ორგანიზმის გაწმენდის 7 საუკეთესო მეთოდი: გამოიყენეთ შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად

4303
7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად
7 საუკეთესო მეთოდი ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოსადევნად

იცხოვრო, არ ნიშნავს იყო ცოცხალი, მნიშვნელოვანია თავი ჯანმრთელად იგრძნო. ტყეში გასეირნება, სწორი კვება და დღის ნორმალური რეჟიმის დაცვა ყველას არ შეუძლია. თანამედროვე ქალაქების ქაოსმა შეიძლება ისე დაგახვიოთ თავბრუ, რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება საერთოდ დაგავიწყდეთ.

სამწუხაროდ, თანამედროვე ქალაქებში კომფორტული პირობების შედეგია ბინძური წყალი, ცუდი ჰაერი, საოფისე ტექნიკა, სანერვიულპ სამუშაო, პესტიციდები, ნიტრატები და საკვებ პროდუქტებში ჰორმონები. ეს ყველაფერი ორგანიზმში გროვდება და ორგანოებს ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის, განწყობას და გარეგნულ მხარეს აუარესებს, დაავადების გაჩენას იწვევს. სწორედ ამიტომ, დროდადრო დაგროვილი მავნე ნივთიერება უნდა მოიშოროთ.

ტოქსინებისგან გაწმენდის დროს ორგანიზმიდან შლაკები, მეტაბოლიზმის პროდუქტები, მარილი, მძიმე ლითონები, რადიონუკლიდები გამოდის. თქვენთვის რამდენიმე გამოცდილი მეთოდი შევაგროვეთ, რომლებიც ორგანიზმს ყველაფერი ზედმეტის მოშორებაში დაეხმარება. შედეგად უფრო ჯანმრთელები გახდებით.

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან

1.ბაყაყურას ჯერ კიდევ ავიცენა მოიხსენიებდა, როგორც მოწამვლის და გველის ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებას. დღეში 4 ჩ/კ დაქუცმაცებული ბაყაყურას თესლი მიღება საკმარისია. შეგიძლიათ საკვებს დაუმატოთ ან უბრალოდ თბილი წყალი დაასხათ.

2.ჩიას თესლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასახდომი პროდუქტია. ღამით 2 ს/კ ჩიას თესლს 1 ჭიქა წყალი დაასხით, დილით თაფლი და ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ. მიიღეთ როგორ პუდინგი ხილთან ერთად ან კისელის სახით დალიეთ. თავს დანაყრებულად დიდი ხნით იგრძნობთ, საჭმლის მონელება გაუმჯობესდება, შლაკებსა და ტოქსინებს მოიშორებთ.

3.სორბენტი ორგანიზმის გასაწმენდი პროდუქტების სიაში აუცილებლად უნდა იყოს. სტერეოტიპების მიუხედავად, ენტეროსორბენტის მიღება არა მხოლოდ ნაწლავური ინფექციის დროს შეიძლება. გააქტიურებული ნახშირი, კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სულფატი, ენტეროსგელი, პოლისორბი ნაწლავებს პათოგენური ნივთიერებებისგან ნაზად ასუფთავებს. ეს საშუალებები ალერგიის, კანის დაავადების, ნაბახუსევის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამცირებს. გახდომის პროცესი ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

4.სპა და საუნა სხეულს კარგად აოფლიანებს და  ბუნებრივი გზით, კანის ფორებიდან ტოქსინები გამოაქვს. ყველა, ვინც ერთხელ მაინც საუნაში ყოფილა, განწყობის გაუმჯობესებას და სხეულის სიმსუბუქეს გრძნობს. წნევის და გულის პრობლემის მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ და უფრო მშრალი საუნა უნდა აირჩიონ.

5.სუფთა წყალი. ხშირად გვავიწყდება, თუ დღის განმავლობაში სუფთა წყლის დალევა რამდენად მნიშვნელოვანია. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები სწრაფად რომ გამოდევნოთ, სპეციალისტები დღეში მინიმუმ 8 ჭიქა სითხის დალევას გირჩევთ. შეგიძლიათ ასეთი გამწმენდი კოქტეილი მოამზადოთ: 4 ლ სასმელ წყალს 2 ს/კ ნატურალური ვაშლის ძმარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყოველი დილა ამ სასმელით დაიწყეთ, თუ კუჭის ან სხვა უკუჩვენება არ გაწუხებთ.

6.გოგრის და სელის თესლის ზეთი ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ცხიმის მწველ ვიტამინებს აწვდის. ისინი უჯრედის ნორმალურ მუშაობას აღადგენენ და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებენ. და რაც მთავარია, ისინი იმუნურ სისტემას აძლიერებენ, ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებენ და ნარჩენების გამოდევნას ხელს უწყობენ. სელის და გოგრის თესლის ზეთი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ მიიღეთ. შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ.

7.შიმშილობა – სხეულიდან ტოქსინების გამოდევნის ბუნების მიერ მონიჭებული უძველესი მეთოდია. მუდმივად რაღაცის ღეჭვას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ჭამის გარეშე ერთი დღის გაძლებაც გვიჭირს. ამასთან მოთხოვნილი პროდუქტებია რაფინირებული შაქარი, პურ-ცომეული და „მკვდარი“ თერმული დამუშავების საკვები. ჩვენი ორგანიზმი იმდენად იტანჯება, რომ გაწმენდას თავად ვეღარ ახერხებს.

სცადეთ, თუნდაც ერთი დღე არაფერი ჭამოთ და მალე იგრძნობთ, რომ შიმშილის გრძნობა გაქრა. მოგვიანებით შეამჩნევთ, რომ მცირე პორციები გაკმაყოფილებთ. ამასთან დღეში 2 ლ წყალი აუცილებლად დალიეთ. შიმშილობის გადატანა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დიეტა, რომლის დროსაც სულ რაღაცის ჭამა გსურთ.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ „ბინძური“ ორგანიზმი და კარგი იმუნიტეტი – ორი შეუთავსებელი გაგებაა. პირველ რიგში, ორგანიზმს ნაგავი მოაშორეთ: შოკოლადი, საფუარის ცომი, ალკოჰოლი, კონსერვები, შაქარი, თეთრი ფქვილი და გადამუშავებული საკვები, შემდეგ კი სხეულის გაწმენდას შეუდექით. თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ?