დედაჩემი ხახვს მუდამ საყინულეში დებს. მას მერე, რაც მიზეზი გავიგე, მეც ასე ვიქცევი!

0
1147

რატომ უნდა გაირთულო მომზადების პროცესი, თუ შეგიძლია საგრძნობლად შემსუბუქება? ატსებობს უამრავი რაოდენობით კულინარული იდეები, პროდუქტების მომზადება-შესახვისთვის, რომელთა არცოდნა გააფუჭებს კერძების გემოსა და ხარისხს, ასევე მომზადების პროცესსაც.

ვივიენმა სამზარეულოს საუკეთესო ხრიკებს მოუყარა თავი, რომლებიც ყველაზე გამოცდილ დიასახლისებსაც კი გააოცებს.

კულინარიული რჩევები

ხახვმა ცრემლები რომ არ მოგადინოთ, დაჭრამდე მოათავსეთ საყინულეში 10 წუთით.

ხარშვისას წყალი ქვაბიდან არ გადმოვა, თუ მასში ხის კოვზს მოათავსებთ.

თუ ბოლოკი, ნიახური ან სტაფილო უკვე ისეთი ხრაშუნა აღარაა, მოათავსეთ გაყინულ წყალში ნახევარ კარტოფილთან ერთად. ასეთი მანიპულაციის შემდეგ ბოსტნეული გაცოცხლდება.

ნუ გადაასხამთ დარჩენილ შუშხუნა ღვინოს. ჩაყარეთ ბოთლში 2 ქიშმიში. ნატურალური შაქარი საოცრებებს ჩაიდენს!

მარილი არ გაქვავდება, თუ ცოტაოდენ ბრინჯს დაუმატებთ სამარილეში.

თუ შინაური პელმენების ცომი ძალიან მაგარი გამოვიდა, დაამატეთ 1 ჭიქა ცივი წყალი ხარშვისას.

მოხარშული კვერცხის იოლად გასაფცქვნელად, ჩააგდეთ წყალში ლიმონის ნაჭერი ან 1 მწიკვი სოდა.

ბავშვებისთვის გემრიელი დესერტის მოსამზადებლად, მოათავსეთ სქელი იოგურტი საკონდიტრო შპრიცში, პერგამენტზე პატარა წვეთები დაასხით და გაყინეთ 1 საათით.

ყველმა დიდ ხანს რომ გაგიძლოთ, შეახვიეთ ქაღალდში და არა ცელოფანში.

ყველი რომ არ გაგიხმეთ, წაუსვით კარაქი. ეს მეთოდი უხდება მაგარ ყველს სქელი ქერქით.

აი ასე მოაცილებთ ყუნწებს მარწვს, კოქტეილის საწრუპავის მეშვეობით.

ტკბილ ცომეულში კვერცხს ნახევარი მწიფე ბანანი შეგიცვლით.

მლაშე ბორშის გადარჩენა შესაძლებელია! დაუმატეთ რამდენიმე ნაჭერი უმი კარტოფილი, რათა მათ მარილი შთანთქან, მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან. თუ კერძი კვლავ მარილიანია, დაამატეთ 1 კოვზი შაქარი.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი