ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რას ფიქრობენ ადამიანები თქვენზე პირველი შეხვედრის დროს და რატომ ცდებიან

2643

ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება ხშირად მცდარია არა იმიტომ, რომ ცდილობს თავი სხვანაირად მოაჩვენოს. თითოეულ ადამიანს ხასიათში დომინანტი თვისებები აქვთ, რომლებიც რაღაც მიზეზით შეიძლება არასწორად გაგებული აღმოჩნდეს. ასტროლოგია თვლის, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც ადამიანი დაიბადა. საინტერესოა, დაეთანხმებით თუ არა, რატომ ცდებიან ადამიანები კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში?

1. ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენელი სწრაფი აფეთქებისა და სიმტკიცის გამო შეიძლება აგრესიული მოგეჩვენოთ. სინამდვილეში ის მიზანდასახული და მომთხოვნია, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. განა ეს ნაკლია?

2. კურო

კუროს სიჯიუტეზე ლეგენდები შეიძლება დაწეროთ. ერთი შეხედვით, არავის და არაფერს შეუძლია მას აზრი შეაცვლევინოს, მაგრამ ამის მიღმა წესრიგის და სტაბილურობის მიმართ სიყვარული, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ერთგულება და საიმედოობა იმალება.

3. ტყუპები

აქტიური ტყუპები სიტუაციას შესანიშნავად ერგებიან. ამ მიზეზით ხშირად ნაკლებად საიმედო ადამიანად მიიჩნევენ, სინამდვილეში ის რეალურ პერსპექტივაზე ფიქრობს, ხოლო მისი შორსმჭვრეტელობის შეიძლება გშურდეთ.

4. კირჩხიბი

კირჩხიბი ზოგჯერ ძალიან აზიზი და ოდნავ მოსაბეზრებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ერთსა და იმავეს რამდენჯერმე კითხულობს, მაგრამ სინამდვილეში სურს, რომ ირგვლივ ყველა კარგად იყოს.

5. ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ეგოისტური ნარცისი არაა. მისი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა თვითსიყვარულთან კავშირში არაა – უბრალოდ იმდენად სიცოცხლით აღსავსე და მხიარულია, რომ თავისი სინათლით უნებლიეთ ირგვლივ ყველაფერს აბნელებს.

6. ქალწული

კრიტიკა, შეიძლება იყოს პირველი რამ, რასაც ქალწულისგან მოისმენთ. მას პედანტურ და ზოგჯერ მოუთმენელ ადამიანად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ სურს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. სწორედ ამ თვისების წყალობით მას ადამიანების საუკეთესოდ შეცვლა შეუძლიათ.

7. სასწორი

სასწორის ორჭოფობა და ეჭვები შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. ის კი მხოლოდ საუკეთესო სურვილებით მოქმედებს და გადაწვეტილების მიღების შესაძლებლობას სხვებს აძლევს. სასწორი ბედნიერია მაშინ, როცა ირგვლივ ყველა ბედნიერია.

8. მორიელი

შეიძლება ითქვას, რომ მორიელი მსჯელობის დროს მკაცრი, ცინიკური, პირდაპირი და კრიტიკულია. სინამდვილეში პათოლოგიურად გულწრფელი და პრაქტიკულია, ამასთან კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს. ის არ დახარჯავს დროს იმაზე, ვინც მას არ იმსახურებს.

9. მშვილდოსანი

გადაწყვეტილების მიღების დროს მშვილდოსნის სიმსუბუქე და ოპტიმიზმი ზოგჯერ არასერიოზულ და პასუხისმგებლობის აღების სურვილის არ ქონის შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში მისთვის საზღვარი არ არსებობს. მას მიზნის მისაღწევად მოკლე გზის პოვნა და ყველაფერში წარმატების მიღწევა შეუძლია.

10. თხის რქა

თუ თხის რქას კარგად არ გაიცნობთ, შეიძლება ითქვას, რომ ის ნებისმიერ ცვლილებას მკაცრად უარყოფს. თუმცა კარგად მოფიქრებული გეგმა ყოველთვის აქვს, რომელსაც მისდევს. ამ ნიშნის წარმომადგენელი საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებში ურყევია.

11. მერწყული

მერწყულთან პირველი შეხვედრა შეიძლება რობოტთან ურთიერთობას ჰგავდეს, იმდენად კარგად მალავს საკუთარ ჭეშმარიტ გრძნობებს. ეს მხოლოდ ფასადია. სინამდვილეში მერწყული წარმოუდგენლად ჭკვიანია და იცის ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.

12. თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენელი ხშირად უმწეო გვგონია იმის გამო, რომ ის ძალიან მშვიდობისმოყვარეა და ურჩევნია დაგეთანხმოს, ვიდრე საკუთარი აზრი დაიცვას. თუმცა ამის მიღმა მოთმინება და შინაგანი ძალა იმალება, რომელიც აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს.

ცოტა უცნაურია, რომ მცდარი პირველი შთაბეჭდილება სწორედ დადებითი თვისების წყალობით ყალიბდება. ასტროლოგების აზრს ეთანხმებით?