სახლში მომზადებული „ბეჰეროვკა“ (ჩეხური ბალახების ლიქიორი): აი, რა არ უნდა შეურიოთ.

1577

ჩეხურ ლიქიორს „ბეჰეროვკას“ მდიდარი ორასწლიანი ისტორია აქვს. სასმელს სახელი აფთიაქარი ვარ იოსეფ ბეჰერის საპატივცემულოდ შეარქვეს, რომელმაც 1807 წელს კუჭის სამკურნალოდ მისი წვეთობით გაყიდვა დაიწყო.

1841 წელს იოჰან ბეჰერმა (იოსეფის შვილმა) საოჯახო ნაყენი ლიქიორად გადააკეთა და მისი წარმოება სხვა რელსებზე გადაიყვანა. იმ დროიდან ბოთლის ეტიკეტი და დიზაინი არ შეცვლილა.

დღეს „ბეჰეროვკა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალახების სასმელია ევროპაში, ჯანმრთელობისთვის მისი სარგებელი ეჭვს არ იწვევს. არ დაგავიწყდეთ, რომ სასმელი თავიდან როგორც წამალი ისე იყიდებოდა.

სახლში მომზადებული „ბეჰეროვკა“

ზომიერად მიღების შემთხვევაში სასმელი შესანიშნავი საჭმლის მომნელებელი, მატონიზირებელი და გაციების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა ხშირად მას ალკოჰოლური კოქტეილების დასამზადებლად იყენებენ.

„ბეხეროვკას“ ორიგინალური რეცეპტი საიდუმლოდ ინახება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის შემადგენლობაში 20 სამკურნალო ბალახი შედის. პროფესიონალი დეგუსტატორები სასმელის შემადგენლობის შესახებ სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. თითქმის შეიძლება ითქვას, რომ სასმელში შემდეგი კომპონენტები შედის.

„ბეჰეროვკას“ კომპონენტები:

  1. ქინძი
  2. გვირილა
  3. მიხაკი
  4. აბზინდა
  5. ფორთოხლის და ლიმონის ცედრა
  6. თაფლი

„ვივიენი“ გთავაზობთ მოამზადოთ სასმელი, რომელიც ცნობილ „ბეჰეროკვას“ გემოსთან მაქსიმალურად ახლოსაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ არაყი
  • 150 გრ შაქარი
  • 250 მლ წყალი
  • 2 ჩ/კ ახალი ფორთოხლის ცედრა
  • 2 ილის მარცვალი
  • 10 მიხაკის კვირტი
  • 8 შავი წიწაკის მარცვალი
  • 0,5 ჩ/კ ანისული
  • 1 ჩხირი დარიჩინი

მომზადება:

1. ფორთოხლის ცედრა წვრილ ნაჭრებად დაჭერით. ეცადეთ მხოლოდ ნარინჯისფერი ნაწილი გამოიყენოთ და მწარე თეთრ ნაწილს არ შეეხოთ.

2. დარიჩინი და ილი დანაყეთ.

3. ცედრა და ყველა სანელებელი ქილაში მოათავსეთ.

4. არაყი (სპირტი) დაუმატეთ, კარგად აურიეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

5. ქილა ბნელ ადგილას 7 დღით დადგით. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ.

6. ქვაბში წყალი და შაქარი აურიეთ, დაბალ ცეცხლზე შაქრის ბოლომდე გახსნამდე გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ქაფი მოხადეთ და ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

7. ნაყენს შაქრის სიროფი დაუმატეთ, აურიეთ, თავსახური დაახურეთ და კიდევ 3-4 დღე გააჩერეთ.

8. “ბეჰეროვკა“ რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლსა და ბამბაში გადაწურეთ. შემდეგ ბოთლებში გადაასხით და შეინახეთ.

9. ლიქიორი  მზადაა!

როგორ უნდა დალიოთ “ბეჰეროვკა”

სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ჯოზეფ ბეხერი გირჩევთ ნაყენით დღეში ერთხელ 20 გრ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიოთ. მისი თქმით, ასე მიღებული სასმელი საჭმლის მომნელებელ სისტემას დაარეგულირებს, მეტეორიზმს, ბოყინს, მადის დაკარგავს და გულძმარვას მოგაშორებთ.

„ბეჰეროვკას“ სწორი მიღება დაუსრულებელ კამათს იწვევს. ის ხომ საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად შეიქმნა, შედეგად კი ოდნავ სპეციფიკური გემოს მქონე ლიქიორი გახდა. სასმელის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს.

სუფთა სახით. ნამდვილი მცოდნეები გირჩევენ ლიქიორი სუფთა სახით მიიღოთ. ლიქიორი 6-7 გრადუსამდე უნდა გააგრილოთ და მცირე ზომის ჭიქებში უნდა ჩაასხათ.

ასეთი ტიპის მიღება აპერატივებისთვის გამოდგება. ერთადერთი დასაშვები წასახემსებელი შეიძლება ოდნავ დარიჩინ მოყრილი ფორთოხლის ქერქი იყოს.

ჩაისთან და ყავასთან ერთად. 1 ჭიქა ტკბილ ჩაი (შაქრის ნაცვლად თაფლი გამოიყენეთ) ან ყავას 2 კოვზი სასმელი დაუმატეთ და დესერტთან ერთად დალიეთ.

შესაძლოა, ლიქიორის გემო თითქმის შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ მხნეობას, დაავადებების მიმართ მდგრადობას და შესანიშნავ კუჭის მონელებას აუცილებლად იგრძნობთ.

ლუდთან ერთად. ეს ვარიანტი სლოვაკეთში მოიგონეს. 1 ჭიქა „ბეჰეროვკას“ ერთი მოსმით სვამენ და შემდეგ 1 ჭიქა ლუდს აყოლებენ.

შეუდარებელი გემო აქვს, მაგრამ ძლიერ და სუსტი ალკოჰოლის კომბინაცია სწრაფ თრობას იწვევს.

ნარევებსა და კოქტეილებში. „ბეჰეროვკა“ უნიკალური ლიქიორია, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ ინგრედიენტს ერწყმის. მასზე დაფუძნებული კოქტეილები გემოთი, არომატით და ფერით თქვენს გაოცებას გამოიწვევენ.

ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა ის ფაქტი, რომ ასეთი კოქტეილის დამზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ. ამისთვის ლიქიორს სახლში არსებული ხილის წვენი, ალკოჰოლი, ყინული ან პიტნა დაუმატეთ. არსებობს სასმელი, რომელსაც „ბეჰეროვკა“ არ უნდა შეურიოთ და ეს სასმელებია – არაყი, ღვინო და კონიაკი.