დედამ მთხოვა, არავისთვის მეჩვენებინა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე…

3151

დედაჩემს ხატვა არ ეხერხება და ამაზე მუდამ წუხს. დადის ეკლესიაში და, როგორც ყველა მორწმუნე, მოუთმენლად ელის აღდგომის დღესასწაულს. მიუხედავად იმისა, რომ ხატვის ნიჭი არ აქვს, კვერცხებს ყოველდღე ღებავს და თვლის, რომ კვერცხის მოხატვა – სულისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა.

დღეს მე გასწავლით მეთოდს, რომელსაც დედაჩემი მუდმივად იყენებს. ის საკმაოდ მარტივია და, შესაძლოა, იცოდეთ კიდევაც მის შესახებ. მისი უპირატესობაა ბუნებრივი ელემენტების გამოყენების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ეს კვერცხები შეუდარებლადაა მოხატული, თქვენ როგორ ფიქრობთ?

ერთხელ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედაჩემმა ჩვენი თუთიყუშის დაცვენილი ბუმბული კვერცხზე გადაიტანა. არასდროს დამავიწყდება, იმდენად ლამაზი იყო.. ახლა მინდა, რომ თქვენც გასწავლოთ ამის გაკეთება.

სააღდგომო კვერცხების მოხატვა

დაგჭირდებათ

  • ძაფები
  • კვერცხი(უშუალოდ ამ მეთოდისთვის ყავისფერი კვერცხები)
  • კოლგოტი
  • ყავისფერი ხახვის კანი
  • დიდი ქვაბი
  • სხვადასხვა მცენარის ფოთლები, კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვის ფოთლები, ოთახის მცენარეების ფოთლები, ფრინველების ბუმბულიც კი.

შემოქმედებითი პროცესი

1. დაგჭირდებათ ბევრი ხახვის კანი! დაახლოებით 3 კგ-მდე ხახვი უნდა გაწმინდოთ, დაასხათ წყალი, აადუღოთ. მიიღებთ გაჯერებულ ხსნარს. გახვეული კვერცხი ქვაბის ფსკერზე, ხახვის კანქვეშ უნდა მოათავსოთ. 10 წუთში კვერცხები უნდა ამოიღოთ.

2. როგორ გავახვიოთ კვერცხები: დაადეთ კვერცხს მცენარე, მოათავსეთ კოლფოტში, მჭიდროდ შეკარით ძაფით.

3. ლამაზი ნახატებისთვის შეგიძლიათ რეჰანის ფოთლების გამოყენებაც. ექსპერიმენტები სავსებით მისაღებია.

რა თქმა უნდა, კვერცხის შეღებვის იდეა ძალიან ბევრია. უბრალოდ, დედაჩემის მეთოდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

კვერცხის მოხატვის სხვა იდეები

1. ნაზი მაქმანი

კვერცხის ასე მოსახატავად, იგი მაქმანის ქსოვილში უნდა გაახვიოთ და რეზინით დაამაგროთ. ამის შემდეგ ამოავლეთ კვერცხი საღებავში. შეარჩიეთ გაჯერებული ფერი, რათა ორნამენტი მის ფონზე კარგად ჩანდეს.

2. შემოდგომის სიმწვანე

ფოთლებითა და ბალახებით მორთვა ძალიან მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილებაა.

3. ლაკონური ზოლები

მარტივი, თუმცა ეფექტური დეკორაციაა.

4. ფერადი მოზაიკა

საინტერესო დეკორაციად შეგიძლიათ თვითონ კვერცხის ნაჭუჭი აქციოთ. შეღებეთ იგი და დააწებეთ კვერცხის ზედაპირზე პვა-წებოთი.

5. ბუნებრივი სილამაზე

კვერცხის ბუნებრივი ფერი ისედაც ლამაზია. ფლომასტერით დახატული ან მიწებებული ფიგურები მის სილამაზეს გამოკვეთს.

6. ვინტაჟი

ასეთივე შედეგს მიიღებთ დეკუპაჟის ტექნიკით. აიღეთ ხელსახოცი პატარა ნახატით. მოხსენით მას ორი ქვედა ფენა, ფერადი ფენიდან კი ამოჭერით ნახატები. დიდ ჭურჭელში შეურიეთ 2 ჩ.კ. სახამებელი და 50 მლ წყალი, დადგით ეს მასა დაბალ ცეცხლზე და გაათბეთ რამდენიმე წუთით. პერიოდულად ურიეთ მომავალ წებოს ჩაის კოვზით. მას შემდეგ, რაც მოტივებს გადაანაწილებთ, კარგად წაუსვით კვერცხს წებო და დადგით გასაშრობად. სახამებლის ნაცვლად, ათქვეფილი კვერცხის ცილის გამოყენებაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ გადაუსვით წებო კიდევ ერთხელ და მზადაა.

7. ბავშვური ფანტაზია

არაფერია იმაზე უფრო მკვეთრი და საყვარელი, როგორიც ბავშვის ნახატებია.

8. უბრალო კი არა, ოქროსი!

ჩადეთ კვერცხი ოქროსფერ საღებავში და ზღაპრულ კვერცხებს მიიღებთ.

9. შავით თეთრზე

თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, ტრადიციული მოხატვაც შეგიძლიათ სცადოთ.

10. გრადიენტი

ამის გაკეთება შეგიძლიათ ბავშვსაც მიანდოთ. აიღეთ კონცენტრირებული საღებავი, მოათავსეთ მასში საღებავი ორი წუთით, შემდეგ დაუმატეთ წყალი და ისევ გააჩერეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორეთ და დაელოდეთ.

სააღდგომო სამზადისი ერთ-ერთი ყველაზე თბილი, ნათელი და დამაახლოვებელი ტრადიციაა მთელი ოჯახისთვის. მიუდექით ამ დღესასწაულს კრეატიულად!