ყველაზე გემრიელი სააღდგომო კულიჩი მხოლოდ ამ რეცეპტით გამოგივათ. ცომი თხლად გააბრტყელეთ და გულუხვად მოაყარეთ

0
14083

ყველა დიასახლისს სააღდგომო კულიჩის მომზადების საკუთარი ორიგინალური რეცეპტი აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. არომატული სააღდგომო პურის მომზადება მთელი ხელოვნებაა: ცომი მხოლოდ ნათელი ფიქრებით უნდა მოამზადოთ, შიგთავსზე და კაშკაშა ჭიქურზე არ უნდა იძუნწოთ.

თუ ყოველ წელს კულიჩს ერთსა და იმავე რეცეპტით ამზადებთ, „ვივიენი“ გთავაზობთ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, რომელიც მთელ ოჯახს გაახარებს. ეს შესანიშნავი კულიჩი სააღდგომო დღესასწაულის ნამდვილი ჰიტი გახდება!

„ვივიენი“ დაჟინებით გირჩევთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის კულიჩი „კრაფინი“ მოამზადოთ – სააღდგომო სტილში მომზადებული რბილი კექსის და ფხვიერი კრუასანის ნარევი. ის არა მხოლოდ უჩვეულო გემოთი, არამედ მომზადების მეთოდითაც გაგაოცებთ. როცა ცომი და შიგთავსი ერთ მთლიანად გამოცხვება, საოცარი დელიკატესი გამოვა, რომლის არ მომზადებაც უბრალოდ ცოდვაა!

კულიჩი „კრაფინი“

ინგრედიენტები:

  • 350 გრ ფქვილი
  • 110 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 კვერცხი
  • 40 გრ კარაქი
  • 100 გრ ნუშის ფირფიტები
  • 80 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 7 გრ საფუარი
  • 20 გრ შტოს ჩირი (შეგიძლიათ ქიშმიში ან სხვა ჩირი გამოიყენოთ)
  • 8 გრ ვანილის შაქარი

მომზადება:

1. საფუარი 1 ჩ/კ შაქარს აურიეთ და თბილი რძე დაასხით. ნარევი თბილ ადგილას მოათავსეთ, დაელოდეთ, სანამ მის თავზე ქაფი არ გაჩნდება.

2. კარაქი გაადნეთ. ღრმა თასში კვერცხის გულები მთელ კვერცხთან და ვანილის შაქართან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის ნარევი ერთგვაროვანი ქაფის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.

3. ღრმა თასში ფქვილი ჩაყარეთ და ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ. მასში ამოყვანილი საფუარი, ათქვეფილი კვერცხის მასა, გამდნარი კარაქის ნაწილი და მარილი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, დარჩენილი კარაქი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. მანამდე მოზილეთ სანამ, ცომი ხელზე აღარ მოგეკვრებათ.

4. ცომი ღრმა თასში (წინასწარ კარაქი წაუსვით) გადმოიტანეთ. ზედაპირს ოდნავ ზეთი წაუსვით, საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას 1,5-2 საათით გააჩერეთ, რომ ცომი მომავალი კულიჩისთვის კარგად ამოვიდეს.

5. როცა ცომი ამოვა, სამ ნაწილად გაყავით, თითოეული დაამრგვალეთ და საკვებ ცელოფანში კიდევ 10 წუთით შეფუთეთ.

6. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომის ერთი ნაწილი თხელ მართკუთხა ფენად გააბრტყელეთ. ცომი ნახევრად გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს, ცომი არ უნდა გაგიწყდეთ. ცომს დარბილებული კარაქი წაუსვით.

7. ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ მუსკატის კაკალი, შტოს ჩირი და ნუშის ფირფიტები. შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ჩირი და ცუკატი გემოვნებით გამოიყენოთ.

8. ცომი რულეტივით დაახვიეთ. ასევე მოიქეცით ცომის დანარჩენ ნაწილებზე. საბოლოოდ 3 სადღესასწაულო კულიჩი გამოგივათ!

9. მჭრელი დანით რულეტი ორად გაჭერით, მაგრამ კუთხეში რამდენიმე სანტიმეტრი არ გაჭრათ.

10. რულეტის ნახევარი სპირალის მსგავსად დაახვიეთ. იგივე მეორე ნახევარზე გააკეთეთ, მაგრამ პირველ სპირალს ზემოდან შემოახვიეთ. თითოეულ რულეტზე ასე მოიქეცით.

11. კულიჩი საცხობ ფორმაში მოათავსეთ და 20 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

12. როცა ცომი ოდნავ ამოვა, 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურა 180 გრადუსამდე დაუწიეთ, კულიჩს ფოლგა დააფარეთ და კიდევ 10 წუთით აცხვეთ. ამის შემდეგ ფოლგა მოხსენით და სააღდგომო კულიჩი კიდევ 15 წუთით აცხვეთ.

13. სააღდგომო კულიჩი „კრაფინი“ მზადაა. მზა დელიკატესს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ცომი ისეთივე ფუმფულა, არომატული და ნაზი გამოვა, როგორც ტრადიციული კულიჩის მომზადების დროს.

სააღდგომო კულიჩის „კრაფინის“ მომზადება კიდევ უფრო სასიამოვნო და მარტივი რომ იყოს, თქვენთვის „ვივიენმა“ ვიდეო რეცეპტი იპოვა:

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი