არომატული ლიქიორ “100 ფოთოლი”: ყველა მეზობელი რეცეპტს მთხოვს

0
16781

შავნაყოფიანი ცირცველის კენკრის, ალუბლის, ჟოლოსა და შავი მოცხარის ფოთლების ნამდვილი ვიტამინური კონცენტრატი მსუბუქი კენკრის არომატით – მსგავს ლიქიორს არაფერი შეედრება!

გარდა უჩვეულო გემოსა, იგი სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა: ამცირებს სისხლის წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

“100 ფოთლის” ლიქიორი(რეალურად, 99 ფოთოლია) თამამად შეგიძლიათ ჩამოასხათ ჭიქებში ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვისაც კი. ცალკე სიამოვნებაა იმის მოსმენა, თუ როგორ ცდილობენ ინგრედიენტების გამოცნობას.

100 ფოთოლი

ინგრედიენტები

  • 33 ფოთოლი შავი მოცხარი
  • 33 ფოთოლი ალუბალი
  • 33 ფოთოლი ჟოლო
  • 1 ჭიქა შავი ცირცველის კენკრა
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0.5 ლ არაყი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ყველა ფოთოლი და მოათავსეთ ქვაბში.

2. დაასხით 800 მლ წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით ნელ ცეცხლზე. აადუღეთ მასა და ხარშეთ დაახლოებით 30 წუთით.

3. გააგრილეთ და გაწურეთ სითხე, ოდნავ დააჭირეთ ფოთლებს კოვზით.

4. ფოთლისა და კენკრის დაწურული მასა შეგიძლიათ გადაყაროთ, აღარ დაგჭირდებათ.

5. დარჩენილ სითხეს დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. ოდნავ გაათბეთ, ფხვნილი რომ გაიხსნას.

6. გაგრილებულ ნახარშში ჩაასხით არაყი.

7. გაწურეთ სასმელი მარლის რამდენიმე ფენაში. ეს ხელს შეუშლის ნალექის წარმოქმნას და სასმელს არამხოლოდ გემრიელს, არამედ უფრო მიმზიდველსაც გახდის.

8. სულ ესაა, ლალისფერი ლიქიორი ფოთლებისგან, ალუბლის არომატითა და მწკლარტე გემოთი მზადაა.

გაგიმარჯოთ!

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი