აღშფოთებული ტრიქოლოგი: ნედლი კვერცხით თავის დაბანა შეწყვიტეთ, ან მხოლოდ კვერცხის გული გამოიყენეთ

2165

ადრე შამპუნების, კონდიციონერების და ტონიკების ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი არ გვქონდა, როგორც ახლა. დღეს ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეხვიდეთ და მსგავსი საშუალებების მთელი რიგი ნახოთ. არჩევანი იმდენად დიდია, რომ გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. თუმცა თუ შემადგენლობას დახედავთ, მწარმოებლების მიერ პროდუქტის შემადგენლობაში გამოყენებული სულფატების და კონსერვანტების რაოდენობამ შეიძლება საგონებელში ჩაგაგდოთ.

კვერცხის გული თმისთვის

ადრე ქალები თავის დასაბანად ჩვეულებრივ კვერცხს იყენებდნენ. თავისი შემადგენლობის წყალობით კვერცხი თმის ზრდასა და ხარისხზე გავლენას ახდენს.

კვერცხის სასარგებლო თვისებები თმისთვის

1. კვერცხი A, D და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია. ისინი კანს ღრმად ატენიანებენ და ბევრ მკვებავ ნივთიერებებს აძლევენ.

2. ბუნებრივი ემულგატორი ლეციტინი თავის კანის დამცავ ბარიერს აღადგენს, ასევე სხვა სასარგებლო კომპონენტების მოქმედებას აძლიერებს.

3. კვერცხის ცილა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ის მკვებავი ნივთიერებებით არა მხოლოდ თმას, არამედ კანის ზედაპირს უზრუნველყოფს. ასევე თმის ცხიმიანობას შესანიშნავად ებრძვის.

4. კვერცხში შემავალი ცხიმოვანი მჟავები თმას უფრო ხავერდოვანს და ნაკლებად მტვრევადს ხდის. გაღიავებულ თმას სწრაფად აღდგენაში დაეხმარება.

5. თუ თმისთვის კვერცხის გულს გამოიყენებთ, თმა ნაკლებად აიბურდება და უფრო დამჯერი გახდება.

თუმცა, თავის დასაბანად კვერცხის გულის გამოყენებას აპირებთ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა გაითვალისწინოთ. აუცილებელად წაიკითხეთ, სანამ თმის გასაზრდელად კვერცხის გულის გამოყენებას გადაწყვეტთ.

საქმე იმაშია, რომ დაბანის სპეციფიკურ მეთოდს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თხელ, უსიამოვნო და აბურდულ თმას მიიღებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ინსტრუქცია გაითვალისწინეთ!

კვერცხით თავის დაბანის წესები

1. სცადეთ, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კვერცხის გული გამოიყენოთ. კვერცხის ცილის ჩამობანა გაცილებით რთულია.

2. დაბანის შემდეგ თმას უსიამოვნო სუნი რომ არ ჰქონდეს, აუცილებად ყველა ფირი მოაშორეთ.

3. პროცესი უფრო კომფორტული რომ გახდეს, კვერცხის გული ათქვიფეთ. ასე მისი ჩამობანა და დაბანის შემდეგ თმის დავარცხნა ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება.

4. კვერცხი სველ, გაწურულ თმაზე წაისვით. სრულად სველ თმაზე მისი გამოყენება არ ღირს.

5. კვერცხის გული ისე ჩამოიბანეთ, როგორც შამპუნი – კარგად და სრულად.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.