ასეთ შედეგს მიიღებთ, თუ აბაზანის ფარდას ლიმონმჟავაში ჩაალბობთ

0
373

აბაზანის ფარდა პრაქტიკული ნივთია მათთვის, ვისაც შხაპის მიღება უნდა – იგი წყალს აბაზანაშივე ტოვებს, არ აძლევს იატაკის დასველების საშუალებას, ამიტომ ფეხის აცურების შანსებიც მცირდება. 1 თვეში ფარდაზე მტვერი და ობი გროვდება, ამიტომ აუცილებელია მისი რეგულარული რეცხვა.

ყველა ფარდის გარეცხვა კი არ შეიძლება სარეცხ მანქანაში, დანარჩენებისთვის კი სპეციალური, ნელი რეჟიმი უნდა შეარჩიოთ. საუკეთესო ვარიანტია ფარდის ჩალბობა და ჯაგრისით გაწმენდა.

ლიმონმჟავას ხსნარი

საწმენდი საშუალებები, ხშირად, ალერგიის გამომწვევი მიზეზია. მათთან სიფრთხილე მართებთ ფეხმძიმეებს, ზოგი კი საერთოდ ვერ იტანს ქიმიურ სუნს. ამიტომ, დიასახლისებს ყოველთვის აქვთ ხელთ ლიმონმჟავა, სოდა და ძმარი – ერთგული დამხმარეები მთელი სახლის დალაგებაში.

როცა ჩაიდანში ნადები ჩნდება, ყველამ იცის, როგორ უნდა გაწმინდოს იგი ლიმონმჟავათი. ეს ნივთიერება ეფექტურად ებრძვის ობს აბაზანაში, აქვს მადეზინფიცირებელი თვისებები. თუმცა, მჟავასთან ფრთხილად უნდა იყოთ: აუცილებლად ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიკეთეთ დამცავი სათვალეები.

საშინაო პირობებში შეიძლება უნივერსალური საწმენდი საშუალების მომზადება, რომელიც არამხოლოდ აბაზანის ფარდის, არამედ კერამიკული ზედაპირების საწმენდადაც გამოგადგებათ. ლიმონმჟავას ხსნარი კარგად უმკლავდება ფილებს შორის ნაპრალებში ჩამჯდარ ჭუჭყს.

დაგჭირდებათ

  • 2 ს.კ. თხევადი საპონი
  • 2 ჩ.კ. წყალი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1 ლ წყალი
  • შხეფიანი ბოთლი

მომზადება და გამოყენება

1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაუსვით ბინძურ ფარდას. თუ მასზე ძველი ლაქებია, გააჩერეთ ფარდა ხსნარში 15 წუთით.

2. გაწმინდეთ ფარდა ჯაგრისის გამოყენებით.

3. ამის შემდეგ გაავლეთ იგი გამდინარე წყალში და დაკიდეთ გასაშრობად.

აბაზანის ფარდა ახალივით იქნება, ხოლო თუ ბარემ აბაზანის კედლებსაც გაწმენდთ ამ ხსნარით, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ოთახი სისუფთავით იბრწყინებს.

თქვენ როგორ რეცხავთ აბაზანის ფარდას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი