ჯანმრთელი ფეხები ვარიკოზის გარეშე: ეს საშუალება ნებისმიერ სტადიაზე დაგეხმარებათ

1646

ვენოზური გაგანიერებისგან ფეხების დამახინჯება დაავადების ყველაზე საშიში შედეგი როდია. არსებობს დაავადების ოთხი სტადია. პირველისთვის დამახასიათებელია ვარსკვლავების ან “ობობების” წარმოქმნა კანზე, მეორეს კი თან ახლავს ხილული ვენების გაჩენა, რომლებიც კრიალოსანს მოგაგონებთ. მესამე სტადია მოიცავს ტკივილებს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, გამონაყარსა და ქავილს, ხოლო მეოთხე, წინა სტადიებისგან განსხვავებით, გამოირჩევა ვენებისა და კანის ანთებით, შეუხორცებელი წყლულებით.

თუ მსგავსი დაავადებისკენ მიდრეკილი ხართ და ჰოსპიტალიზაციის ან ხანგრძლივი მკურნალობის ვარიანტი არ გაძლევთ ხელს, სცადეთ ერთი ეფექტური, ხალხური საშუალება. გაგიკვირდებათ, ნაგრამ ნატურალურ ზეითუნის ზეთს შეუძლია ვარსკვლავების მოშორება და კვანძების შემცირებაც კი, მათი არსებობის შემთხვევაში. მზად ხართ?

ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები

  1. ვენოზური ბადეების სისუსტე, რომელიც მემკვიდრულად გადადის მშობლიდან შვილზე;
  2. მაღალი წნევა, განპირობებული ჰორმონალური დარღვევებით;
  3. უმოძრაობა, ცხოვრების მჯდომარე წესი ან, პირიქით, მუდმივად ფეხზე დგომა;
  4. მენჯის ორგანოების დაავადებები ან ტონუსის დაქვეითება;
  5. ჭარბი წონა, რომელიც დიდ დატვირთვას უქმნის კაპილარებსა და სისხლძარღვებს.

ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, თუ არც ერთი ზემოჩამოთვლილი მიზეზი არ გეხებათ. უბრალოდ, სისხლძარღვების კედლები, წლების მატებასთან ერთად, ელასტიურობას კარგავენ. სწორედ ამიტომაა ვარიკოზი ასე გავრცელებული შუა ხნის ასაკში.

ზეითუნის ზეთი ვარიკოზის წინააღმდეგ

სწორედ ეს ზეთი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ვარიკოზის წინააღმდეგ. ნატურალურ პროდუქტს შეუძლია უსიამოვნო სიმპტომების დიდი ნაწილის მოშორება და გაგანიერების პროცესის შენელება. გარკვეული დროის შემდეგ, ვენები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

  • პირველი ეტაპი: ეფექტის გასაძლიერებლად, მოამზადეთ ექსფოლიანტი. ამისთვის შეურიეთ რძე, თაფლი, შაქარი და შვრია. დაიტანეთ სუფთა კანზე მსუბუქი მოძრაობებით, დაიმასაჟეთ დაზიანებული მონაკვეთი.
  • მეორე ეტაპი: გაათბეთ ზეითუნის ზეთი ორთქლზე იმ ტემპერატურამდე, რომელიც თქვენი კანისთვის იქნება კომფორტული. იყავით ფრთხილად ამ საშუალების გამოყენებისას: ზეითუნის ზეთით მოყენებული დამწვრობა მხოლოდ მტკივნეული კი არაა, შრამსაც ტოვებს.
  • მესამე ეტაპი: ჩადეთ ხელები ზეთში და დაიწყეთ მსუბუქი მასაჟი დაზიანებულ მონაკვეთზე. მსუბუქი, წრიული მოძრაობები ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე. რამდენიმე კვირაში შემცირდება გაგანიერების სისქე, ორ თვეში კი ვარიკოზული გაგანიერება მთელ სიგრძეზე გაქრება.