როგორ შევინახოთ პომიდორი, რომ დიდი ხნით გემრიელი დარჩეს

8032

როგორც კი მოსავლის აღება იწყება, მებაღეებისა და მებოსტნეების წინაშე ერთი საკითხი დგას: როგორ შევინახოთ მოსავალი ისე, რომ დიდი ხნით გემრიელი დარჩეს და ამასთან ბევრი ადგილი არ დაიკავოს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიასახლისები ზამთრისთვის კონსერვების მზადებას იწყებენ. ამის გარდა, რამდენადაც შესაძლებელია პომიდვრის ახალი სახით შენახვა გვსურს, რომ ზამთარში სალათების, სოუსების, მეორე კერძის და ა.შ. საკვების მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

„ვივიენი“ პომიდვრის მთელი წელი შესანახად უჩვეულო და ამავე დროს ძალიან მარტივ მეთოდს, ვაკუუმით გაყინვას გირჩევთ. დამეთანხმეთ, უფრო სასარგებლო და მარტივია პომიდორი საყინულიდან გამოიღოთ, ვიდრე ზამთარში სუპერმარკეტში „პლასტმასის“ ნაყოფი შეიძინოთ.

ბოსნტეულის ვაკუუმით გაყინვა ზამთრისთვის

ამ მეთოდით მთელი ან დაჭრილი პომიდვრის შენახვა შეგიძლიათ. ასე მაცივრის საყინულეში ბევრ ადგილას არ დაიკავებთ, რადგან პომიდვრის შეფუთვა კომპაქტური და მჭიდროა. მცირე საყინულეშიც კი ძალიან ბევრი შეფუთვის შენახვას შეძლებთ.

აიღეთ მჭიდრო პოლიეთილენის პაკეტი (ჩვეულებრივი, ან სპეციალური საყინულისთვის განკუთვნილი) და ნებისმიერი სახეობის პომიდორი მოამზადეთ. შემდეგ ერთ რიგად ჩააწვეთ. ჩვეულებრივი პლასტმასის მილი აიღეთ და პაკეტიდან ჰაერი ამოტუმბეთ. ასე შენახული პომიდორი ძალიან კომპაქტურია და საყინულეში დიდხანს ინახება. ამასთან დიდ ადგილს არ იკავებს.

პომიდვრის შენახვის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნახეთ!