აფთიაქის იაფფასიანი კრემები: იაფი, თუმცა წარმოუდგენლად სასარგებლო

100293

ხანდახან, სამკურნალო პრეპარატები, კოსმეტიკურთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია. ჩვენ შევარჩიეთ აფთიაქის 10 იაფფასიანი პროდუქტი, რომლებსაც თქვენთვის მოულოდნელი ეფექტი და თვისებები აქვს.

1. ენტეროგელი

ორგანიზმის ინტოქსიკაციის დროს გამოსაყენებელი ტრადიციული საშუალება თქვენს გარეგნობასაც იხსნის წვეულების შემდეგ. სამედიცინო ასპექტში, თვალქვეშა შეშუპება – ესაა წყალი, რომელიც “გაიჭედა” ქუთუთოების ცხიმოვან ფენაში. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ძილის წინ წაისვით თვალქვეშ ენტეროგელი. სანამ გძინავთ, ეს გელი ამოიწოვს ჭარბ სითხეს და დილით გაცილებით უკეთესი სურათი დაგხვდებათ. ეს გელი აუწყლოებს კანს, ამიტომ, დილით პირის დაბანის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიტენიანეთ კანი ნიღბით ან კრემით.

2. კრემი “ეფ99”

კრემი, რომელიც შედგება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და F ვიტამინისგან. იგი აქამდე გამოიყენებოდა ეკზემისა და დერმატიტის სამკურნალოდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სხვა უამრავი თვისებაც აქვს. პირველ რიგში, ეს საუკეთესო საშუალებაა ქარის ან მზის დამწვრობისას კანის აქერცვლის თავიდან ასაცილებლად.

მეორეც, კრემი შეუცვლელია ტერფების მოვლისთვისაც: არავითარი ნახეთქი, დაზიანებული ან გაუხეშებული ნუნები, თუ მას ყოველ ღამით წაისვამთ. მესამეც, ის მშრალ კანს უბრუნებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს, დაუყოვნებლივ შეიწოვება, არ იძლევა ფენის ეფექტს. მეოთხეც, გვეხმარება გამონაყართან და ფერიმჭამელებთან ბრძოლაში, რამდენადაც მას შეუძლია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარეგულირება და მკვდარი უჯრედების მოშორება.

3. ხსნარი “ტიოგამა” წვეთოვანისთვის

მოწამლვასთან საბრძოლველი საშუალება, ფაქტობრივად, სუფთა ალფა-ლიპოური მჟავაა(უმძლავრესი ანტიოქსიდანტი), რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აჩქარებს კანის უჯრედების აღდგენას, გვეხმარება გამონაყართან, ფერიმჭამელებთან, ნაოჭებთან, მზის დამწვრობის შედეგებთან ბრძოლაში, აქვს დეტოქს-ეფექტი. კონსისტენციით გვახსენებს უბრალო წყალს, რომელიც უნდა დაიტანოთ კანზე თხელ ფენად, ჩვეულებრივი დატენიანების პროცესის წინ. უხდება მხოლოდ ცხიმიან და კომბინირებულ კანს, რადგან მის ზედა ფენას აშრობს.

4. “კურიოზინ-გელი”

მისი პირდაპირი დანიშნულებაა აკნესთან ბრძოლა. თუმცა, მოქმედების პრინციპი საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ეს გელი ანტიასაკობრივ საშუალებადაც. როგორც აკნესთან ბრძოლაში, გადამწყვეტი მომენტია კანის განახლების, ახალგაზრდა და ჯანსაღი უჯრედების ზრდისა და ღრმა დატენიანების პროცესების დაჩქარება(გელი შეიცავს ჰიალურონის მჟავას საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით). ხელს უწყობს კანის რელიეფის მოსწორებას, წვრილი ნაოჭების დაგლუვებასა და კანის ფერის გაუმჯობესებას.

5. ბეპანტენი

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა პანტოტენური მჟავა, იგივე პროვიტამინ B5. სწორედ პანტოტენური მჟავაა A ვიტამინის წინაპარი, რომელიც პასუხს აგებს კანის რეგენერაციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ “ბეპანტენი” – ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვისაც კანის განახლება, დამშვიდება, დაგლუვება და გასწორება სურს.

6. “კაპსიკამი”

გამახურებელი მალამო შეძლებს, არც მეტი, არც ნაკლები, ცელულიტების დამალვას! წაისვით იგი პრობლემურ ზონაზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით(იგრძნობთ მცირე წვას, კანი შეიძლება გაწითლდეს სისხლის მოდინების გამო) და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უფრო მკვეთრი ეფექტისთვის, დაიზილეთ იგივე მონაკვეთები ყინულის კუბებით. ცელულიტი ვიზუალურად გაქრება 3-4 საათით!

7. ბლეფაროგელი

შესანიშნავი საშუალებაა, ჰიალურონის მაღალი შემცველობით, ქუთუთოების ნაზი კანისთვის. დაემშვიდობეთ “იხვის თათებს”.

8. არნიკა

საერთოდ, ითვლება, რომ ეს მალამო აჩქარებს ჰემატომებისა და სილურჯეების გაწოვას, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია სისხლისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესება, აქვს დამამშვიდებელი, შეშუპებისსაწინააღმდეგო და მარეგენერირებელი ეფექტი. ალბათ უკვე მიხვდით: დიახ, ის შესანიშნავად გაუმკლავდება კანის სიმშრალეს, მიმიკურ ნაოჭებსა და ტონუსის დაკარგვას.

9. აპილაკი

ეს მალამო ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იწარმოება და ჯერ კიდევ არ დაუკარგავს აქტუალობა, როგორც ცხიმოვანი ჯირკვლების დაქვეითებული აქტივობის, აკნესა და ფერიმჭამელების საწინააღმდეგო საშუალებას. იგი დამზადებულია დედა ფუტკრის რძეზე, რომელიც ცნობილია თავისი მკვებავი და მადეზინფიცირებელი თვისებებით.

10. რელიფი

თუ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი გამოტყდნენ, რომ ბუასილის სამკურნალო მალამოს ქუთუთოების დასატენიანებლად იყენებენ, ჩვენ რისი უნდა შეგვრცხვეს? დიახ, ის ხსნის შეშუპებებს, აგლუვებს ნაოჭებს და არ აქვს გვერდითი მოვლენები.

თქვენ თუ იცით მსგავსი პრეპარატების შესახებ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.