ორგანიზმიდან მახვილა ჭიების მოშორება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მივაგენი მათგან თავის დაღწევის საშუალებას ხალხურ მედიცინაში.

0
5709

მახვილა ჭიები თუ ასეთი ძნელი მოსაცილებელი იქნებოდა, არ მეგონა. საკმარისი იყო, ჩემი პატარა საბავშვო ბაღში გამეშვა, იმავე თვეში ენტერობიოზი ეწყებოდა. საბედნიეროდ, დღეს უამრავი მედიკამენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბაღში სიარულის დროს ჭიების გადადების ალბათობა იმდენად დიდი იყო, მკურნალობიდან 2-3 თვეში ხელახლა სამკურნალო ვხდებოდით. არადა, ანტიჰელმინთური პრეპარატების უმრავლესობის მიღება მხოლოდ 6 თვის შემდეგ არის ნებადართული და მათი ხშირი გამოყენებაც არ არის სასურველი. ამით შეწუხებულმა, ერთ ნაცნობს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და მან მასწავლა საშუალება, რომელიც შეუზღუდავად შეიძლება გამოიყენოთ მახვილა ჭიების მოსაცილებლად. იგი ყველასათვის კარგად ნაცნობი და ხელმისაწვდომი ბროწეულისგან მზადდება.

  • ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიიღოთ 30 წუთის განმავლობაში, მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება – ეს პარაზიტების გამოდევნას გაადვილებს.
  • აიღეთ ბროწეულის ნაყოფი, გახლიჩეთ ორად. ნახევარს (ქერქითურთ) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთს ადუღეთ და 2 საათით დააყენეთ. მიეცით ბავშვს რამდენიმე ყლუპი დღეში 3-4-ჯერ. ჭიების მოსასპობად 3-4 ჩაის ჭიქა ნახარშის მიღება საკმარისია.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხეჭრელა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ერთმანეთში აურიეთ 1/4 ჩაის კოვზი ნიგოზი, კოჭა, ტკბილი წითელი წიწაკა, კარდამონი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და დაფქული ყავა. ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და დალიეთ. მიიღეთ თითო ულუფა დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.

 

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი