საუზმე გაუზიარე მტერს! ექიმმა ლეო ბოკერიამ დიეტოლოგიაში რევოლუცია მოახდინა.

5418

ლეო ბოკერია- ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი და პროფესორია, რომელთანაც მიღებაზე მოხვედრაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს. პაციენტებზე ზრუნვით, მან ადამიანის ორგანიზმი ყოველმხრივ შესწავლა და ისეთი აღმოჩენები გააკეთა, რომლებმაც თანამედროვე დიეტოლოგები განაცვიფრა.

ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ საუზმე აუცილებელია, მისი წყალობით ნივთიერებათა ცვლა სწორად მიმდინარეობს და მისი გამოტოვება არ შეიძლება. ლეო ბოკერია კი ამბობს, რომ იცის, თუ როგორ უნდა გახდე სწრაფად დიეტების გარეშე: მხოლოდ და მხოლოდ უარი უნდა თქ თქვა საუზმეზე.

ვივიენი გაგაცნობთ, თუ როგორ იკვებოთ ისე, რომ წონაში დაიკლოთ

„საუზმე თავად მიირთვი – ეს აბსოლუტური სისულელეა, საუბარია სრულფასოვან საუზმეზე. იმიტომ, რომ თქვენ გაიღვიძეთ, ორგანიზმი მოდის სამუშაო მდგომარეობაში, უჯდებით მაგიდას, მიირთმევთ ხორცს, ცომეულს, აყოლებთ სასმელს. შემდეგ იცვამთ, მიდიხართ სამსახურში – და როგორი მუშაკი ხართ ამ შემთხვევაში? სუფთა ფიზიოლოგიურად.

დიდი ხნის წინ მივაქციე ყურადღება, რომ ცნობილი ამერიკელი ქირურგები, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ პატარა ფინჯან ყავას სვამენ. მორჩა! შუადღეზე რაიმე პატარა ბუტერბროდს მიირთმევენ.

საღამოს კი მიდიან სახლში, ნორმალურად ჭამენ, შემდეგ – აუზი, წიგნის კითხვა… ამიტომ, საუზმე – მიეცი მტერს, სადილად წაიხემსე, საღამოს კი (ძალიან გვიან არა) ნორმალურად მიირთვით და შედეგ უკვე – ფიზკულტურა. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ხალხი დიდ ხანს ცხოვრობს, ასე ხდება…“
დევიდ ლევიცკის (კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერი) კვლევის თანახმად, ადამიანები, ვინც კვირაშ ერხელ მაინც ტოვებენ საუზმეს, ხდებიან უფრო სწრაფად. ვინც საუზმობს – შიმშილის გრძნობა შუადღეზე ეუფლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე მეტს მიირთმევე. მაგრამ დღის განმავლობაში მიღებული კალორიები გაცილებით ნაკლები აღენიშნებათ მათ, ვინც არ საუზმობს.

თუ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ იკვებოთ ისე, რომ წონაში დაიკლოთ, აუცილებლად სცადეთ კვების ასეთი სქემა. უკუჩვენება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც დიაბეტი აწუხებს და სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება უწევთ. სხვებისთვის ეს სრულიად მისაღებია.

შედეგი უკეთესი რომ გამოდგეს, დაკავდით მინიმალური ფიზიკური დატვირთვებით მაინც და ერიდეთ გარკვეულ პროდუქტებს. ლეო ბოკერია მათ რიცხვს მდნარ ყველს, მიუსლის, ხაჭოს, ძეხვსა და სწრაფი მომზადების ფაფებს მიაკუთვნებს.

მათ, ვინც წონაში დაიკლო, კარგად იციან, თუ რა სასიამოვნოა, იყო კმაყოფილი საკუთარი სხეულით და ნებისყოფით იამაყო. სცადეთ ცნობილი ექიმის ეს მეთოდიკა, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე იოლი გზა სურვილის ასასრულებლად.