ამ საშუალების წყალობით ბებოს 82 წლის ასაკშიც კი გაგება არ ჰქონდა რა იყო სახსრების ან ხერხემლის ტკივილი.

0
18693

ჭეშმარიტად, საუკეთესო საშუალებაა რაც კი საკუთარ თავზე გამომიცდია. ერთხელ კისერი ამტკივდა ისე, რომ ჯდომაც კი მიჭრდა ამ დროს ბებიამ შემომთავაზა თავისი ჯადოსნური შესაზელი საშუალება.

ამ საშუალების გამოყენებისას ვერ წარმოვიდგენდი რომ ყკვე მეორე დღეს უდიდეს შვებას ვიგრძნობდი, თითქოს ტომარა ჩამომხსნეს მხრებიდან.

ოთხი დღის შემდეგ საერთოდ დავივიწყე ტკივილი, ვივიენის თხოვნით გთავაზობთ სწორედ ამ საშუალების რეცეპტს.

ის კურნავს ყველაფერს: რადიკულიტს, ართრიტს, ართროზს, ოსტეოქონდროზს- ყველაფერს, რაც დაკავშირებულია სახსრებთან და ძვლოვან ქსოვილთან.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი სპირტი,
  • 1 ბოთლი ქაფურის სპირტი (10 მლ)
  • 1 ქილა იოდი (10 მლ)
  • 10 აბი ანალგინი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ყველა ეს ინგრედიენტი გადაურიეთ და დააყენეთ ბნელ ადგილას 21 დღე, შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  2. შეიზილეთ დაწოლის წინ, შეიხვიეთ მტკივანი არე შალის ქსოვილით და დაწექით დასაძინებლად.
  3. შეგიძლიათ დღისით შეიზილოთ, თუ გარეთ გასასვლელი არ ხართ.
  4. ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ კურსი:10 დღე შეიზილოთ, შემდეგ 5 დღე შესვენება, შემდეგ ისევ 10 დღე შეიზილოთ.

ქაფურის სპირტი

ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალება, ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო, ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ მოქმედებას. ახდენს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოვებების აგზნებას, რეფლექტორულად აუმჯობესებს ქსოვილების და ორგანოების ტროფიკას.

იოდი

იოდი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული საშუალება ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. აღნიშნული ფარმაკოლოგიური მოქმედება ემყარება ცილების კოაგულაცის შედეგად იოდამინების წარმოქმნის უნარს. როგორც ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება, იოდი გამოიყენება მიოზიტებისა და ნევრალგიების სამკურნალოდ.
შიგნით მიღებისას იოდი აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.Oიოდი მოქმედებს ცილოვან და ლიპიდურ ცვლაზეც, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
ფარმაკოკინეტიკა: იოდი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (ძირითადად), ნაწლავებით, სარძევე და საოფლე  ჯირკვლებით.

ანალგინი

ანალგინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაკავშირებულია ანთების ენდოგენური მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც ტკივილის რეაქციის წარმოქმნაში მონაწილეობს. ანალგინი ხელს უშლის ნერვულ ბოჭკოებში ტკივილის იმპულსების გატარებას და ზრდის აგზნების ზღურბლს თალამუსის დონეზე. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ნეიტროფილური ლეიკოციტებიდან, ბაქტერიული ენდოტოქსინებიდან და ა. შ. ნივთიერებების წარმოქმნისა და გამოთავისუფლების შემცირებით.

ბებოს მიერ ნასწავლები ამ საოცარი შემახურებელი რეცეპტის, გამოყენების და გასაოცარი შედეგის მიღების შემდეგ გადავწყვიტე თავადაც მომეძებნა მსგავსი რეცეპტები და შემევსო ჩემი სამედიცინო ყულაბა.

შესახურებელი შესაზელი საშუალებები სახსრების, წელის, კისრის ტკივილისას

შევახუროთ თუ არ შევახუროთ

ზოგჯერ წელისა თუ სახსრების ტკივილის დროს გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს, შევიზილოთ თუ არა შესახურებელი საშუალება/მალამო. ამიტომ წარმოგიდგენთ სიას ვისთვისაც არ შეიძლება ასეთი საშუაელბის შეზელვა.

  • ორსულ და მეძუძურ დედებს.
  • ადამიანებს რომელთაც გამძაფრებული მგრძნობელობა აქვთ საშუალების კომპონენტების მიმართ.
  • ალერგიულ ადამიანებს
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამწვავებული დაავადებისას
  • მოტეხილობისას, ნაზი ქსოვილის დაზიანებისას
  • ჰემატომების არსებობისას
  • კანზე დაზიანებების არსებობის შემთხვევაში (ნაკაწრები, ჭრილობა, დერმატიტი, ეგზემა)
  • ინფექციური დაავადებებისას
  • ქრონიკული ჰეპატისისას
  • ტუბერკულიოზის დროს
  • შაქრიანი დიაბეტის დროს

სათაურიდავე ნათელია, რომ სიმხურვალე გარანტირებულია.რატომ მაინცდამაინც შემახურებელი საშუალება? იმიტომ, რომ ისინი სტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ არეში და ხელს უწყობენ გაცვლითი პროცესების აღდგენას. თუ თქვენ არავითარი შეზღუდვა არ გაქვთ მიღებასთან დაკავშირებით, დაიმახსოვრეთ დამწვრობა ასეთი საშულებების გამოყენებითაც შეიძლება მიიღოთ თუ გაუფრთხილებლად გამოიყენებთ მათ.

“არომატული” წიწაკა
3 ცალი ცხარე წიწაკა + 3 შეკვრა ვალერიანი + 1 ოდეკოლონი. დააყენეთ ბნელ ადგილას 10 დღე.

ბოლოკი და მარილი
ერთი ჭიქა ბოლოკი წვენი + 1 ჩ/კ მარილი + 20 გ არაყი. შეურიეთ და შეიზილეთ მტკივან არეზე.

მანდრაგორი(ადამის ფესვები) წელის არეში ტკივილისას
200 გ ადამის ფესვები (გახეხეთ სახეხზე) + 0,5ლ არაყი. დააყენეთ 5 დღე ბნელ ადგილას.

კარტოფილი და პირშუშხაც კურნავს
გახეხეთ 300 გრამი პირშუშხა და 300 გრამი ნედლი კარტოფილი. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ მასა და დაიდეთ 1-2 სმ სისქის ცომივით დაზიანებულ არეზე, გადაიფარეთ პარკი, გაიჩერეთ არანაკლებ 1 საათისა

შესაზელი საშუალება ნავთითა და წითელი წიწაკით
200 მლ ნავთი + 200 მლ მზესუმზირის ზეთი + 5 ცალი წითელი წიწაკა (გაატარეთ ხორცსაკეპში). შეურიეთ და დააყენეთ 10 დღე.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი