იდეალური ჯინსი: როგორ ავიცილოთ თავიდან დაბალი, „ჩამოწეული“ დუნდულების ეფექტი.

2773

თითოეული ქალი თავისებურად ლამაზია და თითოეულს თავისი ტიპის ფორმა აქვს. სწორედ ამიტომ, ის ტანსაცმელი, რომელიც ერთს უხდება, შეიძლება მეორეს საერთოდ არ შეეფერებოდეს.

სტილისტი ნატალია გონჩაროვა გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ჯინსის შარვალი თქვენი ფორმების მიხედვით. თავდაპირველად, შარვალი უნდა ჩაიცვათ და ზურგით სარკისკენ მოტრიალდეთ, შემდეგ დგომა, მოდელი და სტრუქტურა გაანალიზოთ.

ყველაზე მოდური ჯინსის შარვლები

„დუნდულები, თეძოების სიფართე ყველას განსხვავებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის უნივერსალური ვარიანტი არ არსებობს, მაგრამ სტრუქტურის ელემენტების მუშაობის პრინციპში გარკვევა ღირს“.

1. “ჯიბეებს შორის დაშორება. რაც უფრო მეტად არის ჯიბეები დაშორებული, თეძოები მით უფრო ფართო ჩანს“.

2. “ჯიბის სიმაღლე. ჯიბეები დუნდულების მაღალ წერტილში უნდა მდებარეობდეს. როცა ის ძალიან ქვემოთ არის მოთავსებული, ისე ჩანს, თითქოს ეს წერტილი ძალიან დაბლა არის. ასე ჩამოწეული, „დაბალი“ დუნდულის ეფექტი იქმნება. ჯიბე დუნდულის შუაში არის ვარიანტი, რომელიც ადამიანების უმეტესობას შეეფერება“.

3. “ჯიბის ზომა. ჯიბის ზომა თქვენი ზომების პროპორციული უნდა იყოს. პატარა ჯიბეები და დიდი ტრაკი საუკეთესო შეხამება არაა. ჯიბეები ვიზუალურად უფრო პატარა, ხოლო დუნდულები უფრო დიდი გამოჩნდება.

4. “დახრის კუთხე ერთმანეთის მიმართებაში. ჯიბეები, რომლებიც თითქმის ერთმანეთის პარალელურად არის განთავსებული, დუნდულებს უფრო თანაბარს ხდის. მსუბუქი დახრა აწეული დუნდულების ეფექტს იძლევა. აი, ძლიერი დახრა კი დუნდულებს ქვემოთ ფართოდ წევს“.

5.“უკანა კოკეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის კარგ ფორმას უზრუნველყოფს. კოკეტის ხაზი, რომელიც კუთხურად და არა სწორ ხაზად არის წარმოდგენილი, დუნდულებს უფრო მრგვალს აჩენს. სწორად შერჩეული ჯინსი ფორმების ღირსებას ხაზს გაუსვამს.

6.ჯინსის სიმაღლე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალწელიანი ჯინსი ყველას უხდება. დაბალწელიანი მხოლოდ მათ, ვისაც მსხლის ან ქვიშის საათის ფორმები აქვთ.

7.სტრუქტურა და მოდელი. მოტკეცილი ჯინსის შარვალი უხდება საშუალოზე მაღალ და თხელი ფეხების მქონე ქალებს. მომდგარი შარვალი – იდეალური ფეხების მქონე ქალებს, ხოლო სწორი – სრულ ქალებს.

ცალკე უნდა ითქვას ვიწრო ჯინსის შარვლებზე, რომლებიც დღემდე აქტუალურია. სტილისტი ნატალია მათზე შემდეგს ფიქრობს.

„მარცხნივ მოცემულია ვიწრო შარვალი, მარჯვნივ კი თითქმის იგივე, ოღონდ უფრო მოდური ინტერპრეტაციით. ის ისეთივე ვიწროა, მაგრამ ქვემოთ ცოტა უფრო საჰაეროა დამატებული. ფეხებს მჭიდროდ არ ეკვრის. ასე აჭრილი კუთხე უფრო დელიკატურია“.

„ასევე მნიშვნელოვანია, თუ ვიწრო შარვალს რასთან კომბინაციაში ჩაიცვამთ. თუ მას მოტკეცილ მაისურს დაუმატებთ, არც თუ ისე ლამაზი იქნება. ვიწრო შარვალს უფრო მოცულობითი ზედა სჭირდება. თუნდაც, უმნიშვნელოდ ფართო ზედა“.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.