10 ქვეყანა, რომლებიც ქალებისთვის მეტნაკლებად სახიფათოა

863

მოგზაურობის დროს ფრთხილად უნდა იყოთ. გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყნის მონახულება საერთოდ არ ღირს. ფონდმა Thomson Reuters შექმნა ქვეყნების სია, სადაც ქალების მოგზაურობა სასურველი არაა. რეიტინგის შესადგენად ოჯახური ძალადობის, მედიცინის მიმართ ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის დონის გათვალისწინებით გამოკითხვა ჩაატარეს.

1. ინდოეთი

ამ ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობის დონე დღემდე იზრდება. ინდოეთი ყველაზე სახიფათო ქვეყნად სამი მიმართულებით დასახელდა: სექსუალური ძალადობის რისკი, განსხვავებული კულტურული ჩვევები და ადამიანებით ვაჭრობა.

2. ავღანეთი

ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად შეფასდა სამი მიმართულებით – არასექსუალური ძალადობა, ჯანდაცვის მიმართ ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობა.

3. სირია

რისკი მოიცავს ჯანდაცვის მიმართ ხელმისაწვდომობას, არასექსუალურ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას.

4. სომალი

საფრთხე მოიცავს ჯანდაცვის მიმართ ხელმისაწვდომობის არ არსებობას და არა ნორმალურ კულტურულ პრაქტიკას.

5. საუდის არაბეთი

კონსერვატიული სამეფო ყველაზე სახიფათო ქვეყნად ეკონომიკური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე უჩვეულო კულტურული ჩვევების გამო დასახელდა.

6. პაკისტანი

ქალებისთვის ამ ქვეყანაში შესვლის რისკი მოიცავს რელიგიურ და ტრადიციულ ჩვევებს, მათ შორის ღირსების დასაცავად მკვლელობას, არასექსუალურ ძალადობას და ოჯახში ძალადობას.

7. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ქალებისთვის ამ ქვეყანაში მოგზაურობა სახიფათო პირველ რიგში სექსუალური ძალადობის გამო არის.

8. იემენი

იემენს ცუდი რეიტინგი აქვს ჯანდაცვის და ეკონომიკური რესურსების მიმართ ხელმისაწვდომობის მიხედვით, ასევე კულტურული და ტრადიციული პრაქტიკის რისკი არსებობს.

9. ნიგერია

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ქვეყნის სამხედრო პირებს მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალს სდებენ.

10. აშშ

პირველ ათეულში ერთადერთი დასავლეთის ქვეყანა მოხვდა სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების შემთხვევაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის არარსებობის კუთხით.