ყველაზე უჩვეულო ნაკეთობები ბოთლისგან: გამომგონებლებს პატივს ვცემ

0
2044

უკვე დიდი ხანია, რაც აგარაკების ან ბაღების მეპატრონეები თავს უფლებას აღარ აძლევენ პლასტმასის ბოთლების გადაყრისა.

ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პლასტმასის ბოთლი შესანიშნავი მასალაა სხვადასხვა ნაკეთობის შესაქმნელად. იგი ყველაზე იაფფასიანი და ხარისხიანი ნედლეულია, რომლისგანაც მრავალი სარგებლის მიღება შეიძლება.

პლასტმასის ბოთლების გადამუშავება

ალბათ, თქვენ უკვე იცით ბოთლების რამდენიმე მარტივი გამოყენების შესახებ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იდეებს, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, პირველად ხედავთ.

რა მოვუხერხოთ პლასტმასის ბოთლებს

1. ბოთლების ხელმეორედ გამოყენება სახლშივე – საუკეთესო ვარიანტია იმისა, თუ როგორ გამოვიყენოთ უსარგებლო პლასტმასი. პირველი რასაც შემოგთავაზებთ, იქნება ტივტივა კასრებისთვის. მას ჩვეულებრივი ბოთლითა და ძველი ზამბარით დაამზადებთ.

წარმოიდგინეთ, რომ კასრში წყალს ავსებთ – ასეთი ტივტივა შორიდანვე განიშნებთ, რომ კასრი მალე გაივსება და წყლის გამორთვის დროა.

2. პლასტმასის ბოთლის გადამუშავებით მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო გამოგონებაა დამამძიმებელი. გაზაფხულზე ძლიერი ქარები იცეს. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ თქვენი საყვარელი სათბურის ცელოფანი ქარმა წაიღოს? ძველი პლასტმასის ბოთლები ამ სიატუაციაში დაგეხმარებათ. გაავსეთ ბოთლები ქვიშით, შეაერთეთ ორი ბოთლი გრძელი თოკით და გადაკიდეთ სათბურის სახურავზე. დამამძიმებელი მზადაა.

3. თუ ნამდვილი სპორტსმენი ხართ, აგარაკზეც სიამოვნებით ივარჯიშებთ. რა სჯობს სუფთა ჰაერზე ვარჯიშს? იმისათვის, რომ მუდმივად თან არ ატაროთ ჰანტელები, შეგიძლიათ მომცრო პლასტმასის ბოთლებში წყალი ჩაასხათ და ისინი გამოიყენოთ. ეს მოსახერხებელია იმითაც, რომ ხელნაკეთი სპორტული ინვენტარის სიმძიმის დარეგულირება შეგიძლიათ.

4. თუ ახლადდარგული სტაფილო თქვენთვის ძვირფასია, აუცილებლად დაათბუნეთ ნარგავები ბოთლებით.

5. ბოთლის გრძელ ზოლებად დაჭრით, მისგან მოამზადებთ ეტიკეტებს ნერგებისა და სათბურებისთვის. თუ ჩამოურეცხავ მარკერს იყენებთ, ამ ეტიკეტებს მომავალ წელსაც გამოიყენებთ.

6. ბოთლების დახმარებით მარტივია ჟოლოს შეკვრაც. ამისთვის დაჭერით ბოთლი თხელ ზოლებად, დაატეპლერეთ ერთმანეთზე და შეკარით ჟოლო. ასეთი ინვენტარი კარგია იმით, რომ არ ზიანდება ტენიანობის ან ქარის შედეგად. მისი გაფუჭება არც მწერებს შეუძლია.

ნუ გადაყრით ძველ ბოთლებს. დამიჯერეთ, მათგან ყველაზე უფრო შეუხედავიც კი გამოგადგებათ ბაღისა და აგარაკისთვის.

თქვენ იყენებთ პლასტმასის ბოთლებს მეორეულად? როგორ? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი