებული. თუმცა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რაქტოპამინს შეუძლია ტაქიკარდიისა და გულის სხვა დაავადებების გამოწვევა ადამიანებში. ამიტომაა იგი აკრძალული ჩინეთში, ევროპაში, რუსეთსა და ტაივანში.

2. რძე ხარის ზრდის რეკომბინანტური ჰორმონით

სინთეტიკური ჰორმონი ზრდის მეძუძურ ძროხებში რძის პროდუქტიულობას. თვითონ rBGH ცოტათი თუ მოქმედებს ადამიანებზე. მკვლევარებს მაინც აშფოთებთ ის, რომ ზრდის ჰორმონებზე მანიპულირება ძროხებში ზრდის სხვა ჰორმონის დონეს, რომელსაც ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორი ეწოდება. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადამიანის ზრდის ჰორმონზეც(მაგალითად, ზრდის პროსტატის ან სარძევე ჯირვლის კიბოს გაჩენის რისკს). კანადასა და ევროპის ქვეყნებში rBGH აკრძალულია.

  1. ოლესტრა

საკვებ პროდუქტში ყველაზე საშინელება ისაა, რომ ჩვენ თითქმის არასდროს ვიცით მათში შემავალი ყველა ინგრედიენტის შესახებ. მაგალითად, ასეთი ინგრედიენტია, რომელზეც თქვენ, ალბათ, არასდროს გსმენიათ, ოლესტრა. ესაა ცხიმის სინთეტიკური შემცვლელი; აქვს ნულოვანი ალორიულობა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტოვებს აუთვისებლად. ეს შეიძლება შესანიშნავ გამოგონებად მიიჩნიოთ, განსაკუთრებით, თუ თქვენ უცხიმო საკვებს ყიდულობთ. თუმცა, ეს ინგრედიენტი ეჭვქვეშ დადგა სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო, მათ შორისაა დიარეა, მეტაბოლიზმი, კუჭის სპაზმები და ცხიმიანი განავალი. შედეგად, კანადისა და დიდი ბრიტანეთის რეგულატორებმა მისი აკრძალვა გადაწყვიტეს. გვერდითი მოვლენების გამო, მათ აკრძალეს ის საკვებიც, რომლებიც ოლესტრას შეიცავს, მაგალითად, ჩიფსები.

აი, ასე აფუჭებენ ადამიანები იმ პროდუქტს, რომელიც შეიძლება საკვებად გამოსადეგი და უსაფრთხო ყოფილიყო.